ჩეხეთი საქართველოსთვის უფრო მეტ დახმარებას მოითხოვს

ავტორი: Kakha Mchedlidze | თემა: სიახლეები | თარიღი: 21-09-2008

0

ჩეხეთის პრემიერი მირეკ ტოპოლანეკი ევროკავშირს საქართველოსთვის მეტი თანხის გამოყოფას სთხოვს.

ესპანური მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში მირეკ ტოპოლანეკმა აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში, თუ მეტ ყურადღებას არ გამოიჩენს, ევროკავშირმა შესაძლოა ნავთობითა და გაზით მომარაგების ალტერნატიული გზა დაკარგოს.

ტოპოლანეკი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შეცდომებზეც საუბრობს და ამბობს, რომ ნატო–მ არასწორი ნაბიჯი გადადგა, როდესაც საქართველოსა და უკრაინას MAP-ის მინიჭებაზე უარი უთხრა.

ჩეხების უმრავლესობა მხარს უჭერს საქართველოს

ავტორი: Kakha Mchedlidze | თემა: სიახლეები | თარიღი: 17-09-2008

0

რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის საკითხში ჩეხეთის მოქალაქეთა უმრავლესობა საქართველოს უფრო ემხრობა ვიდრე რუსეთს. ამაზე მეტყველებს საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგები, რომელიც სექტემბრის დასაწყისში სააგენტო STEM-მა მოამზადა. აღსანიშნავია ისიც, რომ გამოკითხულთა მნიშვნელოვანმა ნაწილმა ვერ შეძლო გადაწყვეტილების მიღება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. ჩეხების ნახევარი ვარაუდობს, რომ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტით საგრძნობლად გაუარესდა სიტუაცია საერთაშორისო უსაფრთხოების თვალსაზრისით. გამოკითხულთა 42 % საქართველოს მხარესაა, რუსეთს კი მხარს უჭერს 19 %.

პრაღა საქართველოს შესახებ

ავტორი: Kakha Mchedlidze | თემა: სიახლეები | თარიღი: 31-08-2008

7

რუსეთის საელჩოსთან საპროტესტო აქცია პრაღაში 1 21 აგვისტო - პროტესტი პუტინ-ბრეჟნევ

პრაღაში, საქართველოს სათვისტომოსთან ერთად ჩეხებმა და ბელორუსებმაც კი რამდენჯერმე მოაწყვეს საპროტესტო აქცია რუსეთის საელჩოს წინ. ჩვენი ბლოგის პრაღელმა წევრებმა რამდენიმე აქციის ფოტო გამომიგზავნეს. (http://www.ct24.cz/domaci/25076-gruzinci-v-praze-demonstrovali-pred-ruskym-velvyslanectvim/ ჩეხეთის ტელევიზიის სიუჟეტი ქართველების აქციის შესახებ)

აქცია პრაღაში 12 აქცია პრაღაში 22 აქცია პრაღაში 23 აქცია პრაღაში 24

წინა წერილში ვწერდი, რომ ჩეხეთის საზოგადოება და მთავრობა დიდ ინტერესს იჩენს საქართველოს მიმართ და რუსეთის ქმედებებს აკრიტიკებს. განსხვავებული პოზიცია აქვს ქვეყნის პრეზიდენტს.

ამ დღეებში რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის შესახებ მოსაზრება გამოთქვა ცნობილმა პოლიტიკოსმა და საზოგადო მოღვაწემ ვაცლავ ჰაველმაც. მან ინტერვიუ მისცა ფრანგულ ტელეარხს და მონაწილეობა მიიღო ჩეხეთის ტელევიზიის ეთერში გამართულ დისკუსიაში.

ვაცლავ ჰაველიჰაველმა პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ ევროკავშირმა რუსეთს ”აგრესორი” უნდა უწოდოს საქართველოს წინააღმდეგ ჩადენილის გამო. მისი აზრით ჩეხეთის მთავრობის თავდაპირველი პოზიცია მართებული იყო (მთავრობამ რუსეთის აგრესია დაგმო და მხარი დაუჭირა საქართველოს ტერიტორიულ სუვერენიტეტს და მთლიანობას). მოგვიანებით პოზიცია შერბილდა ჩეხეთის პრეზიდენტის პრორუსული შეხედულებების გამო. ვაცლავ ჰაველის აზრით ეს არასწორია, შეიძლება საქართველომ შეცდომები დაუშვა, მაგრამ ყოველთვის აუცილებელია იმის ხმამაღლა თქმა ვინ არის დაზარალებული და ვინ აგრესორი.

1968 წლის მოვლენები ჩეხოსლოვაკიაში

ავტორი: Kakha Mchedlidze | თემა: პრაღის შესახებ | თარიღი: 21-08-2008

8

Praha 1968ბიძინა რამიშვილი, რადიო ”თავისუფლება”, პრაღა

ორმოცი წლის წინათ მსოფლიოს თვალწინ საბჭოთა ტანკები ჩეხოსლოვაკიაში შეიჭრნენ და ბოლო მოუღეს იმედებს, რომ საბჭოთა ბლოკში შესაძლებელი იყო ეგრეთწოდებული “ადამიანური სახის სოციალიზმის” არსებობა. 1968 წლის აგვისტოში ჩაკლეს “პრაღის გაზაფხულის” სახელით ცნობილი რეფორმატორული მოძრაობა. მას მოჰყვა ხანგრძლივი ზამთარი, რომელმაც ორი ათეული წელი გასტანა.

ყველაზე კარგად ალბათ პრაღელებს ესმით, რას ნიშნავს საქართველოში რუსეთის ტანკების თარეში. მრავალი მიმომხილველი და პოლიტიკოსი ავლებს ამ დღეებში პარალელებს დღევანდელ საქართველოსა და 1968 წლის ჩეხოსლოვაკიას შორის.

ჩეხეთი 1968 – საქართველო 2008

ავტორი: Kakha Mchedlidze | თემა: პრაღის შესახებ, სიახლეები | თარიღი: 20-08-2008

7

პრაღა 196820 აგვისტოს ჩეხეთში ”ვარშავის ბლოკის” (რუსეთის) ჯარების შესვლის დღეს აღნიშნავენ. ამ თარიღისთვის ბევრი რამის დაწერას ვაპირებდი, მაგრამ პრაღის ოკუპაციიდან 40 წლის შემდეგ რუსის ჯარის მიერ საქართველოს დიდი ნაწილის ოკუპაციის პროცესის შემხედვარე იძულებული ვარ საკუთარ გასაჭირზე უფრო მეტი ვწერო, ვიდრე პრაღის ამბები გავიხსენო.

საქართველო2008ჩეხეთი 1968 და საქართველო 2008-ს შორის რომ ბევრი საერთოა და ორივე შემთხვევაში რუსეთის მიზანი რომ ერთი იყო, ამაზე ამ დღეებში ბევრმა ცნობილმა და ავტორიტეტულმა ადამიანმა ილაპარაკა. მე იმით ვიყავი უკმაყოფილო და გაბრაზებული რომ თავად ჩეხები არაფერს ამბობდნენ. ჩეხეთის პრეზიდენტმა კი აშკარად პრორუსული პოზიცია დაიკავა. ამას რუსეთის პირველმა არხმა სიუჟეტიც კი მიუძღვნა.

მაგრამ ჩეხეთი იმით განსხვავდება ბევრი სხვა ქვეყნისგან, რომ იქ პრეზიდენტის სიტყვა მთელი ქვეყნის სიტყვას არ ნიშნავს. სიმბოლურია რომ ზუსტად პრაღაში რუსეთის ჯარის შესვლის დღეს ჩეხეთის მთავრობამ სპეციალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც საქართველოში განვითარებული მოვლენები 40 წლის წინ ჩეხოსლოვაკიაში მომხდართანაა გაიგივებული და დაგმობილია რუსეთის საქციელი.

კონდოლიზა რაისი – 1968 წელი აღარ არის, როდესაც ჩეხოსლოვაკიაში შეჭრა და საკუთარი მეზობლების დაშინება შეიძლებოდა

ავტორი: Kakha Mchedlidze | თემა: სიახლეები | თარიღი: 13-08-2008

6

კონდი1968 წელს ჩეხოსლოვაკიაში რუსეთის (საბჭოთა კავშირისა და ვარშავის ბლოკის) ჯარების შეჭრის სცენარი საქართველოს შემთხვევაში არ განმეორდება, განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა.

13 აგვისტოს აშშ-ს პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა სპეციალური მიმართვა გააკეთა: ”მე ვაგზავნი კონდოლიზა რაისს საფრანგეთში, სადაც იგი იმუშავებს პრეზიდენტ სარკოზისთან, რის შემდეგაც ჩავა თბილისში და პირადად გადასცემს ამერიკის მხარდაჭერას საქართველოს დემოკრატიულ მთავრობას. ამ მოგზაურობაში იგი მთელს მსოფლიოს მობილიზაციას გაუკეთებს საქართველოს დასაცავად. ასევე, აშშ-ის თავდაცვის მინისტრი რობ გეითსი დაიწყებს ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნას ქართული არმიისთვის და იქნება უწყვეტი ჰუმანიტარული ოპერაცია.” მიმართვის სრული ტექსტი: http://tbilisiwebinfo.wordpress.com/2008/08/13/bush-accuses-russia-over-georgia-cease-fire/

იან პალახი

ავტორი: Lord Vader | თემა: ცნობილი პრაღელები | თარიღი: 04-08-2008

9

Jan Palach2008 წლის აგვისტოში საბჭოთა კავშირისა და „ვარშავის ბლოკის“ ჯარების ჩეხოსლოვაკიაში ინტერვენციის 40 და ამ ინტერვენციის ყველაზე ცნობილი მსხვერპლის იან პალახის დაბადების 60 წელი სრულდება, რომელმაც ინტერვენციის მიმართ პროტესტის ნიშნად თავი დაიწვა.

როგორც თვითმხილველნი ყვებიან, 1969 წლის 16 იანვარს, დაახლოებით დღის ოთხ საათზე ჩეხი სტუდენტი იან პალახი ვაცლავის მოედანზე ეროვნულ მუზეუმს მიუახლოვდა, პლატო გაიხადა, პლასტმასის ბოთლიდან, რომელიც თან ჰქონდა მოტანილი, ბენზინი გადაისხა და ასანთს გაჰკრა.

აალებულ ახალგაზრდას გამვლელები მიცვივდნენ და თავიანთი პალტოები, ქურთუკები ზედ დააყარეს და ცეცხლის მოგუდვა და ჩაქრობა მოახერხეს. მიუხედავად ამისა, მისი გადარჩენა უკვე შეუძლებელი იყო – სამი დღის შემდეგ იგი მრავალრიცხოვანი მძიმე დამწვრობების გამო საავადმყოფოში გარდაიცვალა.

აპარტამენტები პრაღაში

ავტორი: Kakha Mchedlidze | თემა: პრაღის შესახებ, სხვადასხვა | თარიღი: 04-08-2008

4

უ სვეტოჰო დუჰახშირად მეკითხებიან პრაღაში წასვლის მსურველები იაფფასიანი სასტუმრო ხომ არ იციო. ჰოდა აი ვიპოვე საუკეთესო ვარიანტი მათთვის ვინც ოჯახთან ან მეგობრებთან ერთად მიდის პრაღაში სამოგზაუროდ.

<– ეს ფოტო ერთერთი აპარტამენტის აივნიდანაა გადაღებული.

აპარტამენტები: ”ვეზენსკა” და ”უ სვატეჰო დუჩა” მდებარეობს ისტორიული პრაღის ცენტრში, ”სტარომესტკა ნამესნის” მოედნიდან დაახლოებით 100 მეტრში, ებრაულ კვარტალში. აპარტამენტების ფასი თბილისის პირობებშიც კი ფანტასტიურია, იწყება 35 ევროდან.

SHOPPING-ი პრაღულად ….:)

ავტორი: qate | თემა: პრაღის შესახებ, სხვადასხვა | თარიღი: 29-07-2008

16

Kenvelo saleდაახლოებით კი ვიცოდი მაგრამ ასე ძალიან არა :) . წარმოიდგინეთ თქვენი ჯიბის ბიუჯეტი, როდესაც რაც შეიძლება მომჭირნედ აპირებთ საყიდლებზე წასვლას მაგალითად მიდიხართ ვაგზლის ან სულაც ლილოს ბაზარზე :) და ყიდულობთ ბევრად უკეთესი ხარისხის ძალიან გემოვნებიან და ელეგანტურ ტანსაცლმელს. დიახ სულაც არ ვამუქებ, ეს ნამდვილად ასეა, პრაღა დახვეწილი, სადა და ამავდროულად ხარისხიანი საყიდლების ქალაქია.

ნუ გექნებათ ილუზია რომ პრაღის მაღაზიებში მოდის უკანასკნელ სიტყვას ნახავთ. ან ძალიან ავანგარდულად და ექსტრავაგანტულად შეიმოსებით, მაგრამ მათ ვისაც კლასიკური ჩაცმულობა იტაცებს (ანუ ძირითადი დროის გატარება ოფისებში უწევს) თამამად შემიძლია ვურჩიო წავიდნენ პრაღაში და იქაური მაღაზიები დალაშქრონ.

გაგისინჯავთ ჩეხური ნაყინი?

ავტორი: qate | თემა: პრაღის შესახებ, სხვადასხვა | თარიღი: 26-07-2008

17

პრაღული ნაყინიმოკლედ, ქართველს კაცს რომ კითხო, ჩეხეთში რა მოეწონა ყველაზე მეტად, ანდა რისთვის მიდის იქ, 80% უპასუხებს ჩეხური ლუდიო, პრინციპში მართლები არიან, იქაური ლუდი განთქმულია და უამრავი ადამიანი მიდის იქ, მის საწრუპავად. აი მე კი. რომ მკითხოთ, ჩეხური ნაყინი არანაკლებ პოპულარული უნდა იყოს. არ ვიცი რისგან და როგორ ამზადებენ გემოს ამ პატარა ჯადოქარ ბურთულებს, მაგრამ ვისაც იგი გაუსინჯია დამეთანხმება რომ თითოეულ მათგანს შეუძლია ჩეხური გემოს ის არომატი გაგრძნობინოს, რომელიც შემდგომ, შენს სამშობლოში დაბრუნებულს, აუცილებლად მოგანატრებს თავს. ეს ჩეხებმაც არჩვეულებრივად იციან, და აფასებენ კიდევაც ჩეხურ კიდევ ერთ კოლორიტს.