ავტორი: Kakha Mchedlidze | თემა: სხვადასხვა | თარიღი: 19-02-2010
0

კონოპიშტე. სასახლე სავსეა იარაღითა და ნანადირევის ფიტულებით, რქებითა და ეშვებით. ნადირობის ჟინით შეპყრობილმა სასახლის პატორონმა პრინცმა ფრანც ფერდინანდმა, ვიდრე სარაევოში ტერიტორისტის ტყვია დაეწეოდა, 30 თასამდე სულიერის დახოცვა მოასწრო…
маси
ბჟევნოვის მონასტერი – პრაღის სულიერი და მატერიალური კულტურის მოქმედი ძეგლი
ბენედიქტელთა ორდენისათვის უცხო არასოდეს ყოფილა ინტელექტუალური და ფიზიკური შრომა, ვაჭრობა, საავადმყოფოებისა და სასტუმროების გამართვა, – ყველაფერი ეს შენარჩუნებულია 21-ე საუკუნეშიც, თუმცა დროების შესაბამისად მნიშვნელოვნადაა გაზრდილი კომერციული შემადგენელი.
ავტორი: Kakha Mchedlidze | თემა: პრაღის შესახებ | თარიღი: 16-01-2010
1
არ დაეძებენ ამინდს მზიანს და
არ დაეძებენ ამინდს წვიმიანს,
ასეირნებენ ძაღლებს ჩეხები,
სიკვდილის კართან ერთად მიდიან.
ხან ძაღლი კოჭლობს, ხანაც – პატრონი,
ვინ ვის გაასწრებს ფუჭი ფიქრია.
ლაბადის მსგავსი აცვია ნაგაზს,
ნაქსოვი ჩაჩი ხურავს ფინიას.
Pánbůh-ი ცოტას კიდევ მოიცდის
უნდა აწმინდონ რაც ძაღლს უქნია!
ეკლესიასტე გვასწავლის, ცოცხალი ძაღლი სჯობს მკვდარ ლომსო. პრაღელებმა, როგორც ჩანს, ძველი აღთქმის ეს სიბრძნე კიდევ უფრო გააღრმავეს: ქალაქის ქუჩებში იმდენი ძაღლი დადის, რომ აშკარაა, აქ ცოცხალი ძაღლი ცოცხალ ლომსაც ურჩევნიათ!
ავტორი: Kakha Mchedlidze | თემა: სიახლეები, სხვადასხვა | თარიღი: 13-01-2010
3
12 იანვრამდე პრაღის ქუჩების ბილბორდები გადავსებული იყო ოპერის ქართველი მომღერლის ნინო მაჩაიძის აფიშებით. აფიშების სიმრავლემ თავად მომღერალიც განაცვიფრა. ნინომ კი განცვიფრებული პრაღელები დატოვა. პრაღის საოპერო საზოგადოებამ ნინო მაჩაიძეს “ოპერის ანჯელინა ჯოლიც” კი უწოდა (Angelina Jolieová opery koncertuje v Česku ).
ნინო მაჩაიძემ 12 იანვარს პრაღის მუნიციპალურ სახლში იმღერა. (მოუსმინე)
“მე ბედნიერი ვარ. პირველად ვმღერივარ პრაღაში. ეს ძალიან ლამაზი ქალაქია, ვფიქრობ ერთერთი ყველაზე ლამაზი ქალაქი მთელს მსოფლიოში” – უთხრა “ოპერის ანჯელინა ჯოლიმ” რადიო “თავისუფლებას”
ქართული რესტორანი „ერტონა“ პრაღაში მისამართზე Bělehradská 19, Praha 2 – Vinohrady – ში მდებარეობს. ვინც პრაღას კარგად იცნობს, უთუოდ ეცოდინება, რომ ეს უბანი ცენტრიდან, ანუ ტურისტების საყვარელი ადგილიდან “სტარო მესტოდან“ მოშორებით მდებარეობს, თუმცა ამის მიუხედავად რესტორნის მყუდრო გარემოში მოსახვედრად არც დიდი დროა საჭირო და არც – ტრანსპორტის გამოცვლა. მეტროსადგურ „ნამესტი მირუდან“ ამოსულ ქვეითად მოსიარულეს „ერტონაში“ მისასვლელად ათი წუთი დასჭირდება, თუმცა ყველაზე მოსახერხებული #11 ტრამვია, რომლის გაჩერება Nuselské schody რესტორნის კიბიდან 10-15 მეტრში მდებარეობს.
„ერტონა“ სულ რაღაც სამი-ოთხი თვის წინ გაიხსნა და პრაღაში მცხორვებ ქართველებში უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს. მიუხედავად იმისა, რომ ხშირად მიწევს დიეტის დაცვა, ერთი თვის განმავლობაში უკვე სამჯერ მოვასწარი იქ წახემსება.
ავტორი: Kakha Mchedlidze | თემა: პრაღის შესახებ | თარიღი: 23-12-2009
2
საშობაოდ პრაღაში ბევრგან ეწყობა თევზის სახელდახელო ბაზრობები, სადაც ცოცხალ (პირდაპირი გაგებით), უზარმაზარ კობრებს ჰყიდიან. კორლოგრამი 80 მდე კრონი, ანუ დაახლოებით 4,5 დოლარი ღირს. თუ დამატებით 40 კრონსაც გადაიხდით იქვე გამოშიგნავენ და გაასუფთავებენ ლაყუჩების, ქერცლისა და სხვა უვარგისი ნაწილებისგან, რისთვისაც მარჯვე „პრაღელი მეთევზეები“ გამოიყენებენ წმინდა ინკვიზიციის შემდეგ უსარგებლოდ დარჩენილ ხელსაწყოებს: მარწუხებს, დანებსა და ათასგვარ კაუჭებს. ცოცხალი თევზის დამუშავება (ჯერ მოკვლა და მერე მისი დანაწევრება) არაა მსუბუქი სანახაობა. საშობაო სუფრაზე თევზის (ქრისტეს სიმბოლური სახის) მისატანად ჩეხებს ბევრი სისხლის, ლორწოს, ხროტინისა და სპეციფიკური სუნის ატანა უწევთ.
ავტორი: Kakha Mchedlidze | თემა: სიახლეები | თარიღი: 10-12-2009
2
ზამთარის ერთ ჩვეულებრივ დღეს, 7 დეკემბერს, პრაღაში კარლოსის ხიდზე სიცივით მობუზული ტურისტების დიდ ნაკადში შიშველი გოგონები გამოჩნდნენ. მათი სხეულები მოხატული იყო ნაირნაირფერებში, ძირითადად გველისა და ნიანგის ტყავის თუ კანის მსგავსად. ესენი ექსიბიციონისტები არ გეგონოთ, ესენი ორგანიზაცია PETA-ს აქტივისტები არიან.
ავტორი: Lord Vader | თემა: სხვადასხვა | თარიღი: 25-11-2009
0
41 წლის წინ ჩეხეთს რუსული ტანკები შეესივნენ, დღეს კი ჩეხეთს რუსი ქალები არიან შესეულნი. რუსულ ტანკებს გენერალი პავლოვსკი მეთურობდა, რუს ქალებს კი დიანა ივანოვა ხელმძღვანელობს, სააგენტო Najdi mě (“მიპოვნე”) ხელმღვანელი, რომელიც ჩეხებს რუსი ცოლების პოვნაში ეხმარება.
“რუსი ქალები ჩეხებს ჯობნიან იმით, რომ მათ ნამდვილი ოჯახის შექმნა სურთ და პატივს სცემენ ოჯახურ ფასეულობებს”, – ამბობს სააგენტოს ხელმძღვანელი.
ჯერ-ჯერობით დიანა ივანოვამ სამი ჩეხურ-რუსული წყვილი შექმნა… თუმცა ჯერ ისევ ელის ქორწილში დაპატიჟებას.
ავტორი: Kakha Mchedlidze | თემა: სიახლეები, სხვადასხვა | თარიღი: 17-11-2009
0