ავტორი: Kakha Mchedlidze | თემა: გასეირნება პრაღაში | თარიღი: 18-10-2008
1
ავტორი: Kakha Mchedlidze | თემა: გასეირნება პრაღაში | თარიღი: 17-10-2008
0
ავტორი: Kakha Mchedlidze | თემა: გასეირნება პრაღაში | თარიღი: 16-10-2008
0
ამინდის გაუარესების გამო ამ ორი დღის მანძილზე ძირითადად ვივაჭრე. არ გამიმართლა, ფასდაკლება თითქმის ვერსად ვიპოვე, ისე კი ფასები საკმაოდ იკბინება, განსაკუთრებით კრონასთან მიმართებაში ევროს და დოლარის გაუფასურების შემდეგ. მიუხედავად ამისა ჩემი საყვარელი სპორტული ფეხსაცმელი მაინც ვიყიდე – 1199 კრონად (ეს 93 ლარია) Power-ის ”ბოტასი”. 4 წლის წინ თურქეთში წასვლისას ბაზრობაზე ვითომ იაფასიანი სპორტულები ვიყიდე და 60 ლარი გადავაგდე. ”კენველოშიც” კარგი ჯინსები შევარჩიე და…
ეს რაც შეეხება ჩასაცმელს. აი საჩუქრების მხრივ კი ფანტასტიური მდგომარეობაა, ჩეხური ბროლის ნაკეთობები, სვაროვსკის თვლები, სხვადასხვა ნაკეთობები, სამკაულები…
აი მე ყველაზე მეტად რაც მიზიდავს სასმელებია. ბეჰეროვკა ბოთლის ზმის მიხედვით 100-დან 350 კრონამდე ღირს, ეს დაახლოებით 8-დან 27 ლარამდეა. ბეჰეროვკა იქეთ იყოს და ალკოჰოლის მაღაზიები სავსეა სხვადასხვა ფორმის ზომისა და ფერის აბსენტით
პრაღაში ეს ჰალუცინოგენშემცველი სასმელი აკრძალული არაა და ბევრი ტურისტი სწორედ აბსენტის დასალევად ჩამოდის აქ – 350-დან 500 კრონამდე ღირს. ჩემი ყურადღება მიიქცია კანაფის არაყმა, კანაფის ფოთლის გამოსახულებით, ზოგიერთ ბოთლში ფოთოლიც დევს, ზოგში კი კაკლებია მოთავსებული, რა თქმა უნდა სასმელთან ერთად. არასდროს დამილევია, უნდა გავსინჯო აუცილებლად, იმედია ”ტრუხა” არ იქნება
ავტორი: Kakha Mchedlidze | თემა: გასეირნება პრაღაში | თარიღი: 15-10-2008
0
მოკლედ რომ დავჯექი ძალიან სანტერესო დღის ამბების დასაწერა აღმოჩნდა რომ ვებსაიტი აღარ მუშაობს
ადმინისტრატორს, ამერიკელ ანდრეის რაღაც არ მოწონებია პროგრამულ კოდებში და მთელი სერვერი გაუთიშავს. მას შემდეგ ვზივარ და პრაღაზე წერის ნაცვლად სერვერიდან სერვერზე გადამაქვს ფაილები. მესამე დღის ამბებს ხვალ დავწერ…
მესამე დღის ამსახველი მოკლე ვიდეო:
[youtube=http://www.youtube.com/watch?v=Z41XPp0rfec]
ავტორი: Kakha Mchedlidze | თემა: გასეირნება პრაღაში | თარიღი: 13-10-2008
0
[youtube=http://www.youtube.com/watch?v=IDYqaZcsYg8]
ეს მოკლე ვიდეო დღევანდელი გასეირნების შესახებ.
ავტორი: Kakha Mchedlidze | თემა: გასეირნება პრაღაში | თარიღი: 13-10-2008
0
გამარჯობა! გუშინ ინტერნეტი ვერ ჩავრთე და ამიტომ გუშინდელ შთაბეჭდილებებს დღეს დავწერ.
თუ არ ჩავთვლით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ”განცდილს” (ჩასხდომის წინ სასაჩუქრე ღვინო ჩამომართვეს) მშვენივრად ვიმგზავრეთ. აეროპორტიდან რომ გამოვედი ისეთი შეგრძნება მქონდა საკუთარ ქალაქში შევაბიჯე ფეხი. მცირედი აღელვებაც კი არ მიგრძვნია 4 წლის უნახავ ქალაქში მოხვედრის შემდეგ, შეიძლება ღამის თევის გამო.
ჯერ ავტობუსით შემდეგ კი მეტროთი სტარომესტკაზე მოვხვდი და სისხამ დილით ცარიელი ”სტარო მესტა ნამესნის” მოედანი ისე გადავკვეთე, რომ ერთი გიჟი ფოტოგრაფის მეტი არავინ მინახავს. შემდეგ ტინსკაც ვიწრო, ძველებური ქუჩა და ჩვენი აპარტამენტიც ვიპოვე.
პირველი დღე იმდენი ვიბოდიალეთ პრაღის ქუჩებში, რომ საღამოს 8-ზე სახლში დასავენებლად შესულს ისე ჩამეძინა რომ გათენება ძლივს გავიგე.
ავტორი: giorgi | თემა: სხვადასხვა | თარიღი: 08-10-2008
27
სამწუხაროდ ქართული ინტერნეტის სივრცეში ფაქტიურად არ არსებობს ვებგვერდი (გარდა mypraha. ) ჩეხეთისა და მისი მშვენიერი დუდაქალაქის შესახებ. როდესაც აღნიშნული ვებგვერდი აღმოვაჩინე სიამოვნებით გავეცანი მას და დღემდე დიდი სიამოვნებით ვკითხულობ ყველა იმ ინფორმაციას (პოსტი), რომელიც მოგვითხრობს ჩეხეთისა და მისი დედაქალაქის შესახებ.
მოკლედ მოგახსენებთ იმ მიზეზების შესახებ, რამაც მიბიძგა დამეწერა წინამდებარე „პოსტი“. ცოტა ხნის წინ სურვილი გამიჩნდა უფრო ახლოს გავცნობოდი ჩეხურ ენას და მისი გაცნობის შემდეგ გადავწყვიტე შემესწავლა იგი. ინტერნეტის მეშვეობით მოვახერხე მომეძიებინა (გადმოვქაჩე) ჩეხური ენის შემსწავლელი წიგნის ელექტრონული ვერსია.
ავტორი: Lord Vader | თემა: პრაღის შესახებ | თარიღი: 03-10-2008
3
სწორედ ასე დაახასიათა ინგლისის (გაერთიანებული სამეფოს) პრემიერ-მინისტრმა ნევილ ჩემბერლენმა ჩეხოსლოვაკია, როდესაც 1938 წელს ჰიტლერს სუდეტის ოლქის ანექსიაზე შეუთანხმდა.
მესამე რეიხის პრეტენზიები ჩეხოსლოვაკიის შემადგენლობაში მდებარე სუდეტის ოლქზე „გამყარებული“ იყო ყველა იმ „არგუმენტით“, რომელიც დღეს რუსეთის მხრიდან გვესმის აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ მიტაცების დასასაბუთებლად – მათ შორის საკუთარი მოქალაქეების მითიური საფრთხისგან დაცვის უფლებით – 1938 წელს ამ არგუმენტებმა გაჭრა.
ავტორი: Kakha Mchedlidze | თემა: სიახლეები | თარიღი: 29-09-2008
2
ბევრი ფიქრობდა რომ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტში ოფიციალური პრაღა მოსკოვის მხარეს დაიკავებდა ან პასიურ პოზიციას აირჩევდა. ასე არ მოხდა, ჩეხებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ მათთვის მთავარი თავისუფლების იდეალებია და არა სლავური ნათესაობა თუ ”შავი ოქრო” ან ”სუნიანი გაზი”.
გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლისას ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა კარელ შვარცენბერგმა მკაცრად გააკრიტიკა რუსეთის ბოლოდროინდელი პოლიტიკა საქართველოს მიმართ. შვარცენბერგმა აღნიშნა, რომ რუსეთი მიზნად ისახავდა საქართველოს დანაწევრებასა და მისი ორი რეგიონის მიერთებას.
ავტორი: Kakha Mchedlidze | თემა: სიახლეები | თარიღი: 21-09-2008
0
ჩეხეთის პრემიერი მირეკ ტოპოლანეკი ევროკავშირს საქართველოსთვის მეტი თანხის გამოყოფას სთხოვს.
ესპანური მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში მირეკ ტოპოლანეკმა აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში, თუ მეტ ყურადღებას არ გამოიჩენს, ევროკავშირმა შესაძლოა ნავთობითა და გაზით მომარაგების ალტერნატიული გზა დაკარგოს.
ტოპოლანეკი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შეცდომებზეც საუბრობს და ამბობს, რომ ნატო–მ არასწორი ნაბიჯი გადადგა, როდესაც საქართველოსა და უკრაინას MAP-ის მინიჭებაზე უარი უთხრა.