ჰაველი “ხავერდოვან რევოლუციას” იხსენებს

ავტორი: Kakha Mchedlidze | თემა: სიახლეები | თარიღი: 16-11-2009

0

რადიო ”თავისუფლების” კორესპონდენტებთან საუბარში 1989 წლის მოვლენების მთავარი ინსპირატორი რევოლუციის ზოგიერთ საინტერესო ასპექტს შეეხო.

ჟიჟკოვის ტელეკოშკი

ავტორი: Kakha Mchedlidze | თემა: გასეირნება პრაღაში, პრაღის შესახებ | თარიღი: 19-10-2009

2

zizkov_tvთანამედროვე ჩეხური არქიტექტურისა და დიზაინის ერთ-ერთი ნიმუში. ნაწილს არ მოწონს, ნაწილს უცნაურად ეჩვენება, ნაწილს კი ძალიან მოსწონს, ამ უკანასკნელთა შორის ვარ მეც. მომწონს ინჟინრული გადაწყვეტილებისა და დიზაინის გამო. თუ თბილისის ტელეანძა მთაზეა აღმართული და ამით აღწევს სასურველ ეფექტს, ჟიჟკოვის ტელეანძა პრაღის ერთ-ერთ ცენტრალურ რაიონში, ჟიჟკოვში, პირდაპირ საცხოვრებელ სახლებს შორისაა. მიუხედავად ამისა ის პრაღის თითმის ყველა სახურავიდან მოსჩანს და თავად ტელეკოშკიდან პრაღის უმშვენიერესი ხედები იშლება.

ჟიჟკოვის ტელეკოშკის სიმაღლე 216 მეტრს აღწევს. მისი მშენებლობა კომუნისტურ ჩეხოსლოვაკიაში 1985 წელს დაიწყეს და თავისუფალი ჩეხეთის გარიჟრაჟზე 1992 წელს დაასრულეს.

ჩეხეთის პარლამენტმა საქართველოზე დადგენილება მიიღო

ავტორი: Kakha Mchedlidze | თემა: სიახლეები | თარიღი: 12-10-2009

0

SchuzeSenatuჩეხეთის რესპუბლიკის სენატმა 8 ოქტომბერს საქართველოში შექმნილი მდგომარეობის შესახებ იმსჯელა და დადგენილება მიიღო.

ჩეხეთის პარლამენტი:
1. აუცილებლად მიიჩნევს, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებს რომლებიც ასრულებენ სამშვიდობო და ჰუმანტარულ მისიას, მიეცეთ საშუალება შეაღწიონ ოკუპირებულ ტერიტორიებზე;
2. სენატი ხაზგასმით აღნიშნავს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესრულების აუცილებლობას, რაც, პირველ რიგში, გულისხმობს საქართველოს ტერიტორიის დეოკუპაციას და საჯარისო შენაერთების დაბრუნებას ომამდელ პოზიციებზე;
3. ჩეხეთი მხარს უჭერს საქართველოს მოთხოვნას, რათა საქართველოს მოქალაქეებს მიეცეთ საშუალება თავისუფლად გადაკვეთონ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის შიდა ადმინისტრაციული საზღვრები;
4. პარლამენტი აუცილებლად მიიჩნევს დევნილების ღირსეულ დაბრუნებას აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში;
5. ჩეხეთს მიუღებლად მიაჩნია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების მცდელობა.

“ევროპა მხარში უნდა ამოუდგეს საქართველოს”

ავტორი: Kakha Mchedlidze | თემა: სიახლეები | თარიღი: 22-09-2009

0

Vaclav Havelვაცლავ ჰაველმა და მისმა თანამოაზრეებმა, მეგობრებმა საქართველოს მხარდამჭერი სტატია გამოაქვეყნეს ბრიტანეთის მემარცხენე-ლიბერალურ გაზეთ “გარდიანში

იმ დროს, როცა ევროპა იხსენებს რიბენტროპ-მოლოტოვის 1939 წლის პაქტისა და მიუნხენის 1938 წლის შეთანხმების სამარცხვინო ამბებს, და ამავე დროს, 1989 წელს ბერლინის კედლისა და რკინის ფარდის რღვევის თარიღის აღსანიშნავად ემზადება, გონებაში გვებადება ერთი კითხვა: ვისწავლეთ კი ისტორიის გაკვეთილები? ან, სხვაგვარად თუ ვიტყვით: შეგვწევს კი უნარი, თავიდან ავიცილოთ იმ შეცდომების გამეორება, რომლებიც შავ ლაქად აცხია მეოცე საუკუნეს?

”ლაშარი” პრაღაში

ავტორი: Kakha Mchedlidze | თემა: სიახლეები, სხვადასხვა | თარიღი: 22-09-2009

1

lashariპრაღაში სასულიერო მუსიკის მეთვრამეტე ფესტივალი “წმინდა ვაცლავის დღესასწაული” მიმდინარეობს. ძნელი სავარაუდო არ უნდა იყოს, რომ ფესტივალზე ქართველების გამოჩენას ყველას აღფრთოვანება – გაოცება მოჰყვა. ქართულმა ანსამბლმა “ლაშარი” კვირას პრაღაში წმინდა აპოსტოლების სიმონისა და იუდას ტაძარში იმღერა და არა მარტო იმღერა.

ტაძარი ხალხით გაივსო. პრაღელი მასპინძლები აღნიშნავდნენ, ალბათ კარგი ინფორმაციისთვის დამახასიათებელია სწრაფად გავრცელებაო. თავდაპირველად დაგეგმილი იყო, რომ “ლაშარს” ფესტივალზე მხოლოდ საეკლესიო სიმღერები უნდა შეესრულებინა. მაგრამ ანსამბლის ერთ-ერთ წევრს ვიზა არ მისცეს და იძულებული გახდნენ პროგრამა შეეცვალათ და ხალხური სიმღერებიც ემღერათ.

დიადი რუსი ჯუჯა

ავტორი: Lord Vader | თემა: სხვადასხვა | თარიღი: 15-09-2009

0

By Petra Procházková

Respekt, September 13, 2009

Trpaslík obrem

ეჰ, ძნელი საქმე ყოფილა, მუდამ პირველი და ყველაზე უკეთესი იყო.

აი, ხრუშჩოვის დროს საბჭოთა კავშირმა 100 მილიონი ტროტილის ძალის ბომბი შექმნა. რუსებამდე ეს ვერვინ მოახერხა. ბომბი 1,6 ათასი კვადრატული მეტრი ფართობის უზარმაზარ პარაშუტს გამოაბეს და თვითმფრინავიდან გადმოაგდეს. მანამდე ასეთი რამ თავშიაც კი არვის მოსვლია. ხუმრობა ხომ არაა, ამ პარაშუტიდან 12 მილიონი ქალის წინდა შეიკერებოდა.

ევროპაში ყველაზე მაღალი ცათამბჯენიც მოსკოვში უნდა აშენებულიყო, თუმცა კრიზისმა ის რამდენიმე სართულით დაადაბლა. მაგიერ, რუსებს მსოფლიოში ყველაზე დიდი კოსმოსური ხომალდი – „ბურანი“ ქონდათ, მართალია ის მხოლოდ ერთხელ აიჭრა ზეცაში, მაგრამ რა ვუყოთ მერე.

ქართული სამზარეულოს ელჩი

ავტორი: Kakha Mchedlidze | თემა: გასეირნება პრაღაში, პრაღის შესახებ | თარიღი: 12-09-2009

1

ეკა ქევანიშვილი ”რადიო თავისუფლება

პრაღის ხიდები

ავტორი: Kakha Mchedlidze | თემა: გასეირნება პრაღაში, პრაღის შესახებ | თარიღი: 18-08-2009

3

ხიდებიპრაღას ოქროს ქალაქის, ევროპის დეფალისა თუ სხვა მეტსახელების გარდა ხიდების ქალაქსაც უწოდებენ. პრაღის უძველეს უბნებს, რომლებიც მდინარე ვლტავის ორივე მხარესაა განლაგებული, რამდენიმე ლამაზი და ისტორიული ხიდი აკავშირებს. ხიდების რაოდენობა იმდენად დიდია, რომ ყველა მათგანზე საუბარი ერთ სტატიაში არ მოთავსდება და საკმაოდ შრომატევადი საქმეცაა. ამიტომ მხოლოდ ორიოდე ხიდის აღწერას შევეცდები. ერთერთი მთავარი ხიდის ”კარლოსის ხიდის” (კარლოვ მოსტი) შესახებ ამ ბლოგის შექმნისას დავწერე. ამ ულამაზესი ისტორიული ქმნილების ორივე მხრიდან შედარებით ახალი ხიდებია აგებული. ”ლეგიონების ხიდი” (ლეგიე მოსტი) და მანესის ხიდი (მოსტ მანესა).

ბექა გოჩიაშვილმა პრაღაში დაუკრა

ავტორი: Kakha Mchedlidze | თემა: სიახლეები | თარიღი: 31-07-2009

2

პრაღაში საქართველოს საელჩომ რუსეთ-საქართველოს ომის წლისთავის აღსანიშნავი საღამო მოაწყო. კონცერტზე დაუკრა 13 წლის პიანისტმა ბექა გოჩიაშვილმა და მისმა მენტორმა და კოლეგამ – ქართული ჯაზის ლეგენდამ, კონტრაბასისტმა თამაზ ყურაშვილმა. რადიო ”თავისუფლებამ” ბექა გოჩიაშვილის კონცერტის შესახებ ეს ვიდეო და რადიო სიუჟეტი მოამზადა.

ნუ გაგვცვლით რუსეთზე!

ავტორი: Lord Vader | თემა: სხვადასხვა | თარიღი: 18-07-2009

2

ღია წერილი ობამას.

ვაცლავ ჰაველმა და 21-მა სხვა აღმოსავლეთ ევროპელმა პოლიტიკოსმა და პოლიტოლოგმა მოუწოდეს აშშ-ის პრეზიდენტ ობამას, არ გადატვირთოს ურთიერთობები რუსეთთან იმგვარად, რომ ამან ამერიკის აღმოსავლეთ ევროპელი მოკავშირეები დააზარალოს.

წერილის ავტორთა აზრით (რომელთა შორისაც არიან ვაცლავ ჰაველი, ლეხ ვალენსა, ალექსანდრ კვასნევსკი, მარტ ლაარი,ვალდას ადამკუსი, ვაირა ვიკე ფრაიბერგა, ემილ კონსტანტინესკუ, მიხალ კოვაჩი, მატიაშ ეორში და სხვები), რუსეთი რევიზიონისტული სახელმწიფოა, რომელიც 21-ე საუკუნის ტაქტიკასა და მეთოდებს იმისთვის იყენებს, რომ მე-19 საუკუნის გეგმები აღასრულოს.