1989 წლის 26 ნოემბერს პრაღაში მანიფესტაციაზე 800 ათასი კაცი შეიკრიბა

ავტორი: Kakha Mchedlidze | თემა: სიახლეები | თარიღი: 26-11-2007

1

1989 წლის 26 ნოემბერს, პრაღაში, ”ლეტენსკის” ველზე, ”სამოქალაქო ფორუმის” მანიფესტაციაზე 800 ათასი მოქალაქე შეიკრიბა. მიტინგი პირდაპირ ეთერში გადასცა ჩეხოსლოვაკიის ტელევიზიამ. შეკრებილების წინაშე სიტყვით გამოვიდა ვაცლავ ჰაველი. ვაცლავის მოედანზე დემონსტრაციის დარბევისთვის ხალხს ბოდიში მოუხადა სამმა პოლიციელმა. სიტყვით გამოვიდა ჩეხოსლოვაკიის მთავრობის თავმჯდოამრე, ლადისლავ ადამეცი. ის პირველი კომუნისტი იყო, რომელიც ოპოზიციასთან დიალოგს დათანხმდა. თუმცა მისმა სიტყვებმა დემონსტრანტები კიდევ ერთხელ დაარწმუნა, რომ კომუნისტური პარტია ქვეყნის რეფორმირებას ვერ განახოეციელებდა.

DJ Tiesto პრაღაში

ავტორი: Kakha Mchedlidze | თემა: სხვადასხვა | თარიღი: 24-11-2007

0

პრაღა 2007 წლის 24 ნოემბერი, დი-ჯეი ტიესტო ”ტი-მობაილ არენაზე”

რადიო ”თავისუფლება” – ჩემი სამსახური

ავტორი: Kakha Mchedlidze | თემა: პრაღის შესახებ | თარიღი: 21-11-2007

1

”რადიო თავისუფალი ევროპა/ რადიო თავისუფლება” ახალ შტაბბინაში გადავიდა, ისევ პრაღაში, ოღონდ ვაცლავის მოედნიდან მოშორებით. ძველი შენობა პრაღის მუზეუმს გადაეცა. ახალი შენობა თანამედროვე საინფორმაციო საშულების სტანდარტების შესაბამისად აიგო და იქ მუშაობა ერთი სიამოვნებაა :)

არის თუ არა საახალწლოდ პრაღის სასტუმროებში თავისუფალი ნომრები

ავტორი: Kakha Mchedlidze | თემა: სიახლეები | თარიღი: 19-11-2007

0

Hotel Europeამ დღეებში ჩეხეთის საინფორმაციო საშუალებებმა გაავრცელეს ცნობები, რომ ახალი წლის დღეებისთვის პრაღაში თითქმის ყველა სასტუმროს ნომერი დაჯავშნულია. იგივეს ამბობენ ტურისტული სააგენტოებიც. რადიო ”პრაღის” კორესპონდენტებმა მცირე კვლევა ჩაატარეს და დარწმუნდნენ, რომ სასტუმროების დიდ ნაწილში ნომრის შოვნა შესაძლებელია. მათი აზრით პრობლემას მცირე ზომის ტურისტული სააგენტოები ქმნიან, რომლებიც ცდილობენ ძვირად გაასაღონ სასტუმროს ნომრები. 

საახალწლოდ პრაღაზე დიდი მოთხოვნილებაა, მაგრამ როგორც დიდი ტურისტული კომპანიები ირწმუნებიან სამ ვარსკვლავიან, დაბალფასიან სასტუმროებში თავისუფალი ნომრები, ასევე 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების ლუქსები, მაინც იქნება.

ფრანც კაფკა

ავტორი: Kakha Mchedlidze | თემა: ცნობილი პრაღელები | თარიღი: 17-11-2007

7

Franz Kafkaფრანც კაფკა, მე-20 საუკუნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გერმანულ-ენოვანი მწერალი და ნოველისტი, რომლის ნაშრომთა უმრავლესობის გამოქვეყნება მხოლოდ ავტორის გარდაცვალების შემდეგ მოხერხდა. მისი უნიკალური წერის სტილი დღემდე იპრყობს კრიტიკოსთა და მკითხველთა განსაკუთრებულ ინტერესს.

ფრანც კაფკა დაიბადა 1883 წლის 3 ივლისს ქალაქ პრაღაში. მამა – ჰერმან კაფკა ებრაელი წარმოშობის ჩეხი. დედა – იულია კაფკა. ჰყავდა ორი ძმა და სამი და. ორივე ძმა გარდაიცვალა მანამ, სანამ მწერალს შეუსრულდებოდა 6 წელი. 1889–1993 წლებში კაფკა სწავლობდა გერმანულენოვან დაწყებით სკოლაში, ამის შემდეგ იგი გადავიდა გიმნაზიაში, რომელიც 1901 წელს დაამთავრა. პრაღის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, კაფკა ღებულობს სამართლის დოქტორის ხარისხს და მუშაობას იწყებს სადაზღვევო ფირმაში, რომელშიც ცხოვრების ბოლომდე მუშაობდა.

1989 წლის 17 ნოემბერს პრაღაში ხავერდოვანი რევოლუცია დაიწყო

ავტორი: Kakha Mchedlidze | თემა: სიახლეები | თარიღი: 17-11-2007

0

ხავერდოვანი რევოლუციაიმ დღეს პრაღაში პოლიციამ დაშალა სტუდენტების სანქცირებული მიტინგი. ხელისუფლებამ პირველად მიმართა ძალადობას არამხოლოდ დისიდენტების, არამედ ახალგაზრდების მიმართ. დაუზუსტებელი ინფორმაციით ამ დღეს პოლიციამ თითქოს ერთი სტუდენტი მოკლა. ამ ფაქტით აღშფოტებულთა შეჩერება უკვე შეუძლებელი იყო, თუმცა კი გაირკვა რომ მსხვერპლი არ ყოფილა.

ამ პროცესების შედეგად მაშინდელ ”ჩეხო-სლოვაკიის კონფედერაციაში” კომუნისტური მმართველობა დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლებით შეიცვალა და ჩეხეთი და სლოვაკეთი ცალ-ცალკე სახელმწიფოებად ჩამოყალიბდა.

17 ნოემბერი კიდევ ერთი მოვლენის გამოა მნიშვნელოვანი. 1939 წელს ნაცისტების შეიჭრნენ ჩეხეთის ყველა უნივერსიტეტში. დაპატიმრებული იქნა ასობით სტუდენტი. ამ დღის შემდეგ ყველა უმაღლესი სასწავლებელი დახურული იყო მეორე მსოფლიო ომის დამთავრებამდე. 

ყველაზე დიდი დისკოთეკა ცენტრალურ ევროპაში

ავტორი: Kakha Mchedlidze | თემა: პრაღის შესახებ | თარიღი: 15-11-2007

2

კარლოვი ლაზნიკარლოვი ლაზნი http://www.karlovylazne.cz - ასე ჰქვია ცენტრალურ ევროპაში ყველაზე დიდ მუსიკალურ კლუბს. ხუთი სართული სხვადასხვა სტილის მუსიკისთვის, აქედან ორი ყოველდღე ფუნქციონირებს. შესვლა იაფი - 120 კრონი, ეს სადღაც 11 ლარია.

გარედან უჩვეულო სანახავია, ძველი ისტორიული შენობა, ადრე აქ აბანოები ყოფილა, სოციალიზმის დამხობის შემდეგ მიუტოვებიათ და ოდნავ მოგვიანებით, 1999 წელს მუსიკალურ კლუბად გადაკეთდა. კარლოსის ხიდის გვერდითაა.

შესვლისას დაცვა მსუბუქად გამოწმებს, რიგებიც მინახავს შესვლისას, იქვე აბარებ ზედმეტ ტანსაცმელს და მერე სვი, იცეკვე და ილაზღანდარე რამდენიც გინდა. შესასვლელ ბილეტში შედის საუკეთესო დიჯეების მიქსები და კომპიუტერი ინტერნეტითურთ, ასევე კიდევ რამდენიმე სათამაშო ხელსაწყო… ლუდი, რა თქმა უნდა ”სტაროპრამენი” 30 კრონი ღირდა ბაკალი ესე 1 ევროა, ლარებში 2 და რაღაცა.

პრაღაში საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაძვირდა

ავტორი: Kakha Mchedlidze | თემა: პრაღის შესახებ | თარიღი: 13-11-2007

1

ბილეთიბოლო დროს პრაღის მეტროთი ტრამვაითა და ავტობუსით მგზავრობა გაძვირდა და ამ მომენტისთვის 20 კრონის ტოლია (1.20 აშშ დოლარი). ამ თანხით შესაძლებელია ქალაქში მოძრაობა 75 წუთის მანძილზე, შესაძლებელია ტრანსპორტის ერთი სახეობიდან მეორეზე გადაჯდომა და სხვადასხვა სადგურებზე ცამოსვლა და ასვლა.

რა დრო იყო… 3 წლის წინ ჩემი იქ ყოფნისას 8 კრონიანი ბილეთებით დავძვრებოდი.

პრაღის ხელისუფლებას ძირითადი ბილეთის ფასის 30 კრონამდე გაზრდის სურვილი ჰქონდა, მაგრამ საბოლოოდ კომპრომისული ვარიანტის სახით გადაწყდა ტრანსპორტის ღირებულების 26 კრონამდე გაზრდა. მერმა თქვა საზოგადოებრივი ტრანსპორტი თუ კიდევ გაძვირდა ხალხი მანქანებზე გადაჯდება და ქალაქის გზებზე ვითარება კიდევ უფრო გაუარესდებაო.

ლაპარაკია პრაღის მეტროში ისეთი ბარიერების დადგმაზე როგორებიც ჩვნთან დგას, რადგან კეთილსინდისიერი მგზავრების რიცხვმა, რომლებიც ბილეთის საფასურს იხდიან, სულ უფრო იკლოო.

პრაღის მეტრო

ავტორი: Kakha Mchedlidze | თემა: პრაღის შესახებ | თარიღი: 12-11-2007

4

ნამესნი მირუმეტროში პრაღაში ჩაფრენისთანავე მოვხვდი, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი კოლეგა აეროპორტში ავტომობილით დამხვდა. ქალაქში როგორც კი შევედით სადღაც კუთხეში მანქანა გააჩერა და მეუბნება ახლა მეტროში უნდა ჩავიდეთო. გამიკვირდა, ასე მითხრა სამსახურშიც მეტროთი დავდივარ, რადგან ქუჩები ყოველთვის გადატვირთულია და მანქანის გაჩერებაც ძალიან ძვირი ღირსო.

ჩეხეთის დედაქალაქში მოხდა შეტაკებები ნეონაცისტებსა და ანარქისტებს შორის

ავტორი: Kakha Mchedlidze | თემა: სიახლეები | თარიღი: 10-11-2007

0

police dogპრაღაში მოხდა შეტაკებები ნეონაცისტებსა და ანარქისტებს შორის. 10 ნოემბერს როგორც ერთნი, ისე მეორენი, პრაღის ქუჩებში გამოვიდნენ, რათა მონაწილეობა მიეღოთ წინასწარ დაგეგმილ სახალხო სვლებში ე.წ. “ბროლის ღამის” მორიგი წლისთავის აღსანიშნავად (“ბროლის ღამედ” იწოდება ებრაელთა მასობრივი დარბევა გერმანიასა და ავსტრიაში 1938 წელს). ნეონაცისტებისა და ანარქისტების შეტაკება მას შემდეგ დაიწყო, რაც ერთ-ერთმა ნაცისტმა გაზის პისტოლეტით დაჭრა ახალგაზრდა მამაკაცი. ჩეხეთის პოლიციის ცნობით, დაკავებულ იქნა 250-მდე პირი.