”სლევა” – ფასდაკლება

ავტორი: Kakha Mchedlidze | თემა: სიახლეები | თარიღი: 28-12-2007

4

Slevaსაშობაო დღესასწაულის შემდეგ პრაღის მაღაზიებში არნახული ფასდაკლებაა :) ფასები, მაღაზიების დიდ ნაწილში, 25-დან 75 პროცენტამდე შემცირდა. ძირითადად გაიაფდა ზამთრის ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, სათამაშოები, ელექტრონიკა და კოსმეტიკა.

ეს ნამდვილი ფასდაკლებაა, არა ისეთი თბილისში რომ იცის. ახლაც კი მაცვია ”სლევაზე” 4 წლის წინ ”კენველოში” 100 კრონად (2-3 კათხა ლუდი) ნაყიდი მაისური :)

როგორ აღნიშნავს პრაღა შობის დღესასწაულს

ავტორი: Kakha Mchedlidze | თემა: პრაღის შესახებ, სიახლეები | თარიღი: 26-12-2007

5

ნაძვის ხე ნამესნი მირუს მოედანზე25 დეკემბრის პრაღა უჩვეულოდ ცარიელია, მაღაზიების უმრავლესობა დახურულია და ცენტრალურ მოედანზეც კი კანტიკუნტად დადის ხალხი. ისეთი შეგრძნებაა თითქოს ქალაქის მოსახლეობა სადღაც გაიხიზნა. ნაწილობრივ ასეცაა. შობის დღესასწაულს პრაღელების უმრავლესობა ქალაქგარეთ, სოფლებში და აგარაკებზე, ოჯახურ წრეში ხვდება. ტრადიციისამებრ საშობაო სუფრაზე მოხარშული თევზი, თევზის სუპი და კარტოფილის სალათა ჭარბობს. სპეციალური ჯიშის დიდი ზომის ცოცხალ თევზებს 25 დეკემბრამდე პრაღის ქუჩებში პირდაპირ აკვარიუმებიდან ყიდიან. გარემოსდამცველები ხშირად აპროტესტებდნენ ამ ტრადიციას.

”რუჟინე” – ყველაფერი ტურისტებისთვის

ავტორი: Kakha Mchedlidze | თემა: პრაღის შესახებ, სიახლეები | თარიღი: 23-12-2007

2

რუჟინეპრაღის საერთაშორისო აეროპორტის ”რუჟინე”-ს ადმინისტრაციამ გადაწყვიტა, მომავალი წლიდან, აეროპორტში ექსკურსიები მოაწყოს და მსურველებს აკრძალული ადგილები დაათვალიერებინოს. ასე რომ აეროპორტის სტუმრებს საშუალება ექნებათ შეიჭყიტონ კულისებში, იქ სადაც ადრე უბრალო ადამიანის მოხვედრა წარმოუდგენელი იყო, დაათვალიერონ აეროპორტის სამუშაო სივრცე, ახლოდან დააკვირდნენ თვითმფრინავებს, რამდენიმე ათეული მეტრიდან უყურონ საჰაერო ხომალდების აფრენა-დაფრენას და…

პრაღის აეროპორტი სიდიდით მეორეა მთელს ცენტრალურ ევროპაში. ”რუჟინემ” წელს 20 მილიონზე მეტი მგზავრი მიიღო. ახლახანს აეროპორტმა მომსახურების ტაქსა 22 ევრომდე გააძვირა, ინფლაციისა და ფასების ზრდის გამო.

პრაღის ცენტრში უფრო სუფთა ჰაერი იქნება

ავტორი: Kakha Mchedlidze | თემა: პრაღის შესახებ | თარიღი: 21-12-2007

0

WCვაცლავკას და პოლიტპატიმრების ქუჩას ერთი პატარა, გრანიტის ქვაფენილით მოკირწლული და თეთრი მარმარილოთი მოპირკეთებული, კლასიკური არქიტექტურის შენობებიანი ქუჩა აკავშირებს. პრაღაში პირველად, 2000 წელს ვიყავი და მაშინ ამ ქუჩაზე გავლა ხშირად მიწევდა. სულ მიკვირდა რატომ იყო ძვირადღირებული მაღაზიის მარმარილოს კედლების ქვედა ნაწილი ბინძური და რატომ იდგა ცუდი სუნი…

ოთხი წლის შემდეგ ამ ქუჩაზე კიდევ ერთხელ მოვხვდი, მაგრამ ისიც ისეთივე სუფთა აღმოჩნდა როგორიც სხვები. ამჯრად ვაცლავის მოედანზე, ამ სურათზე გამოსახული ფასიანი რამდენიმე ბიოტუალეტი შევამჩნიე, რაც ადრე არ იყო.

21 დეკემბრიდან ჩეხეთი შენგენის ზონაშია

ავტორი: Kakha Mchedlidze | თემა: სხვადასხვა | თარიღი: 21-12-2007

0

დღეიდან ევროპის 24 ქვეყანას შორის მიმოსვლა უპასპორტოდ განხორციელდება. “შენგენის ხელშეკრუელბას კიდევ 9 სახელმწიფო შეუერთდა. ეს ქვეყნებია ჩეხეთი, პოლონეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, უნგრეთი, მალტა, ბალტიისპირეთის, სამი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა – ლატვია, ლიტვა და ესტონეთი. ამიერიდან მათ მოქალაქეებს შეულიათ, ევროპაში 4000 კილომეტრი საბუთის გარეშე გაიარონ, ესტონეთიდან პორტუგალიამდე. რაც შეეხება სტუმრებს, მათა შეუძლიათ შენგენის ვიზით იმოგზაურონ ევროპის ქვეყნებში, ოღონდ ევროპაში შესვლა იმ ქვეყნიდან უნდა განახორციელონ, რომლის საელჩოშიც აიღეს ვიზა.

ამ თემასთან დაკავშირებით იხ. რადიო ”თავისუფლების” რეპორტაჟი იმ ადგილიდან სადაც იკვეთება ჩეხეთის, პოლონეთისა და გერმანიის საზღვარი.

”ჩეხური ავიახაზები” პრაღა-თბილისის პირდაპირ ავიარეისის შეასრულებს

ავტორი: Lord Vader | თემა: სიახლეები, სხვადასხვა | თარიღი: 20-12-2007

18

ჩეხური ავიახაზები2008 წლის აპრილში CSA-ს თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაფრინდება.

ევროპის ერთ-ერთი უძველესი, იაფი და სანდო ავიაკომპანია ”ჩეხური ავიახაზები” (”CSA – Czech Airlines”) 1923 წლის 6 ოქტომბერს დაარსდა პრაღაში (დაფუძნებისას მისი ოფიციალური სახელწოდება იყო ”ჩეხოსლოვაკიის სახელმწიფო ავიახაზები”).

განათლება ჩეხეთში

ავტორი: Kakha Mchedlidze | თემა: სიახლეები | თარიღი: 19-12-2007

0

ფილოსოფიის ფაკულტეტიჩეხეთის საელჩო თბილისში აცხადებს კონკურსს 2008–2009 სასწავლო წლისათვის მედიცინის, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტების მეორე კურსის სტუდენტებისათვის.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელი პირობაა ინგლისური ენის ცოდნა.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ:
- ბიოგრაფია/CV (ინგლისურ და ქართულ ენებზე)
- აკადემიური მოსწრების ფურცლის ასლი (ქართულ ენაზე, შესაბამისი დეკანატის მიერ ბეჭდითა და ხელმოწერით დამოწმებული)

კარლოსის ხიდი

ავტორი: Kakha Mchedlidze | თემა: პრაღის შესახებ | თარიღი: 17-12-2007

7

კარლოსის ხიდიკარლოსის ხიდზე (Karlův most) ხშირად ვსეირნობდი. არარომანტიული ადამიანი ვარ, მაგრამ იქაურობის რომანტიკა, განსაკუთრებით დაბინდების შემდეგ, თავისით მიზიდავდა. ერთხელაც ზლაზვნით სიარულის დროს ქართველების ხმა შემომესმა. ”ზღაპარში ვართ, ზღა-პა-რშიიი!!!…” იმეორებდა აღტაცებული ქალბატონი ქართველების დიდი ჯგუფიდან. წამოვეწიე, მივესალმე და აღმოჩნდა, რომ ჯანდაცვის სამინისტროს დელეგაცია იყო. სურათის გადაღება მთხოვეს, გადავუღე, დავემშვიდობე და კარლოსის ხიდის ქანდაკებებით შექმნილ ზრაპარულ აურაში დამოუკიდებლად სამოგზაუროდ დავტოვე. 

წელს პრაღა კარლოსის ხიდის მშნებლობის დაწყებიდან 650 წლისთავს აღნიშნავს. ეს არის ყველაზე უძველესი ხიდი მდინარე ვლტავაზე და პრაღის სიმბოლოდაა ქცეული. ხიდის აშენება ჩეხმა მეფე კარლოს IV გადაწყვიტა და ასტროლოგების რჩევის მიხედვით ხიდის საფუძვლის პირველი ქვა 1357 წლის 5 საათსა და 51 წუთზე ჩაადუღაბეს.

პრაღის ტრამვაი

ავტორი: Kakha Mchedlidze | თემა: პრაღის შესახებ | თარიღი: 13-12-2007

5

ტრამვაიპრაღის ტრამვაი, ჩემი აზრით, პრაღის ისეთივე ღირშესანიშნაობაა, როგორიც მაგალითად ასტრონომიული საათი. ეს ორი რამ ძალიან ჰგავს ერთმანეთს. თქვენ იტყვით სად ასტრონომიული საათი და სად ტრამვაიო, მაგრამ ტრამვაი სწორედაც რომ ჰგავს - ის ასტრონომიული საათივით მუშაობს :)

ყველა გაჩერებაზე გამოკრულია გრაფიკი და სხვადასხვა მარშუტის ტრამვაი, ზუსტად იმ საათზე, წუთსა და წამზე შედის გაჩერებაზე როგორც ეგ გრაფიკშია აღნუშნული. გაჩერებიდან გაჩერებამდე სწრაფად მოძრაობს. ხარისხიანი რელსების წყალობით ჩახჩახის ხმა არ ისმის და არც აკვანივით ირწევა, შესაბამისად ქალაქში გადაადგილებისთვის პირდაპირ მისწრებაა.

ტომაშ მასარიკი

ავტორი: Lord Vader | თემა: ცნობილი პრაღელები | თარიღი: 11-12-2007

3

ტომაშ მასარიკიტომაშ გარიგ მასარიკი იყო ჩეხოსლოვაკიის დამოუკიდებელი სახელმწიფოს პირველი პრეზიდენტი.

ტომაშ გარიგ მასარიკი დაიბადა 1850 წლის 7 მარტს ქალაქ ხოდონინში (ჩეხეთი, მორავია, იმ დროისთვის ავსტრია-უნგრეთის იმპერიის ნაწილი) სწავლობდა ფილოსოფიას ბრნოს, ვენისა და ლაიფციგის უნივრსიტეტებში. 1882 წელს მიიწვიეს პრაღის უნივერსიტეტში პროფესორად.

პრაღაში ტომაშ მასარიკი დაუახლოვდა სტუდენტურ მოძრაობებს და აქტიურად ჩაერთო პოლიტკურ ცხოვრებაში. სხვადასხვა დროს ის თანამშრომლობდა ე.წ. ”სტაროჩეხებთან”, ადგილობრივ კონსერვატორებთან, შემდგომ ლიბერალ ”მლადოჩეხებთან”, არჩეული იყო თავისუფალი აზროვნების ნაციონალური პარტიის დეპუტატად ვენის პარლამენტში. მათთან განხეთქილების შემდეგ დაარსა სახალხო, შემდეგ კი პროგრესისტული პარტია და 1911 წელს კვლავ იქნა არჩეული ვენის პარლამენტში.