ავტორი: Kakha Mchedlidze | თემა: სიახლეები | თარიღი: 11-02-2008
5
8 თებერვალს, პრაღის ჰრადში, ჩეხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს ასარჩევად რესპუბლიკის კანონმდებლები შეიკრიბნენ, მაგრამ ქვეყნის პრეზიდენტის არჩევა 9 თებერვალსაც ვერ მოახერხეს. არჩევნების პირველ დღეს, პარლამენტის ორივე პალატის ერთობლივ სხდომაზე, 10 საათიანი დისკუსიის შემდეგ გამართულმა კენწისყრამ მხოლოდ ის გაარკვია, რომ არჩევნების მეორე ტურში გავიდნენ მოქმედი პრეზიდენტი ვაცლავ კლაუსი და სოციალ-დემოკრატი იან შვეინარი.
ავტორი: Kakha Mchedlidze | თემა: სიახლეები, სხვადასხვა | თარიღი: 03-02-2008
0
ორი თებერვლის საღამოს ჩეხმა ტელემაყურებლებმა სილამაზის დედოფალი აირჩიეს. ჩეხეთის მის 2008 გახდა ელიშკა ბუჩკოვა. კონკურსის ფინალი პრაღის აეროპორტის ”რუჟინეს” გასაფრენ ტერმინალში გაიმართა. ჟიურის თავმჯდომარეობდა და ჩეხეთის მის 2008 ტრიუმფალური ლენტით შემოსა ფრანგმა მსახიობმა ალენ დელონმა. კონკურსში გამარჯვებულმა ელიშკა ბუჩკოვამ 5 მილიონი ჩეხური კრონის საჩუქრები მიიღო. მხოლოდ გვირგვინი, რომელიც თავს დაადგეს ყველაზე ლამაზ ჩეხ გოგონას, ერთ მილიონ კრონაზე მეტადაა შეფასებული. სხვა მონაწილენი.
ავტორი: Kakha Mchedlidze | თემა: სიახლეები | თარიღი: 30-01-2008
0
ჩეხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის არჩევნები 8 თებერვალს გაიმართება. ჩეხეთის კონსტიტუციის თანახმად პრეზიდენტს პარლამენტი ირჩევს. პარლამენტში არსებული ვითარებიდან გამომდინარე გამარჯვებას მოქმედ პრეზიდენტს ვაცლავ კლაუსს უწინასწარმეტყველებენ. სოციოლოგიური სამსახურების მიერ ჩატარებული გამოკითხვების თანახმად კი ქვეყნის პრეზიდენტი ოპოზიციონერი კანდიდატი, სოციალ-დემოკრატი იან შვეინარი გახდებოდა პრეზიდენტს რომ საერთო სახალხო არჩევნების გზით ირჩევდნენ.
ავტორი: Kakha Mchedlidze | თემა: სიახლეები | თარიღი: 27-01-2008
2
”რადიო პრაღის” რუსულმა რედაქციამ შობის დღესასწაულის წინ გამოაცხადა კონკურსი და თავის რადიომსმენელებს საშობაო ტრადიციების, სიმღერებისა და სხვა შთაბეჭდილებების აღწერა თხოვა. რადიო პრაღის რუსულ რედაქციას ყველაზე მეტად თამილა გოგოლაძის წერილი მოეწონა, რომელმაც სპეციალური პრიზი მიიღო. ვულოცავ მას ამ წარმატებას! აქვე გთავაზობთ მის წერილს.
ავტორი: Kakha Mchedlidze | თემა: პრაღის შესახებ, სხვადასხვა | თარიღი: 18-01-2008
1
ახლახანს, პრაღა 9-ის რაიონულმა სასამართლომ დაადგინა, რომ დედაქალაქის აღმოსავლეთ გარეუბანში მდებარე სასახლე ”კოლოდეი” მისი ყოფილი მესაკუთრის შთამომავალს ვიტეზსლავ კუმპერას დაუბრუნდება.
შენობა და მამულები მის მესაკუთრეს 1948 წელს ჩამოართვეს, ჩეხეთის გაწითლების შემდეგ, ე.წ. ბენეშის დეკრეტების საფუძველზე. ამ სასახლის უკანასკნელი მფლობელი იყო ანტონინ კუმპერა, რომელმაც ”გაკულაკების” შემდეგ ჩეხოსლოვაკია დატოვა და ბრაზილიაში, ემიგრაციაში ცხოვრობდა.
კუმპერას შთამომავალმა დაამტკიცა, რომ ”კოლოდეის” ნაციონალიზაცია უკანონოდ განხორციელდა. მან უკვე პრაღის ცენტრში, სასამართლოს გზით, სახელმწიფოსგან რამდენიმე ობიექტი დაიბრუნა. აღნიშნული სასახლე იმითაა მნიშვნელოვანი, რომ მასში ჩეხეთის მთავრობის სხდომები ტარდება.
ავტორი: Kakha Mchedlidze | თემა: პრაღის შესახებ, სხვადასხვა | თარიღი: 14-01-2008
8

დალევდით ლუდს ახლა, -10 გრადუსიან ყინვაში? ვერასდროს წარმოვიდგენდი თუ ასეთ ყინვაში ლუდს დავლევდი, მიუხედავად იმისა რომ ლუდის დიდი მოყვარული ვარ. მაგრამ ჩეხური ლუდი ისეთია, თანაც პრაღულ ატმოსფეროში, რომ სიცივეს დაგავიწყებს, ისევე როგორც შუა ზაფხულში სიცხეს.
პრაღა და საერთოდ ჩეხეთი ლუდის ნამდვილი ”სამოთხეა”, პრაღაში ლუდი უფრო იაფი ღირს, ვიდრე ბოთლში ჩამოსხმული წყალი
ჩეხები თურმე ბავშვების ჩათვლით, წლის მანძილზე საშუალოდ 160 ლიტრ ლუდს მიირთმევენ. პრაღას ბევრი ტურისტი სტუმრობს ლუდის დასაგემოვნებლად, შორეული იაპონიიდანაც კი. რამდენად საოცარიც არ უნდა იყოს, ლუდისთვის, გერმანელებიც კი ჩადიან პრაღაში. მახსენდება ერთი გერმანელი, ”რუსთავი 2”-ის კორესპონდენტის ნათია ბანძელაძის სიუჟეტიდან, რომელიც ამტკიცებდა, რომ ჩეხური ლუდი უფრო კარგია ვიდრე გერმანული.
პრაღაში ლუდს არამარტო სვამენ, ჭამენ კიდეც
ლუდით სხვადასხვა კერძები მზადდება, რომელთა რეცეპტების წერით არ შეგაწყენთ, ისე ლუდით გაძღობაც შეიძლება. ჩეხები ირწმუნებიან რომ, მხოლოდ ლუდის სმით დანაყრებას ახერხებენ და ამ მეთოდს ჭარბი წონის შესამცირებლადაც იყენებენ.
ავტორი: Kakha Mchedlidze | თემა: პრაღის შესახებ | თარიღი: 11-01-2008
1

ავტორი: გიორგი გვახარია
ფოტო: დავით მესხი
ავტორი: Kakha Mchedlidze | თემა: ცნობილი პრაღელები | თარიღი: 04-01-2008
9
ბევრი ვიფიქრე რა დამეწერა ამ წინასაარჩევნო ისტერიის ფონზე და რადგან მთელი საქართველო პრეზიდენტის ძიების პროცესშია, გადავწყვიტე მითად ქცეულ პრეზიდენტზე ვაცლავ ჰაველზე მეამბნა.
ამ დღეებში საინფორმაციო საშუალებებმა ვაცლავ ჰაველის განცხადება გაავრცელეს. ჩეხეთის ყოფილი პრეზიდენტის განცხადებით 2009 წლის პირველ ნახევარში, როდესაც ჩეხეთი ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა იქნება, მან დიდი ყურადღება უნდა დაუთმოს ადამიანის უფლებებს. ”ახლა ჩვენ უტყვი მოწმე ვართ სამარცხვინო ქცევისა, როდესაც ევროკავშირი ადამინის უფლებათა ნაცვლად პრიორიტეტს ანიჭებს საკუთარ ეკონომიკურ ინტერესებს” - განაცხადა ჰაველმა. მან ასევე ჩეხეთის პოლიტიკოსებს მოუწოდა, რომ მომავალ წელს ყურადღება გაამწვავონ ევროკავშირის შემდგომი გაფართოების შესაძლებლობაზე.
ამ განცხადებიდანაც კარგად ჩანს, რომ ვაცლავ ჰაველს ადამიანის უფლებებისთვის ბრძოლა ”ხავერდოვანი რევოლუციიდან” 19 წლის შემდეგაც არ შეუწყვეტია და მისთვის, ბუნებრივი აირის სტაბილურ მიწოდებაზე მაღლა პიროვნების თავისუფლებები და თანასწორობის პრინციპები დგას.
ავტორი: Kakha Mchedlidze | თემა: სიახლეები | თარიღი: 30-12-2007
0
პრაღაში საშობაო დღეები 60 ათასამდე ტურისტმა გაატარა. ჩეხეთის დედაქალაქის სასტუმროები 80 პროცენტით იყო შევსებული. წელს ინდივიდუალური ტურისტები უფრო ჭარბობდნენ ვიდრე ტურისტული ჯგუფები. პრაღაში საახალწლოდ 100 ათასზე მეტ ტურისტს ელიან. მათი დიდი ნაწილი რუსეთიდანაა. აეროპორტის მონაცემებით შაბათი დღის მანძილზე ”რუჟინე”-მ რუსეთიდან 23 თვითმფრინავი მიიღო.
რუსების შემოსევის მომსწრე მეც ვარ. ახალი წლის დღეს ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში რუსულის მეტს თითქმის ვერაფერს გაიგონებდი. მანამდე თუ იტალიელები ხმამაღალი ლაპარაკით გამოხატავდნენ თავიანთ ტემპერამენტს, ახალ წელს რუსებს იტალიელებიც კი ვერაფერს დააკლებენ. ჩეხებს ეს ძალიან არ მოსწონთ, თუმცა ახალ წელს ისტორიულ ცენტრში სეირნობით ტრადიციისამებრ თავს არ იწუხებენ და ოჯახურ წრეში, რესტორანში, თუ ლუდხანაში დროსტარებას ამჯობინებენ.