ავტორი: Lord Vader | თემა: სხვადასხვა | თარიღი: 26-03-2008
7
ვინ არ იცის სვეტიცხოვლის ტაძრის ამგები არსუკისძის ამბავი:
”დამიჭირეს, მკლავი მომჭრეს -
რატომ კარგი აგიგია…”
რაღაც ამის მსგავსი რამ გადახდათ თავს 1950 წელს ლეგენდარულ ჩეხ ჰოკეისტებს.
40-იან წლებში ჩეხოსლოვაკიურ ჰოკეიში საოცრად ნიჭიერი თაობა შეიკრიბა: აუგუსტინ ბუბნიკი, ბოჰუმილ მოდრი, სტანისლავ კონოპასეკი, ვლადიმირ კობრანოვი… იმ დროის მსოფლიოში საუკეთესო ჰოკეისტთა შორის მოიხსენიებოდნენ.
ავტორი: Lord Vader | თემა: სხვადასხვა | თარიღი: 26-03-2008
4
ჰოკეი, ალბათ, ჩეხეთის ისეთივე საყოველთაოდ ცნობილი სიმბოლო და განუყოფელი ნაწილია, როგორიც ლუდი.
სტატისტიკის მიხედვით, ჩეხეთში ჰოკეის მეტი ადამიანი თამაშობს, ვიდრე რუსეთში, ხოლო პროცენტული მაჩვენებლებით
ავტორი: Lord Vader | თემა: ცნობილი პრაღელები | თარიღი: 20-03-2008
5
ევროპის ერთ-ერთ უმშვენიერეს ქალაქად პრაღას არა მხოლოდ ულამაზესი არქიტექტურა აქცევს, არამედ მის ქუჩებში მოსეირნე ლამაზი ქალებიც.
შემთხვევითი არაა, რომ მსოფლიოს ყველა კუთხეში კარგად ცნობილ სუპერმოდელთა შორის, ბევრი ჩეხური წარმოშობის ლამაზმანია – ძნელია ისეთი ადამიანის მოძებნა, ვინც არ იცის დანიელა პესტოვას, პეტრა ნემცოვას, ევა ჰერციგოვას, კაროლინა კურკოვას სახელები, თუმცა, ვინაიდან ამათგან არც ერთი არ არის პრაღაში დაბადებული, მინდა ახალგაზრდა, მაგრამ უკვე კარგად ცნობილი მოდელი ლინდა ვოიტოვა (Linda Vojtova) გაგაცნოთ.
ავტორი: Lord Vader | თემა: სიახლეები, სხვადასხვა | თარიღი: 15-03-2008
6
თბილისში ეს ბოლო ხანებია ლუდი ”BernarD” გამოჩნდა (მათ შორის ჩემს საყვარელ ბარში ”ტუკანი”)… ნაკლებად ცნობილმა, მაგრამ კარგმა ჩეხურმა ლუდმა ფრანგული სახელი
ლუდსახარშის დამფუძნებლისგან: ჩეხი ინჟინრის, ბერნარდის- გან მიიღო.
ეს ლუდი ახალია – სულ რაღაც 1991 წელს გამოჩნდა ბაზარზე. სტანისლავ ბერნარდმა და მისმა პარტნიორებმა მე-16 საუკუნის ჰუმპოლეცის ლუდსახარში აღადგინეს და იქ ახალი ლუდის ჩამოსხმა დაიწყეს.
ჰუმპოლეცი ძველი და ლუდის ტრადიციებით განთქმული ქალაქია. სწორედ ლუდთანაა დაკავშირებული ერთი სახალისო ისტორია, რომელიც ჰუმპოლეცში მოხდა 1838 წელს. ადგილობრივი ლუდის ხარისხით არცთუ კმაყოფილმა მოქალაქეებმა, მთავარ მოედანზე 36 კასრი ლუდი გამოაგორეს, ნაჯახებით დახეთქეს, ლუდი დაღვარეს და დაიფიცეს, რომ შემდეგ ჯერზე აქ ადგილობრივ მელუდეებს გამოაგორებდნენ…
ავტორი: Kakha Mchedlidze | თემა: სხვადასხვა | თარიღი: 15-03-2008
17
ერთხელ სამსახურში უცხოელი სტუმარი გვეწვია პრაღიდან და მწვანე ბოთლი გვაჩუქა, რომელიც გარეგნულად, შიგთავსის ფერითა და სუნითაც ძალიან ჰგავდა ”ტრაინოი ადიკალონს”. ბოთლს ეწერა ”ბეჰეროვკა” (Becherovka) ამიხსნეს ჩეხური ეროვნული სასმელიაო. ერთი-ორჯერ რომ გავუსინჯე გემო, მერე მუშაობის პროცესში ვწრუპე ჩაისთან და ყავასთან ერთად და თანდათან მომეწონა კიდეც
მოგვიანებით ამ ჩემთვის უცნაური სასმელის ისტორიასაც ჩავუღრმავდი.
ბეჰეროვკა 1807 წელს დაუმზადებიათ ინგლისელ თერაპევტს სახელად ფრობრიგი და აფთიაქარ იოზეფ ბეჰერს. ფრობრიგს სასმელის დამუშავება ბეჰერისთვის მიუნდია თვითონ კი საქმეს ჩამოცილებია. ბეჰერების ოჯახს სამკურნალო ლიქიორის წარმოება განუვითარებია და მისი სავაჭრო მარკაც დაურეგისტრირებია – ”ბეჰეროვკა”. ოჯახი საიდუმლოდ ინახავდა სასმელის მომზადების რეცეპტს და ფაშისტების მიერ ჩეხეთის ოკუპაციის დროს ბეჰეროვკის დამზადების წესები ეზოში მიწაში ჩაუმარხიათ. მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ჩეხეთის ხელისუფლებამ დამარხული რეცეპტის პოვნა შეძლო და ამის შემდეგ სასმელი ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდა.
ავტორი: Kakha Mchedlidze | თემა: სიახლეები | თარიღი: 12-03-2008
4
ჩეხეთის რესპუბლიკის სენატის საგარეო საქმეთა, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა მხარი დაუჭირა საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების სამოქმედო გეგმასთან (MAP) მიერთების საკითხს.
ჩეხეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ვლადიმერ ჭიპაშვილის თქმით, ეს იმას ნიშნავს, რომ ნატო-ს ბუქარესტის სამიტზე ჩეხეთი საქართველოს ალიანსში შემდგომ ინტეგრაციას და MAP-ის პროგრამაზე გადასვლას აქტიურად დაუჭერს მხარს.
ავტორი: Kakha Mchedlidze | თემა: პრაღის შესახებ | თარიღი: 05-03-2008
2
Pražský Hrad – სხვა ენებზე ”ციხესიმაგრეს” ნიშნავს. სავარაუდოდ ის ყველაზე დიდი ციხესიმაგრეა მსოფლიოში და ასევე ყველაზე დიდ ფართობზე გადაშლილი საპრეზიდენტო რეზიდენცია. ადრე ჰრადი ჩეხი მეფეების რეზიდენციას წარმოადგენდა. ის განლაგებულია მდინარე ვლავის მარცხენა სანაპიროზე, შემაღლებულ გორაკზე. ჰრადის ეზოდან ხელის გულზე იშლება მთელი პრაღა.
ციხესიმაგრის ისტორია სათავეს იღებს 870 წლიდან. მაშინ ჰრადის ადგილას ღვთისმშობლის ტაძარი აღმართეს. ხოლო წმინდა გიორგის და წმინდა ვიტას ტაძრები მეათე საუკუნეში ააგეს. იქვე დაარსდა პირველი მონასტერი ბოჰემიაში.
ავტორი: Kakha Mchedlidze | თემა: სიახლეები, სხვადასხვა | თარიღი: 24-02-2008
0
60 წელი გავიდა ჩეხოსლოვაკიაში მომხდარი კომუნისტური გადატრიალებიდან. ამ თარიღთან დაკავშირებით პრაღაში ჩატარდება სხვადასხვა ღონისძიება კომუნიზმის მსხვერპლთა პატივსაცემად. მთავარი შეკრება გაიმართება პრაღის ჰრადში 25 თებერვალს, რომლის ორგანიზატორია პრეზიდენტი ვაცლავ კლაუსი და ”პოლიტპატიმრების კონფედერაცია”.
ამ თავყრილობის ანტიპოდად იქცევა დემონსტრაცია ”ხელისუფლების წინააღმდეგ და სოციალიზმის მხარდასაჭერად, მიძღვნილი თებერვლის მოვლენების 60 წლისთავისადმი”. დემონსტრაციის ორგანიზატორია ჩეხეთის კომუნისტური პარტია და ახალგაზრდების კომუნისტური კავშირი.
ავტორი: Kakha Mchedlidze | თემა: სიახლეები | თარიღი: 20-02-2008
3
რამდენჯერმე მომიხდა კამათი ჩეხი გოგონების სილამაზის შესახებ, რა თქმა უნდა ქართველ ქალბატონებთან. მე რომ არ ვცდებოდი აგერ ახლა კიდევ ერთხელ დადასტურდა. ვებსაიტ MODELS.com-ზე გამართულმა კონკურსმა, სადაც ჟიური ცნობილი ჟურნალების რედაქტორებით იყო დაკომპლექტებული, ყველაზე სექსუალური მოდელები გამოავლინა.
ჩეხი მოდელი, კაროლინა კურკოვა, მეხუთე ადგილზე გავიდა 25 მოდელს შორის და თავისი სექსუალობითა და მომხიბვლელობით ნაომი კემბელიც კი დაჩრდილა. კემბელი მხოლოდ მეთორმეტე პოზიციაზე არმოჩნდა. კაროლინა კურკოვამ ჟიურის წევრთა გულები თავისი ”ამბიციურობით, პოზიტიური ხასიათითა და არაპროგნოზირებადი ქცევით”, ასევე შესანიშნავი გარეგნობით დაიპყრო.
კურკოვა 23 წლის, 180 სმ სიმაღლისაა და ”ვიქტორია სეკრეტის” მოდელად მუშაობს.
ავტორი: Kakha Mchedlidze | თემა: სიახლეები | თარიღი: 16-02-2008
2
15 თებერვალს, ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის ზედა და ქვედა პალატებმა პრეზიდენტის არჩევნების მესამე ტურში, განმეორებითი კენჭისყრის შედეგეად, ქვეყნის პრეზიდენტად ვაცლავ კლაუსი აირჩიეს. კლაუსმა 141 ხმის მოგროვება შეძლო. სწორედ ამ რაოდენობის ხმები იყო საჭირო პრეზიდენტის ასარჩევად. ვაცლავ კლაუსი ჩეხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი მეორე ვადით გახდა.
ვაცლავ კლაუსის მოღვაწეობის დეტალები იხ. რადიო ”თავისუფლების” გადაცემაში: http://www.tavisupleba.org/programs/neweurope/2007/08/20070807162202.asp