წითელ არმიასთან მებრძოლი “ციმბირელი ვეფხვი” და “თეთრი ჩეხები”

ავტორი: Lord Vader | თემა: სხვადასხვა | თარიღი: 21-07-2008

2

Chzech Lagion ვისაც, ჩემი არ იყოს, საბჭოთა სკოლის დამთავრება მოუწია და „სსრკ ისტორიის“ სწავლის ბედნიერებაც ხვდა წილად, ალბათ ემახსოვრება ეგრეთ წოდებული „ბელოჩეხების“ ბოლშევიკური ხელისუფლების წინააღმდეგ ამბოხის ამბავიც. გამოგიტყდებით, მე პირადად თავის დროზე ამ ამბიდან ვერაფერი გავიგე – ვერც ის, რატომ იყვნენ ჩეხები „თეთრები“, ვერც ის, თუ რატომ აჯანყდნენ და რა ეომებოდათ, როცა ბოლშევიკებმა ისინი გაათავისუფლეს და სამშობლოში დასაბრუნებლად გაუშვეს და წესიერად ვერც ის, თუ როგორ მოხვდნენ ისინი რუსეთში… ისე, რუსების დატყვევებული ბევრი გაგვიგია და გათავისუფლებული ცოტა, თუმცა ეს იქეთ იყოს…

ტრამვაის იუბილე

ავტორი: Kakha Mchedlidze | თემა: პრაღის შესახებ | თარიღი: 18-07-2008

6

Old Tram1891 წლის 18 ივლისს პრაღის ქუჩებში მოძრაობა დაიწყო ელექტრო ტრამვაიმ. მას შემდეგ ტრამვაი პრაღის ძირითად საქალაქო ტრანსპორტად რჩება.

პრაღის ტრამვაი, ჩემი აზრით, პრაღის ისეთივე ღირშესანიშნაობაა, როგორიც მაგალითად ასტრონომიული საათი. ეს ორი რამ ძალიან ჰგავს ერთმანეთს. თქვენ იტყვით სად ასტრონომიული საათი და სად ტრამვაიო, მაგრამ ტრამვაი სწორედაც რომ ჰგავს – ის ასტრონომიული საათივით მუშაობს :)

ყველა გაჩერებაზე გამოკრულია გრაფიკი და სხვადასხვა მარშუტის ტრამვაი, ზუსტად იმ საათზე, წუთსა და წამზე შედის გაჩერებაზე როგორც ეგ გრაფიკშია აღნუშნული. გაჩერებიდან გაჩერებამდე სწრაფად მოძრაობს. ხარისხიანი რელსების წყალობით ჩახჩახის ხმა არ ისმის და არც აკვანივით ირწევა, შესაბამისად ქალაქში გადაადგილებისთვის პირდაპირ მისწრებაა… უფრო მეტი ინფორმაცია პრაღის ტრამვაის შესახებ იხილეთ შემდეგ სტატიაში: http://www.mypraha.info/tram/

“ტრანსნეფტმა” ჩეხეთს ნავთობის მიწოდება შეუმცირა

ავტორი: Lord Vader | თემა: სიახლეები | თარიღი: 17-07-2008

3

გასულ კვირას რუსეთმა ჩეხეთს მოულოდნელად, გაფრთხილების გარეშე თითქმის ორჯერ შეუმცირა ნავთობის მიწოდება. “ტრანსნეფტის” წარმომადგენელმა ეს მისი თქმით “დროებითი შეფერხება” “ტექნიკური პრობლემებით” ახსნა, თუმცა, რაღაც ეშმაკებით, “ტექნიკური პრობლემები” “ენერგეტიკული სუპერ-დერჟავის” (როგორც სულ უფრო ხშირად უწოდებენ რუსეთს კრემლთან დამეგობრებული “დამოუკიდებელი” ანალიტიკოსები და რუსი ჩინოვნიკები) სწორედ იმ მილსადენებზე იჩენს ხოლმე თავს, რომლითაც გაზი და ნავთობი „ურჩ“ სახელმწიფოებს მიეწოდება (ამ რამდენიმე წლის წინ საქართველოში მომავალი ორი გაზსადენის ერთდროული აფეთქება, კვლავ თხევადი გაზის რიგში რომ დაგვაბრუნა თბილისელები, ყველას კარგად გვახსოვს). ამჯერადაც, ჩეხეთში ნავთობის მიწოდების შეფერხება, როგორც ჩანს ზებუნებრივი ძალების ჩარევით, დაემთხვა აშშ-სა და ჩეხეთს შორის ანტისარაკეტო თავდაცვის დარგში თანამშრომლობის ხელშეკრულების ხელმოწერას – ეს შეთანხმება ჩეხეთის ტერიტორიაზე სწორედ იმ ანტისარაკეტო რადარების სისტემის განლაგებას ითვალისწინებს, რუსეთი რომ ეწინააღმდეგება.

სექსტურიზმი პრაღაში

ავტორი: Kakha Mchedlidze | თემა: პრაღის შესახებ | თარიღი: 01-07-2008

7

AAA-Clubყველანაირი ტურიზმი გამიგია, ამასწინათ სამედიცინო ტურიზმიც კი ავითვისე, აი სექს ტურიზმი თუ ტურიზმის ცალკე მიმართულება იყო ვერ წარმოვიდგენდი სანამ რამდენიმე რუსულ ტურისტულ საიტზე არ წავაწყდი სპეციალურ შემოთავაზებას. რუსებიც კი პრაღაში ეპატიჟებიან სექსტურისტებს, ცოტა უცნაურია ალბათ :)

ტურუსტული სექსმარშუტები იქეთ იყოს და პრაღაში მართლაც განვითარებულია სექსინდუსტრია. ამსტერდამის და ანტვერპენის შემდეგ სექსის მაძიებლები პრაღას ეტანებიან. აქ გაცილებით იაფია სექსი ვიდრე ბებერი ევროპის ცენტრებში.

პრაღა – კინოინდუსტრიის ქალაქი

ავტორი: Kakha Mchedlidze | თემა: პრაღის შესახებ | თარიღი: 20-06-2008

2

ევროტური პრაღაშიამას წინათ ვზივარ და უკვე მერამდენედ ვუყურებ ქართულად გახმოვანებულ ”ევროტურს”, ძალიან სასაცილოა ამერიკელი თინეიჯერების ევროპაში გასეირნება…

ჰოდა, ერთ-ერთ ფრაგმენტში, ეს ჩვენი ამერიკელები ამსტერდამში ერთ ხიდზე იკრიბებიან მოსაწევისა და სექსისი ქალქში გატარებული ღამის შთაბეჭდილებების გასაზიარებლად. ვუყურებ ამ ხიდს და ირგვლივ შენობებს და რაღაც უცნაურად ჰგავს პრაღას.

ეჭვი კიდევ უფრო ძლიერდება ქვაფენილის დანახვის შემდეგ, მაგრამ ვიცი რომ მსგავსი არქიტექტურა არც ამსტერდამისთვისაა უცხო. პრაღა ყოდილა! :)

კარლოსის ხიდის ქვემოთ რომ პატარა ხიდია, ”ჩერტოვკის ხიდი” და ”ჩერტოვკის არხი”  - ზუსტად ისაა ამ კადრში.

კაფე ჯოი – Joe Cafe

ავტორი: Kakha Mchedlidze | თემა: პრაღის შესახებ | თარიღი: 13-06-2008

9

კაფე ჯოიმოკლედ, მაგარი ადგილია :) ვაცლავის მოედნის დასაწყისში, მარცხენა მხარეს დიდი არკაა. იქ შიგნით კი თანამედროვე მუსიკა ისმის და კედელზე ცამოკიდებულ დიდ პლაზმაზე FTV-ს გოგოები დადიან. ეს ”კაფე ჯოის” ინტროა, შუშის კედლებისა და კარს მიღმა კი თანამედროვე დიზაინი და ახალგაზრდული ატმოსფეროა. 

FTV-ს სახეები აქაც არ გცილდება თუ რა თქმა უნდა თუ ირგვლივ საინტერესო და ლამაზ სახეებს ვერ შეამჩნევ ;)  

მეტალიკა პრაღაში

ავტორი: Kakha Mchedlidze | თემა: სიახლეები, სხვადასხვა | თარიღი: 05-06-2008

4

აი ასეთი ამბავი ტრიალებდა 3 ივნისს, პრაღაში, ”სლავიას” სტადიონზე, მეტალიკის კონცერტის დროს.

პრაღა – სხვისი დედაქალაქის მოკრძალებული ხიბლი

ავტორი: Kakha Mchedlidze | თემა: პრაღის შესახებ | თარიღი: 31-05-2008

3

კარლოსის ხიდი (ძველმოდური)იაროსლავ შიმოვი

1800 წელს ჯერ კიდევ ყმაწვილმა არტურ შოპენჰაუერმა, რომელიც მშობლებთან ერთად პრაღაში იმყოფებოდა, დღიუში ჩაწერა: ”მდინარეზე, რომლის სახელია მოლდაუ (ანუ ვლტავა გერმანულად) გადაჭიმულია საოცარი ხიდი, სადაც გამწკრივებულა მრავალრიცხოვანი რელიგიული სკულპტურები, ხელოვნების შესანიშნავი ნიმუშები.” ხიდი – რასაკვირველია კარლოსისაა, ყველაზე ცნობილი პრაღის 17 ხიდიდან. ეტყობა, ორასი წლის წინ პრაღა უკვე იყო დაყოფილი ტურისტებისთვის მშვენიერ, სახიერ და ბანალურ ნაწილებად.

ვიტუსის ტაძარი

ავტორი: Lord Vader | თემა: პრაღის შესახებ | თარიღი: 28-05-2008

5

Katedrála Svatého Vítaწმინდა ვიტუსის (წმ. ვიტას) ტაძარი (Katedrála Svatého Víta) პრაღის მნიშვნელობით უმთავარესი და სილამაზით – ერთ-ერთი უშესანიშნავესი ტაძარია – პრაღის არქი-ეპისკოპოსის რეზიდენცია, ჩეხეთის (ბოჰემიის სამეფოს) მეფეთა განსასვენებელი და პრაღის ერთგვარი სიმბოლო.

ჩეხეთი ევროკავშირის მეზობლებთან ურთიერთობის გაღრმავებას აპირებს

ავტორი: Kakha Mchedlidze | თემა: სიახლეები | თარიღი: 27-05-2008

1

EU-CZმომავალი წლის იანვრიდან ჩეხეთი ევროკავშირის თავმჯდომარე ხდება. ამ თითქოს სიმბოლური ცვლილებისთვის პრაღაში სერიოზულად ემზადებიან, რადგან ჩეხეთს გადაწყვეტილი აქვს ახალი ევროპული პოლიტიკის ლოკომოტივად იქცეს. კერძოდ პრაღა მხარს უჭერს შვედეთ-პოლონეთის გეგმას, რომელიც მიზნად ისახავს ევროკავშირისა და მისი აღმოსავლელი მეზობლების თანამშრომლობის გაღრმავებას. ამის შესახებ განაცხადა ევროპის საკითხებში ჩეხეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერმა ალექსანდრ ვინდრამ. ”ჩვენ მივისწრაფით იმისკენ, რომ მომდევნო წელს გაძლიერდეს აღმოსავლეთის ასპექტი, ამჟამად არსებული ხმელთაშუა ზღვის მიზიდულობის ცენტრის დასაბალანსებლად”, – აღნიშნა ვინდრამ (ამ ინიციატივიტ წლის დასაწყისში ჩეხეთის ყოფილი პრეზიდენტი ვაცლავ ჰაველი გამოვიდა).

ჩეხეთის რესპუბლიკის თავმჯდომარეობის დროს ევროკავშირმა უნდა გააძლიეროს თანამშრომლობა, აზერბაიჯანთან, საქართველოსთან, სომხეთთან, მოლდავეთთან და უკრაინასთან. ამ ქვეყნებთან პარტნიორობის პროგრამის ფარგლებში ევროკავშირი იმსჯელებს უვიზო რეჟიმის შესაძლებლობის შესახებ, ეკონომიკურ შეთანხმებებზე და მეცნიერებისა და სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობაზე.