ვაცლავ ჰაველი – ”ჩეხური მითი”

ავტორი: Kakha Mchedlidze | თემა: ცნობილი პრაღელები | თარიღი: 04-01-2008

9

ვახლავ ჰაველი ცოლთან, დაგმარ ჰაველთან ერთადბევრი ვიფიქრე რა დამეწერა ამ წინასაარჩევნო ისტერიის ფონზე და რადგან მთელი საქართველო პრეზიდენტის ძიების პროცესშია, გადავწყვიტე მითად ქცეულ პრეზიდენტზე ვაცლავ ჰაველზე მეამბნა.

ამ დღეებში საინფორმაციო საშუალებებმა ვაცლავ ჰაველის განცხადება გაავრცელეს. ჩეხეთის ყოფილი პრეზიდენტის განცხადებით 2009 წლის პირველ ნახევარში, როდესაც ჩეხეთი ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა იქნება, მან დიდი ყურადღება უნდა დაუთმოს ადამიანის უფლებებს. ”ახლა ჩვენ უტყვი მოწმე ვართ სამარცხვინო ქცევისა, როდესაც ევროკავშირი ადამინის უფლებათა ნაცვლად პრიორიტეტს ანიჭებს საკუთარ ეკონომიკურ ინტერესებს” -  განაცხადა ჰაველმა. მან ასევე  ჩეხეთის პოლიტიკოსებს მოუწოდა, რომ მომავალ წელს ყურადღება გაამწვავონ ევროკავშირის შემდგომი გაფართოების შესაძლებლობაზე.

ამ განცხადებიდანაც კარგად ჩანს, რომ ვაცლავ ჰაველს ადამიანის უფლებებისთვის ბრძოლა ”ხავერდოვანი რევოლუციიდან” 19 წლის შემდეგაც არ შეუწყვეტია და მისთვის, ბუნებრივი აირის სტაბილურ მიწოდებაზე მაღლა პიროვნების თავისუფლებები და თანასწორობის პრინციპები დგას.

ვაცლავ ჰაველი მთელს მსოფლიოში ცნობილია როგორც დისიდენტი, ადამიანის უფლებადამცველი, დრამატურგი და ბოლოს როგორც ჩეხეთის დამოუკიდებელი რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტი. მისი ლიდერობით ჩეხოსლოვაკია კომუნისტური მმართველობისგან უსისხლოდ, ”ხავერდოვანი რევოლუციით” გათავისუფლდა. მისი დამსახურებაა, რომ ჩეხეთის და სლოვაკეთის ფედერაცია უმტკივნეულოდ დაიშალა და დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ჩამოყალიბდა. ვაცლავ ჰაველის რეფორმებმა აქცია ჩეხეთი ცენტრალური ევროპის განვითარებულ დემოკრატიად… უამრავი დამსახურების ჩამოთვლა შეიძლება.

ვაცლავ ჰაველივაცლავ ჰაველი 1936 წლის 5 ოქტომბერს დაიბადა ჩეხი არქიტექტორისა და ბურჟუაზიული კლასის წარმომადგენელის არქიტექტორ ვაცლავ ჰაველის (უფროსი) ოჯახში. მომავალში კლასობრივი კუთვნილება ვაცლავ ჰაველს უამრავ უხერხულობასა და პრობლემას შეუქმნის. სკოლაში მას ზოგიერთი ამხანაგი დასცინოდა, თავად ვაცლავ ჰაველიც თავის ნაკლად მიიჩნევდა მდიდართა კლასის წარმომადგენლობას. ის მოგვიანებით იხსენებდა, რომ ბავშობაში განცდილი და მაშინ წარმოქმნილი სურვილი განთავისუფლებულიყო დაუმსახურებელი იარლიყებისგან გადამწყვეტი აღმოჩნდა მის ცხოვრებაში.

სკოლის დამთავრების (1951 წ) შემდეგ ჰაველს არ იღებდნენ არცერთ უმაღლეს სასწავლებელში. ამასობაში (1955 წ) შესდგა მისი როგორს ლიტერატურული კრიტიკოსის დებიუტი. ერთი წლის შემდეგ კი სიტყვით გამოვიდა დამწყები მწერლების შეკრებაზე.

ამასობაში მან დაუსწრებლად მოახერხა სამხატვრო აკადემიის დრამატურგიის დაუსწრებელ ფაკულტეტის დამთავრება. პარალელურად ის მუშაობდა ტექნიკოსად პრაღის საავტორო თეატრში ”ნა ზაბრადლი”. ის რამდენიმე სპექტაკლშიც მონაწილეობდა. ამ თეატრშივე 1963 წელს მისი პირველი პიესა ”სადავოე პრაზდნესტვო” დაიდგა. კომედიურ პიესა კომუნისტური ურთიერთობის სტილს დასცინოდა, როდესაც შეგიძლია ილაპარაკო ბევრი, მაგრამ არაფერი თქვა.

ჰაველი პოლიტიკაში 1965 წელს მოხვდა როდესაც ჟურნალ ”ტვარჟ”-ის  (სახის) რედაქციის წევრი გახდა. ჟურნალი კომუნისტურმა ხელისუფლებამ აკრძალა. 60-იან წლებში კი ვაცლავ ჰაველმა დამოუკიდებელი მწერლების ორგანიზაცია შექმნა. დამოუკიდებელი იმას ნიშნავს, რომ მწერლები კომპარტიის რიგებში არ ირიცხებოდნენ. ეს საქმიანობა შეჩერებულ იქნა 1968 წელს პრაღაში ”ვარშავის ხელშეკრულების” ჯარების (ძირითადად რუსეთის წითელი არმიის) შესვლის შემდეგ.

ქარტია 771970 წლისთვის ჰაველი უკვე დამხმარე მუშად მუშაობდა პრაღის ერთერთ ლუდსახარშ ქარხანაში. პარალელურად ის აგრძელებდა პუბლიცისტურ საქმიანობას რის გამოც დაჯილდოვებულ იქნა ევროპის სახელმწიფოების სხვადასხვა პრემიებით. 1977 წელს კი დისიდენტ მწერლებთან და იატაკქვეშა მოღვაწეებთან ერთად შექმნა და გაავრცელა ”ქარტია 77”. ამის გამო დააპატიმრეს და 4 თვე ამყოფეს წინასწარი დაკავების კამერაში. ერთი წლის შემდეგ ისევ დაიჭირეს და 4 წელიწადნახევარი მიუსაჯეს. იგი ვადის ამოწურვამდე რამდენიმე თვით ადრე გაათავისუფლეს ფილტვების მწვავე ანთების გამო.

80-იან წლებში მან კიდევ უფრო გააძლიერა ანტიკომუნისტური საქმიანობა, ჩეხოსლოვაკიის ხელისუფლებას ვეღარ გადაეწყვიტა მისი დაჭერა, რადგან ევროპული სახელმწიფოების მწვავე რეაქციის ეშინოდა. ჰაველის დისიდენტური საქმიანობა 1989 წელს ”ხავერდოვანი რევოლუციით” დაგვირგვინდა. პრაღაში მისმა ორგანიზაციამ ”სამოქალაქო ფორუმმა” საპროტესტო აქციაზე 800 ათასამდე მოქალაქეს მოუყარა თავი და ჩეხოსლოვაკიის კომუნისტური ხელისუფლებისაგან მოლაპარაკებათა მაგიდასთან დაჯდომა მოითხოვა. მოლაპარაკებები კომუნისტური ხელისუფლების გადადგომითა და დემოკრატიული არჩევნებით დასრულდა. ვაცლავ ჰაველი ჩეხოსლოვაკიის პრეზიდენტად აირჩიეს.

 ჩეხეთის და სლოვაკეთის ასევე ”ხავერდოვნად” დაშორების შემდეგ კი 1993 წელს ვაცლავ ჰაველი ორი ვადით იქნა არჩეული ჩეხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტად. ის ახლაც აგრძელებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მოღვაწეობას და ახალი საგმირო სამქეებით ავსებს ჩეხურ მითს ვაცლავ ჰაველის შესახებ.ikoni

კომენტარი (9)

მასარიკის შემდეგ ვაპირებდი ჰაველზე დაწერას, მაგრამ ვერ მოვიცალე :)
ისე ამ სტატიას ერთი რამე აკლია – ჰაველის პრეზიდენტობაზე.
ჰაველი უნიკალურია, იმიტომ რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ბევრი სხვა დისიდენტისგან განსხვავებით შეინარჩუნა ის იდეალები, რაც ოპოზიციაში ყოფნისას ჰქონდა.
ამის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია მისი პოზიცია ჩეხეთის ტელევიზიასთან დაკავშირებით.

ჰაველი მართლა მაგარია!!!

ვაცლავ ჰაველის პრეზიდენტობის შესახებ შეგიძლია აქვე ამ სტატიაში მიუმატო, ან კომენტარის, ან კიდევ ცალკე სტატიის სახით დაწერო.

მე ერთი შემიძლია დავამატო. ჰაველი ხშირად უნახავთ პრაღის ქუჩებში მარტო ან მეგობრებთან ერთად მოსეირნე, ან რომელიმე კაფეში ჩამომჯდარი ყოველგვარი დაცვის, ესკორტისა და ზიზილპიპილოების გარეშე :)

2 სტატია ერთ ადამიანზე ნამეტანია – დანიელა პესტოვა ხომ არაა?

ჰაველმა შეძლო დაემტკიცებინა “მერკანტილობის ჭაობისათვის”, რომ მთავარი ის კი არაა რას და რამდენს მოიხვეჭ, არამედ ის, თუ რას და რამდენს გასცემ!!!

ჰაველი ერთ-ერთია, რუსთაველის იდეების, იმ რამდენიმე მოჰიკანთაგან, დღეს რომ შემორჩა მსოფლიოს!

venco kai kacia :D

dzalian minda cavikitxo vaclav havelis “dzala udazalota” xom ver metyvit sad sheidzleba vishovo

Вацлав Гавел
Уход
Пьеса в пяти действиях (Отрывок)

http://www.novayagazeta.ru/data/2009/006/15.html

დიდი ადამიანები ქმნიან ისტორიას.ჰაველმა შექმნა ისტორია და იხსნა ჩეხეთი.მე მინდა ვნახო ქართველი ჰაველი.

დაწერეთ კომენტარი

*
To prove you're a person (not a spam script), type the security word shown in the picture. Click on the picture to hear an audio file of the word.
Click to hear an audio file of the anti-spam word