არტ კაფე U Irmy
ავტორი: Kakha Mchedlidze | თემა: პრაღის შესახებ, სხვადასხვა | თარიღი: 22-05-2008
15

პრაღაში, ქართულ-ჩეხური რესტორნის ”თამადის” დახურვის შემდეგ, ერთი წლის წინ, ახალი ქართული რესტორანი გაიხსნა. არტ კაფე ”ირმასთან” (Art cafe u Irmy) ასე ჰქვია რესტორანს, რომელიც მდებარებს პრაღის ისტორიულ ნაწილში, ტურისტული მარშუტების გულში, მისამართზე: Karoliny Světlé 35, Prague 1. კარლოსის ხიდისა და უდიდესი დისკოთეკის კარლოვი ლაზნის მახლობლად ოციოდე მეტრში და თანაც არტ კაფე 24 საათის მანძილზე მუშაობს.

კერძები

აქვე მისამართი და ტელეფონები:
Restaurace U Irmy
Karoliny Světlé 328/35
110 00 Praha-Staré Město
Tel: +420 222 220 720
ტრანსპორტი:
მეტრო: Line A - სადგური Staroměstská
ტრამვაი: Line 17, 18, 53 – გაჩერება Karlový lázně
ხინკალი როგორია?:) ვისაც გაუსინჯავს – დაწეროს ბარემ.
რამდენიმე უცხოელის გამოხმაურება წავიკითხე, ძირითადად მოსწონთ იმის გამოც რომ ყველასაგან განსხვავებული სამზარეულოა. 1-2 ის არ მოსწონებია თურმე რომ ხინკლის კუჭი არ იჭმევა
ზოგი იმას ამტკიცებს ხინკლით სავსეა ამერიკაში რუსული და სომხური რესტორნებიო, მაგრამ პრაღაში ეგტ აშკარა დეფიციტია.
განსაკუთრებით მოსწონთ ლუდი – ”გამბრინუსი”
კუჭი რო არ იჭმევა, მეც არ მომწონს
რავი სურათებზე ბუდვაიზერს სვამენ და
tqven ise sainteresod cert pragaze…imedia rodesme movxvdebi u lrmy vecvevi.praga shemayvaret, jazit damaintereset da pragis istoriit momxiblet. mgoni martla magaria
წუხელ ”რა სად როდის” ვუყურე და 2 კითხვა იყო პრაღის შესახებ. ძალიან საინტერესო და იდუმალებით მოცული ქალაქია, სილამაზეზე აღარაფერს ვამბობ
რაო რა გვინდაო?
მაგათი ამბავი რო ვიცი – კითხვა იქნებოდა ასეთი:
- ვისი სახელობისაა კარლოსის ხიდი?
და პასუხი:
- კარლ მარქსის.
- ოლოლო თქვენ, მოაზროვნეებო, ვერ გამოიცანით – კარელ ჩაპეკის.
არა წმინდა ვიტუსის ტაძრის საათზე იყო, ერთი ისარი აქვს და სწორ დროს როგორ აჩვენებსო. ცოტა ქვევით კიდევ მეორე სააათია მეორე ისრით
კარლოსის ხიდზე ოდნავ უფრო რთული კითხვა მოუგონიათ
უი კარლოსის ხიდზე არ მინახავს, სადაა?
რავი აბა… შეიძლება არც ყოფილა კარლოსის ხიდზე…
ასე რომ სულ ერთი-ორ გადაცემას ვუყურე.
მართალი გითხრა ЧГК სტაჟიანი მაყურებელი ვარ, მაგრამ ქართულზე ვერ ვკაიფობ… ძაან დიდი სხვაობაა
მივხვდი რომ სტაჟიანი ხარ
მეორე კითხვა პრაღაში გესტაპოს თეთრ ოთახზე იყო რომელსაც პატიმრებმა კინოთეატრი შეარქვეს. ჰო კიდევ ბლოგის ავტორობას მხოლოდ მე რომ ვიჩემებ შენ რა დააშავე? შენს შესახებაც დაწერე ავტორის გვერდზე რა
არაფერი ვიცი მაგ ოთახზე.
შენ ხარ ავტორი.მე კო-ავტორი ვარ მხოლოდ
ისე ვიფიქრებ მაგ საკითხზე…
[...] გზად ქართული რესტორანი ”ირმასთან” შემხვდა, მაგრამ ქართული [...]
[...] სიცარიელეს უჩივის, რესტორანი ”უ ირმი” (ირმასთან) კი სავსე იყო ქართული [...]
dges mivdivar pragashi da chemi berdzeni dzmakaci mimyavs kartul restoranshi