“ტრანსნეფტმა” ჩეხეთს ნავთობის მიწოდება შეუმცირა

ავტორი: Lord Vader | თემა: სიახლეები | თარიღი: 17-07-2008

3

გასულ კვირას რუსეთმა ჩეხეთს მოულოდნელად, გაფრთხილების გარეშე თითქმის ორჯერ შეუმცირა ნავთობის მიწოდება. “ტრანსნეფტის” წარმომადგენელმა ეს მისი თქმით “დროებითი შეფერხება” “ტექნიკური პრობლემებით” ახსნა, თუმცა, რაღაც ეშმაკებით, “ტექნიკური პრობლემები” “ენერგეტიკული სუპერ-დერჟავის” (როგორც სულ უფრო ხშირად უწოდებენ რუსეთს კრემლთან დამეგობრებული “დამოუკიდებელი” ანალიტიკოსები და რუსი ჩინოვნიკები) სწორედ იმ მილსადენებზე იჩენს ხოლმე თავს, რომლითაც გაზი და ნავთობი „ურჩ“ სახელმწიფოებს მიეწოდება (ამ რამდენიმე წლის წინ საქართველოში მომავალი ორი გაზსადენის ერთდროული აფეთქება, კვლავ თხევადი გაზის რიგში რომ დაგვაბრუნა თბილისელები, ყველას კარგად გვახსოვს). ამჯერადაც, ჩეხეთში ნავთობის მიწოდების შეფერხება, როგორც ჩანს ზებუნებრივი ძალების ჩარევით, დაემთხვა აშშ-სა და ჩეხეთს შორის ანტისარაკეტო თავდაცვის დარგში თანამშრომლობის ხელშეკრულების ხელმოწერას – ეს შეთანხმება ჩეხეთის ტერიტორიაზე სწორედ იმ ანტისარაკეტო რადარების სისტემის განლაგებას ითვალისწინებს, რუსეთი რომ ეწინააღმდეგება.

მიუხედავად ამისა, ნავთობის მიწოდების შემცირებამ ჩეხეთს განსაკუთრებული პრობლემები ვერ შეუქმნა – საქმე ისაა, რომ ჯერ კიდევ გასული საუკუნის მიწურულს, რუსეთისგან პოლიტიკური დამოუკიდებლობის მოპოვების კვალად, ჩეხეთის სახელმწიფომ რუსეთისგან ენერგეტიკული დამოუკიდებლობის მოპოვებისთვისაც იზრუნა – 90-იანებში აგებულმა ნავთობსადენმა “IKL”-მ ჩეხეთი გერმანიას დაუკავშირა. რუსეთიდან ნავთობის მიწოდების შემცირებისთანავე, ალტერნატიული ნავთობსადენი ამოქმედდა და ამჟამად ჩეხეთი გერმანიის გავლით 250’000 ტონა ნავთობს იღებს.
ჩეხეთის სახელმწიფო ენერგოკომპანიის წარმომადგენელმა ლიბორ ლუკაშეკმა გაიხსენა ის წინააღმდეგობა და კრიტიკა, რომლის გადალახვაც გასული საუკუნის 90-იანებში ჩეხეთის იმჟამინდელ მთავრობას მოუხდა. „იმ დროს ბევრი კითხულობდა, თუ რა საჭირო იყო მეორე ნავთებსადენი, – განუცხადა ლუკაშეკმა „ინტერნეიშენალ ჰერალდ ტრიბიუნს“, – მაგრამ დღეს ყველანი ვხედავთ მის ნამდვილ ფასს“.

აშშ-ისა და ჩეხეთის მთავრობებს შორის დადებული შეთანხმების რატიფიცირება ჩეხეთის პარლამენტმა უნდა მოახდინოს. გასული საუკუნის 90-იან წლებში გადადგმული გონიერი ნაბიჯის წყალობით, დღეს ჩეხეთის პარლამენტარებს საშუალება აქვთ, რუსეთის მხრივ ენერგეტიკული შანტაჟისაგან თავისუფალი, მათი ქვეყნის უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე გადაწყვეტილება მიიღონ.

Lord Vader IHT-ის მიხედვით.

კომენტარი (3)

რუსებმა თავი იმართლეს უიმე ტექნიკური პრობლემა იყოო, მაგრამ ჩვენ მაინც კარგად ვიცით რა დროს უჩნდება ტექნიკური პრობლემები სუნიანი ჰაერის იმპერიას.

საინტერესო წერილი რუსეთ-ჩეხეთის და ევროკავშირის ურთიერთობებზე (რუსული თარგმანი)
ავტორი – ონჯეი ლიშკა, ჩეხეთის განათლების და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი.
http://virtualcollector.blogspot.com/2008/07/blog-post_2273.html

[...] პრობლემები” წარმოიშვა, რის გამოც რუსეთმა ჩეხეთს ნავთობის მიწოდება შეუ… მაგრამ, სავარაუდოდ, ერთის მხრივ, [...]

დაწერეთ კომენტარი

*
To prove you're a person (not a spam script), type the security word shown in the picture. Click on the picture to hear an audio file of the word.
Click to hear an audio file of the anti-spam word