პრაღის ტრამვაი

ავტორი: Kakha Mchedlidze | თემა: პრაღის შესახებ | თარიღი: 13-12-2007

5

ტრამვაიპრაღის ტრამვაი, ჩემი აზრით, პრაღის ისეთივე ღირშესანიშნაობაა, როგორიც მაგალითად ასტრონომიული საათი. ეს ორი რამ ძალიან ჰგავს ერთმანეთს. თქვენ იტყვით სად ასტრონომიული საათი და სად ტრამვაიო, მაგრამ ტრამვაი სწორედაც რომ ჰგავს - ის ასტრონომიული საათივით მუშაობს :)

ყველა გაჩერებაზე გამოკრულია გრაფიკი და სხვადასხვა მარშუტის ტრამვაი, ზუსტად იმ საათზე, წუთსა და წამზე შედის გაჩერებაზე როგორც ეგ გრაფიკშია აღნუშნული. გაჩერებიდან გაჩერებამდე სწრაფად მოძრაობს. ხარისხიანი რელსების წყალობით ჩახჩახის ხმა არ ისმის და არც აკვანივით ირწევა, შესაბამისად ქალაქში გადაადგილებისთვის პირდაპირ მისწრებაა.

ტრამვაიში მგაზვრობისთვის საჭიროა სამგზავრო ბილეთი, რომელიც საერთოა როგორც მეტროსთვის ასევე ტრამვაისთვის. ვაგონში შესვლისთანავე ბილეთი უნდა დაარეგისტრიროთ, თორემ თუ შემთხვევითი შემოწმების დროს უბილეთოდ ან არარეგისტრირებული ბილეთით გიპოვეს, დიდი ჯარიმა გარანტირებულია (ისე მე 3 თვის მანძილზე ერთხელაც არ შემხვედრია რეიდი). თუმცა ახლა ბილეთის საფასური 28 კრონამდე გაძვირდა და უბილეთოების რაოდენობამაც იმატა, ამიტომ პრაღის ხელისუფლებამ გადაწყვიტა ტრამვაიში კონდუქტორის ინსტიტუტი აღადგინოს.

გაჩერებიდან დაძვრისთანავე და გაჩერებასთან მიახლოებისას დიქტორი მათ დასახელებას აცხადებს მოუსმინე . ვაგონში ასევე მუშაობს დისპლეი და ელექტროსაათი, ყველა ვაგონი აღჭურვილია მიმართულების რუკით, რაც გადაადგილებას უცხოელ ტურისტსაც კი უადვილებს.

პრაღაში პირველი ელექტროტრამვაი 1904 წელს ამუშავდა. მას შემდეგ ეს ტრანსპორტი ისეთი პოპულარული გახდა, რომ ჩეხებმა თავად დაიწყეს ვაგონების წარმოება. უახლესი მოდელია ”შკოდა T14” რომელიც ორიგინალური დიზაინითა და მაღალი კომფორტით გამოირჩევა.

ტრამვაის ძველი და ახალი ვაგონები

shkoda-t14.jpg 1477511452_eea86e9476_b.jpg 1484502994_f0efbf27b0_b.jpg 486078604_af032f7f7b_o.jpg

გასეირნება
[youtube=http://youtube.com/watch?v=iwQolOZ7Ed4]

”ი-პე პავლოვა”
[youtube=http://youtube.com/watch?v=-gHmwqX0jkI]

კომენტარი (5)

vpikrob tbilisis kvitel avtobusebs tramvait tu chaanacvleben akac siamovnebit vimgzavrebdit komportulad:)

[...] 1891 წლის 18 ივლისს პრაღის ქუჩებში მოზრაობა დაიწყო ელექტრო ტრამვაიმ. მას შემდეგ ტრამვაი პრაღის ძირითად საქალაქო ტრანსპორტად რჩება. ჩეხეთის დედაქალაქის ტრამვაის შესახებ უფრო მეტი ინფორმაცია იხილეთ შემდეგ სტატიაში: http://www.mypraha.info/tram/ [...]

[...] პრაღის ტრამვაი ხომ ჩემი სისუსტეა, მითუმეტეს ახალი შკოდა ორიგინალური დიზაინით და კომფორტული სალონით მეტრო ისევ ისე მოწესრიგებული და მოსახერხებელი. თუ არ ჩავთვლით ახალ სადგურებს მეტროში სხვა ახალი არაფერია. ტრანსპორტზე ლაპარაკი გამიგრძელდა არ დამავიწყდეს მგზავრობა გაძვირებულია. ყველაზე იაფი ბილეთი 18 კრონიანია, ეს დაახლოებით 1 დოლარია. 4 წლის წინ ასეთი ბილეთი 12 კრონი ღირდა. [...]

[...] დაიწყო ელექტრო ტრამვაიმ. მას შემდეგ ტრამვაი პრაღის ძირითად საქალაქო ტრანსპორტად [...]

დაწერეთ კომენტარი

*
To prove you're a person (not a spam script), type the security word shown in the picture. Click on the picture to hear an audio file of the word.
Click to hear an audio file of the anti-spam word