უვატმანო ტრამვაი პრაღაში

ავტორი: Kakha Mchedlidze | თემა: პრაღის შესახებ, სიახლეები | თარიღი: 08-07-2010

2

უვატმანო ტრამვაი ჩეხი ინჟინრების ახალი აღმოჩენა არ გეგონოთ. პრაღის ტრამვაის ბევრი კურიოზი ახსოვს, მაგრამ ასეთი რამ პირველად მოხდა. 17 ივნისს, პრაღის ტრამვაის ერთერთი დეპოდან, “მოტოლიდან” ტრამვაის ვაგონი მძღოლის გარეშე გამოვიდა და ორი გაჩერება, დაახლოებით 1 კილომეტრი გაიარა. ქუჩა ცარიელი იყო, მაგრამ ამ უცნაურ მოვლენას თვითმხილველები მაინც აღმოაჩნდა. ისინი გაოცებულნი დარჩნენ, რადგან უვატმანოდ მოძრავ ტრამვაის ვატმანი ჯერ ფეხით მისდევდა, ხოლო შემდეგ გამვლელისგან ველოსიპედი ინათხოვრა და ასე დაედევნა ვაგონს. ველოსიპედიდან ვაგონში გადაძრომის ყველა მცდელობა უშედეგოდ დამთავრდა და ტრამვაი დაახლოებით ერთი კილომეტრის შემდეგ ძაბვის შეწყვეტის წყალობით გაჩერდა.
შედეგად მხოლოდ ვატმანი დაზარალდა, რომელიც საავადმყოფოში მცირე ინფარქტის დიაგნოზით გადაიყვანეს. მას ადმინისტრაციული სასჯელიც ემუქრება. ტრამვაის უვატმანოდ გასეირნება სწორედ მისი დამსახურებაა. ვატმანმა რომელიც სულ რამდენიმე თვეა რაც პრაღის სატრანსპორტო გაერთიანების თანამშრომელი გახდა, ტრამვაის მართვისას შეცდომა დაუშვა. კერძოდ ვაგონი დეპოში იმ ადგილზე დააყენა სადაც ძაბვა არ მიეწოდება. კოლეგები ეცადნენ მისთვის აეხსნათ თუ რა უნდა გაეკეთებია და თან ვაგონს მიაწვნენ, მაგრამ დაბნეული ახალბედა ვაგონიდან ჩავიდა და ტრამვაი მიატოვა. სწორედ ამ დროს ვაგონი ძაბვის ქვეშ მოეცა, ადგილიდან დაიძრა, დეპოს ჭიშკარი გაარღვია და პლზენსკას ქუჩაზე დაეშვა.

კომენტარი (2)

რეები აღარ ხდება!

ეს კიდე ძველი ტრამვაია, ეხლა უფრო ახლები გამოუშვეს, ბეტა აწერია :D ვიძეც მაგარია :)

დაწერეთ კომენტარი

*
To prove you're a person (not a spam script), type the security word shown in the picture. Click on the picture to hear an audio file of the word.
Click to hear an audio file of the anti-spam word