ტრამვაის იუბილე

ავტორი: Kakha Mchedlidze | თემა: პრაღის შესახებ | თარიღი: 18-07-2008

6

Old Tram1891 წლის 18 ივლისს პრაღის ქუჩებში მოძრაობა დაიწყო ელექტრო ტრამვაიმ. მას შემდეგ ტრამვაი პრაღის ძირითად საქალაქო ტრანსპორტად რჩება.

პრაღის ტრამვაი, ჩემი აზრით, პრაღის ისეთივე ღირშესანიშნაობაა, როგორიც მაგალითად ასტრონომიული საათი. ეს ორი რამ ძალიან ჰგავს ერთმანეთს. თქვენ იტყვით სად ასტრონომიული საათი და სად ტრამვაიო, მაგრამ ტრამვაი სწორედაც რომ ჰგავს – ის ასტრონომიული საათივით მუშაობს :)

ყველა გაჩერებაზე გამოკრულია გრაფიკი და სხვადასხვა მარშუტის ტრამვაი, ზუსტად იმ საათზე, წუთსა და წამზე შედის გაჩერებაზე როგორც ეგ გრაფიკშია აღნუშნული. გაჩერებიდან გაჩერებამდე სწრაფად მოძრაობს. ხარისხიანი რელსების წყალობით ჩახჩახის ხმა არ ისმის და არც აკვანივით ირწევა, შესაბამისად ქალაქში გადაადგილებისთვის პირდაპირ მისწრებაა… უფრო მეტი ინფორმაცია პრაღის ტრამვაის შესახებ იხილეთ შემდეგ სტატიაში: http://www.mypraha.info/tram/

კომენტარი (6)

მოკლედ შენ რო ტრამვაი გევასება ტყუილია…
მე მგონი რაღაც რომანტიკული თავგადასავალი გადაგხდა მაგ ტრამვაიში… რამე სექს-ტურის ამბავში ჰა? ;) გამოტყდი ბარემ…

ვერ გამოიცან, ვერაო :) ძალიან მოსახერხებელია როდესაც გრაფიკით მოძრაობს, ზუსტად იცი სად როდის იქნები…

mec Zalian momewona praRis tramvai, yovelgvari Seferxebebis gareSe moZraobs, komfortulad, usafrTxod , Cqara da punqtualurad. roca am tramvaiTi vmgzavrobdi sul imaze vfiqrobdi rom XXI saukunis transporti sworedac rom tramvai unda iyos, Tbilishi kide rac darCenili iyo is relsebic ki ayares :( . bileti advilad shegiZlia SheiZino iqvemdgar aparatebTan, dawyebuli naxevari saaTisa da damTavrebuli sam dRiani mgzavrobis vadiT, mokled marTla magari raRacaa . . ai reidebs rac Seexeba mec ar Semxvedria, Tore rom Semxvedroda cudad wamividoda saqme, gaWirdebis Jams vaRiareb rom unamusod vsargeblobdi Cexebis patiosnebiT :D

ხო,ტრამვაი კარგი აქვთ…მეც მიმგზავრია უფასოდ ;) არადა კახა სულ მეჩხუბებოდა დაგიჭერენ და სად გეძებოოო ;) 2-3 დღეში ისე ავითვისე თითქმის ყველა მარშრუტი ვიცოდი…;)

tqven saprangetshi chamodit da aqauri tramvai naxet yvelaqalaqshi,sul dagavicydebat sxvebi.sauketeso tramwaia aq

დაწერეთ კომენტარი

*
To prove you're a person (not a spam script), type the security word shown in the picture. Click on the picture to hear an audio file of the word.
Click to hear an audio file of the anti-spam word