ტური პრაღაში
”პრაღა ზაფხულში” მოეწყობა აგვისტოს ბოლომდე. ტური იქნება რაც შეიძლება იაფი და მეგობრული ხასიათის. ეს იმას ნიშნავს, რომ შესაძლებელია სასტუმროს ნაცვლად ”აპარტამენტებში” დაბინავება (სახლში სადაც არის რამდენიმე საძინებელი ოთახი, სამზარეულო, ბარი…). კომფორტის დონით სასტუმროებს არ ჩამოუვარდება, ეგაა რომ დილის საუზმის მომზადება საკუთარ მარიფათზეა დამოკიდებული. ასევე მნიშვნელოვანი ეკონომია გაკეთდება თვითმფრინავის ბილეთებზეც.
ვისაც სასტუმროში დაბინევების სურვილი აქვს მათი მოთხოვნაც დაკმაყოფილდება.
ამიტომ პრაღაში გასეირნების მსურველებმა იჩქარეთ სანამ სასტუმროებში ჯერ კიდევ მოიძებნება თავისუფალი ნომრები.
საზაფხულო ტური 7 დღე და 6 ღამე – სავარაუდო ღირებულებაა900 ევრო.
ფასი იცვლება ექსკურსიების რაოდენობისა და სასტუმროს კლასის მიხედვით, ასევე ერთ ნომერში დაბინავების რაოდენობის მიხედვით.
ტურში მონაწილეობის მსურველებმა ტელეფონის ნომრები და სხვა ინფორმაცია გამოგზავნეთ შემდეგ მისამართზე: mchedlidze@gmail.com
