ტომაშ მასარიკი

ავტორი: Lord Vader | თემა: ცნობილი პრაღელები | თარიღი: 11-12-2007

3

ტომაშ მასარიკიტომაშ გარიგ მასარიკი იყო ჩეხოსლოვაკიის დამოუკიდებელი სახელმწიფოს პირველი პრეზიდენტი.

ტომაშ გარიგ მასარიკი დაიბადა 1850 წლის 7 მარტს ქალაქ ხოდონინში (ჩეხეთი, მორავია, იმ დროისთვის ავსტრია-უნგრეთის იმპერიის ნაწილი) სწავლობდა ფილოსოფიას ბრნოს, ვენისა და ლაიფციგის უნივრსიტეტებში. 1882 წელს მიიწვიეს პრაღის უნივერსიტეტში პროფესორად.

პრაღაში ტომაშ მასარიკი დაუახლოვდა სტუდენტურ მოძრაობებს და აქტიურად ჩაერთო პოლიტკურ ცხოვრებაში. სხვადასხვა დროს ის თანამშრომლობდა ე.წ. ”სტაროჩეხებთან”, ადგილობრივ კონსერვატორებთან, შემდგომ ლიბერალ ”მლადოჩეხებთან”, არჩეული იყო თავისუფალი აზროვნების ნაციონალური პარტიის დეპუტატად ვენის პარლამენტში. მათთან განხეთქილების შემდეგ დაარსა სახალხო, შემდეგ კი პროგრესისტული პარტია და 1911 წელს კვლავ იქნა არჩეული ვენის პარლამენტში.

ტომაშ მასარიკის მეუღლე შარლოტა გარიგი დედით დანიელი, ხოლო მამით ამერიკელი გახლდათ. 1878 წელს მასარიკი პირველად გაემგზავრა ამერიკის შეერთებულ შტატებში მისი ხელის სათხოვნელად. შემდგომ 1902 და 1907 წლებში მან კიდევ ორჯერ იმოგზაურა შტატებში და დაბრუნდა უკან მტკიცე რწმენით, რომ ჩეხების სახელმწიფოს ხელახალი დაფუძნება მხოლოდ ჩეხი, სლოვაკი და გერმანელი მოსახლეობის მშვიდობიანი ინტეგრირებისა და სრული თანასწრორუფლებიანობის შემთხვევაში იქნებოდა შესაძლებელი – იგი უპირისპირდებოდა იმხანად პოპულარულ ეროვნული ექსტრემიზმის იდეებს. იმავდროულად მასარიკი გამოდიოდა რევოლუციებისა და ამბოხების წინააღმდეგ და როგორც დეპუტატი, პოლიტიკური მოღვაწე თუ პუბლიცისტი მოუწოდებდა ავსტრო-უნგრეთის საზოგადოებას და სამეფო კარს თანმიმდევრული რეფორმებისა და ეროვნულ უმცირესობათა უფლებების აღიარებისკენ, მაგრამ პირველი მსოფლიო ომის დაწყებამ მასარიკი დაარწმუნა, რომ ავსტრია-უნგრეთის იმპერიის რეფორმირება იყო დაგვიანებული. იგი მიემგზავრება საფრანგეთში და თანამოაზრეებთან ერთად 1915 წლის 14 ნოემბერს პარიზში გამოსცემს ე.წ. ჩეხეთის საზღვარგარეთული კომიტეტის მანიფესტს ჩეხებისა და სლოვაკების დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნის მოთხოვნით. მასარიკი სათავეში უდგება აღნიშნულ კომიტეტს (რომელიც იმხანად ფაქტობრივად წარმოადგენს ჩეხოსლოვაკიის მთავრობას ემიგრაციაში) და ხელმძღვანელობს ჩეხური ლეგიონების შექმნას მეორე მსოფლიო ომში ანტანტის მხარეზე მონაწილეობის მისაღებად.

მასარიკიმასარიკი სტუმრობს ლონდონს, პეტროგრადს, 1918 წელს ის მეთაურობს რუსეთიდან პირველი მსოფლიო ომის დროს ავსტრია-უნგრეთის იმპერიის ჯარის შემადგენლობაში მებრძოლი და ტყვედ ჩავარდნილი ჩეხოსლოვაკიური კორპუსის ნაწილების გამოხსნას, რა დროსაც მათ მოუწიათ წითელ არმიასთან ბრძოლა.

1918 წლის 18 ოქტომბერს, ვაშინგტონში თომაშ მასარიკი ჩეხოსლოვაკიის დამოუკიდებელი სახელმწიფოს დაფუძნებას აცხადებს. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ვუდრო ვილსონმა ცნო ჩეხოსლოვაკიის დამოუკიდებლობა და მოსთხოვა ავსტრია-უნგრეთს ახალი ევროპული სახელმწიფოს აღიარება. იმავე წლის 28 ოქტომბერს (ეს დღე აღინიშნება როგორც ჩეხეთის დამოუკიდებლობის დღე) ვენაში გამოიცა ავსტრია-უნგრეთის იმპერიის ოფიციალური ნოტა ჩეხოსლოვაკიის დამოუკიდებლობის ცნობის შესახებ. 1918 წლის 14 ნოემბერს, ჟენევაში ჩეხების ეროვნულმა კრებამ ტომაშ მასარიკი დამოუკიდებელი სახელმწიფოს პირველ პრეზიდენტად აირჩია. 21 დეკემბერს მასარიკი აშშ-დან პრაღაში დაბრუნდა. 1920, 1927 და 1934 წლებში ის კიდევ სამჯერ აირჩიეს ჩეხოსლოვაკიის პრეზიდენტად.

1935 წელს ასაკისა და ავადმყოფობის გამო მან დატოვა თანამდებობა. 1937 წლის 14 სექტემბერს ტომაშ მასარიკი გარდაიცვალა.

კარელ ჩაპეკს ეკუთვნის წიგნი ”საუბრები მასარიკთან”.

© Lord Vader

კომენტარი (3)

რა დროშიც და სასტარტო მდგომარეობაშიც ემთხვევა ჩვენს ისტორიას :)

[...] არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ 28 ოქტომბერს ჩეხოსლოვაკიის დამოუკიდებლობა გამოც…. თუმცა, თავად გაიდა 1919 წლის ბოლომდე [...]

დაწერეთ კომენტარი

*
To prove you're a person (not a spam script), type the security word shown in the picture. Click on the picture to hear an audio file of the word.
Click to hear an audio file of the anti-spam word