პრაღაში ოთხი წლის შემდეგ მორიგი გასეირნებისას პირველი ცვლილება რომელიც თვალს მოხვდა გაფართოებული აეროპორტი და მის წინ ავტობუსების შემინული დიდი გაჩერებაა
ეს ქალაქის ბუნებრივი განვითარების ნაყოფია და არა ისეთი დიდი ნახტომისა რისი მომსწრეც ამ ოთხი წლის მანძილზე თბილისში გავხდით, მაგალითად ქალაქის უცებ განათება, ან გადაღებვა. პრაღაში ასეთი გრანდიოზული ცვლილებები ძნელი აღმოსაჩენია. ცვლილებები ალბად უფრო შესამჩნევი კომუნისტური წეს-წყობილების შეცვლის შემდეგ პერიოდში იყო.
მაგრამ უცვლელი მაინც არაფერია, მთავარია ისინი სასიკეთო იყოს და არა უკან გადადგმული ნაბიჯი. ამჟამინდელ პრაღაში კი ორივე დავინახე, თითქოს ფარული, მაგრამ მაინც შესამჩნევი დადებითი და უარყოფითი ცვლილებები.
Posted by Kakha Mchedlidze | Posted in გასეირნება პრაღაში | Posted on 19-10-2008
1
მერვე დღე პრაღაში ხანგრძლივი მივლინებით ჩამოსული კოლეგის მონახულებისა და დაკვალიანების გარდა ტრანსპორტის (ტრამვაის) მუზეუმის შესწავლას დავუთმე.
მუზეუმი მოთავსებულია ტრამვაის მოქმედი დეპოს ერთერთ სადგომში. შესვლისას შეცდომით დეპოს ეზოში ფორმიანი ვატმანების თავშეყრის ადგილას აღმოვჩნდი. ამან კი შედარების გაკეთების საშუალება მომცა. უცხოელი ტურისტებისთვის და არამარტო მათთვის გახსნილი მუზეუმის ეზო და სადგომის მდგომარეობა ზუსტად ისეთივია როგორიც მოქმედ დეპოში. უნებლიედ თბილისის ტრანსპორტის ”გარაჟები” გამახსენდა
მუზეუმში 35 კრონი გადავიხადე, ეს თითქმის 3 ლარია. იქ მოთავსებული ტრამვაისა და ამ ტრანსპორტთან დაკავშირებული დამხმარე მანქანების დიდი ნაწილი აღდგენილია და განახლებული. ამ ფოტოზე გამოსახული ვაგონი კი ზუსტად იმ მდგომარეობაშია როგორშიც იყო 1970 წელს, ექსპლოატაციის დასრულებისას. თავად კი გამოშვებულია 1930 წელს. მას ჩაბმული აქვს მეორე ვაგონი (ტრაილერი) რომელსაც ძრავი არ გააჩნია. ასეთი შემადგენლობა ახლაც დადის პრაღის ქუჩებში და ძირითადად ტურისტებს იზიდავს.
Posted by Kakha Mchedlidze | Posted in პრაღის შესახებ | Posted on 18-07-2008
6
1891 წლის 18 ივლისს პრაღის ქუჩებში მოძრაობა დაიწყო ელექტრო ტრამვაიმ. მას შემდეგ ტრამვაი პრაღის ძირითად საქალაქო ტრანსპორტად რჩება.
პრაღის ტრამვაი, ჩემი აზრით, პრაღის ისეთივე ღირშესანიშნაობაა, როგორიც მაგალითად ასტრონომიული საათი. ეს ორი რამ ძალიან ჰგავს ერთმანეთს. თქვენ იტყვით სად ასტრონომიული საათი და სად ტრამვაიო, მაგრამ ტრამვაი სწორედაც რომ ჰგავს – ის ასტრონომიული საათივით მუშაობს
ყველა გაჩერებაზე გამოკრულია გრაფიკი და სხვადასხვა მარშუტის ტრამვაი, ზუსტად იმ საათზე, წუთსა და წამზე შედის გაჩერებაზე როგორც ეგ გრაფიკშია აღნუშნული. გაჩერებიდან გაჩერებამდე სწრაფად მოძრაობს. ხარისხიანი რელსების წყალობით ჩახჩახის ხმა არ ისმის და არც აკვანივით ირწევა, შესაბამისად ქალაქში გადაადგილებისთვის პირდაპირ მისწრებაა… უფრო მეტი ინფორმაცია პრაღის ტრამვაის შესახებ იხილეთ შემდეგ სტატიაში: http://www.mypraha.info/tram/
Posted by Kakha Mchedlidze | Posted in პრაღის შესახებ | Posted on 13-12-2007
5
პრაღის ტრამვაი, ჩემი აზრით, პრაღის ისეთივე ღირშესანიშნაობაა, როგორიც მაგალითად ასტრონომიული საათი. ეს ორი რამ ძალიან ჰგავს ერთმანეთს. თქვენ იტყვით სად ასტრონომიული საათი და სად ტრამვაიო, მაგრამ ტრამვაი სწორედაც რომ ჰგავს - ის ასტრონომიული საათივით მუშაობს
ყველა გაჩერებაზე გამოკრულია გრაფიკი და სხვადასხვა მარშუტის ტრამვაი, ზუსტად იმ საათზე, წუთსა და წამზე შედის გაჩერებაზე როგორც ეგ გრაფიკშია აღნუშნული. გაჩერებიდან გაჩერებამდე სწრაფად მოძრაობს. ხარისხიანი რელსების წყალობით ჩახჩახის ხმა არ ისმის და არც აკვანივით ირწევა, შესაბამისად ქალაქში გადაადგილებისთვის პირდაპირ მისწრებაა.