მეოთხე & მეხუთე ღღე – შოპინგი
Posted by Kakha Mchedlidze | Posted in გასეირნება პრაღაში | Posted on 16-10-2008
0
ამინდის გაუარესების გამო ამ ორი დღის მანძილზე ძირითადად ვივაჭრე. არ გამიმართლა, ფასდაკლება თითქმის ვერსად ვიპოვე, ისე კი ფასები საკმაოდ იკბინება, განსაკუთრებით კრონასთან მიმართებაში ევროს და დოლარის გაუფასურების შემდეგ. მიუხედავად ამისა ჩემი საყვარელი სპორტული ფეხსაცმელი მაინც ვიყიდე – 1199 კრონად (ეს 93 ლარია) Power-ის ”ბოტასი”. 4 წლის წინ თურქეთში წასვლისას ბაზრობაზე ვითომ იაფასიანი სპორტულები ვიყიდე და 60 ლარი გადავაგდე. ”კენველოშიც” კარგი ჯინსები შევარჩიე და…
ეს რაც შეეხება ჩასაცმელს. აი საჩუქრების მხრივ კი ფანტასტიური მდგომარეობაა, ჩეხური ბროლის ნაკეთობები, სვაროვსკის თვლები, სხვადასხვა ნაკეთობები, სამკაულები…
აი მე ყველაზე მეტად რაც მიზიდავს სასმელებია. ბეჰეროვკა ბოთლის ზმის მიხედვით 100-დან 350 კრონამდე ღირს, ეს დაახლოებით 8-დან 27 ლარამდეა. ბეჰეროვკა იქეთ იყოს და ალკოჰოლის მაღაზიები სავსეა სხვადასხვა ფორმის ზომისა და ფერის აბსენტით
პრაღაში ეს ჰალუცინოგენშემცველი სასმელი აკრძალული არაა და ბევრი ტურისტი სწორედ აბსენტის დასალევად ჩამოდის აქ – 350-დან 500 კრონამდე ღირს. ჩემი ყურადღება მიიქცია კანაფის არაყმა, კანაფის ფოთლის გამოსახულებით, ზოგიერთ ბოთლში ფოთოლიც დევს, ზოგში კი კაკლებია მოთავსებული, რა თქმა უნდა სასმელთან ერთად. არასდროს დამილევია, უნდა გავსინჯო აუცილებლად, იმედია ”ტრუხა” არ იქნება