პრაღაში სამხედრო აღლუმი ჩატარდა

Posted by Kakha Mchedlidze | Posted in პრაღის შესახებ, სიახლეები | Posted on 28-10-2008

8

ინტერნეტის უქონლობის გამო ამ დრომდე ვერაფერი დავწერე. ჯერაც დაუმთავრებელი მრჩება პრაღაში გასეირნების თემა. 

მანამდე კი ჩეხოსლოვაკიის დამოუკიდებლობის 90 წლისთავი. პრაღაში ამ დღის აღსანიშნავად სამხედრო აღლუმი ჩატარდა, ეს იქ დიდი იშვიათობაა, ბოლო დიდი აღლუმი 1989 წელს გაიმართა, 2005 წელს კი ძველი სამხედრო ტექნიკის გამოფენა მოაწყვეს.

ამჟამად სამხედრო აღლუმზე გამოყვანილი იყო 196 ერთეული სამხედრო ტექნიკა, მათ შორის ტანკები და ჯავშანტრანსპორტიორები. აღლუმში მონაწილეობა მიიღო 2000-ზე მეტმა სამხედრო პირმა. ცერემონიის დაწყების წინ ჩეხეთის პრეზიდენტმა ვაცლაუვ კლაუსმა განაცხადა, რომ ჩვენ არ ვართ ფორმალურისაჩვენებელი გამოსვლების ქვეყანა, ჩვენ არ გვსურს სამხედრო სიძლიერის დემონსტრირებაო.

პრაღაში ჩეხოსლოვაკიის დამოუკიდებლობის 90 წლისთავის აღსანიშნავად სხვა საზეიმო ღონისძიებებიც გაიმართა.