აბსენტი

Posted by Kakha Mchedlidze | Posted in გასეირნება პრაღაში, სხვადასხვა | Posted on 11-07-2009

2

პრაღის ტურისტული ცენტრი სავსეა მაღაზიებით, რომელთა ვიტრინა გადავსებულია ათასგვარი ფორმის ჭურჭელში მოთავსებული მწვანე სასმელით. აბსენტი პრაღაში აკრძალული არ არის და ესეც ერათერთი ტურისტული სატყუარაა. სწორედ ამიტომ პრაღის ძველი ქუჩები დალევისა და ჰალუცინოგენური თრობის მოყვარული ამერიკელებისა თუ ევროპელების სასურველი ადგილია.

ბოჰემიის მხარეში (ჩეხეთის რესპუბლიკის ტერიტორია) ბოჰემური სასმელის გამოხდის დიდი ტრადიცია გააჩნიათ. აქაური 70%-იანი აბსენტი მზადდება ისეთი მცენარეების კომბინაციით, როგორიცაა აბზინდა, ანისული, კამის თესლი, ცერეცოს თესლი, პიტნა, ქინძი და სხვა. აბსენტის ეფექტი ძირითადად დამოკიდებულია მასში აბზინდის რაფინირებული (გამოხდილი) ზეთის ტუიონის შემცველობაზე.