”ლაშარი” პრაღაში

Posted by Kakha Mchedlidze | Posted in სიახლეები, სხვადასხვა | Posted on 22-09-2009

1

lashariპრაღაში სასულიერო მუსიკის მეთვრამეტე ფესტივალი “წმინდა ვაცლავის დღესასწაული” მიმდინარეობს. ძნელი სავარაუდო არ უნდა იყოს, რომ ფესტივალზე ქართველების გამოჩენას ყველას აღფრთოვანება – გაოცება მოჰყვა. ქართულმა ანსამბლმა “ლაშარი” კვირას პრაღაში წმინდა აპოსტოლების სიმონისა და იუდას ტაძარში იმღერა და არა მარტო იმღერა.

ტაძარი ხალხით გაივსო. პრაღელი მასპინძლები აღნიშნავდნენ, ალბათ კარგი ინფორმაციისთვის დამახასიათებელია სწრაფად გავრცელებაო. თავდაპირველად დაგეგმილი იყო, რომ “ლაშარს” ფესტივალზე მხოლოდ საეკლესიო სიმღერები უნდა შეესრულებინა. მაგრამ ანსამბლის ერთ-ერთ წევრს ვიზა არ მისცეს და იძულებული გახდნენ პროგრამა შეეცვალათ და ხალხური სიმღერებიც ემღერათ.