SHOPPING-ი პრაღულად ….:)

ავტორი: qate | თემა: პრაღის შესახებ, სხვადასხვა | თარიღი: 29-07-2008

16

Kenvelo saleდაახლოებით კი ვიცოდი მაგრამ ასე ძალიან არა :) . წარმოიდგინეთ თქვენი ჯიბის ბიუჯეტი, როდესაც რაც შეიძლება მომჭირნედ აპირებთ საყიდლებზე წასვლას მაგალითად მიდიხართ ვაგზლის ან სულაც ლილოს ბაზარზე :) და ყიდულობთ ბევრად უკეთესი ხარისხის ძალიან გემოვნებიან და ელეგანტურ ტანსაცლმელს. დიახ სულაც არ ვამუქებ, ეს ნამდვილად ასეა, პრაღა დახვეწილი, სადა და ამავდროულად ხარისხიანი საყიდლების ქალაქია.

ნუ გექნებათ ილუზია რომ პრაღის მაღაზიებში მოდის უკანასკნელ სიტყვას ნახავთ. ან ძალიან ავანგარდულად და ექსტრავაგანტულად შეიმოსებით, მაგრამ მათ ვისაც კლასიკური ჩაცმულობა იტაცებს (ანუ ძირითადი დროის გატარება ოფისებში უწევს) თამამად შემიძლია ვურჩიო წავიდნენ პრაღაში და იქაური მაღაზიები დალაშქრონ.

აქ ძირითადად საშუალო დონის საფირმო მაღაზიებს შეხვდებით: ბატა, სელა, ადიდასი, ლევისი, კენველო (მართლა ძალიან მომეწონა :) ), H&G , ბენეტონი და ა.შ, თუმცა თბილისის იგივე მაღაზიებთან შედარებით ნახევარ ფასებში იყიდება ყველაფერი. .. . .. დაბალი ფასები ალბათ იმითაა განპირობებული რომ მაღაზიები ძირითადად ადგილობრივ მომხმარებლებზე და არა ტურისტებზეა ორიენტირებული (ეს ნამდვილად ასეც უნდა იყოს, პრაღის სტუმრების ძირითადი მასა  დასავლეთ ევროპელი ტურისტები არიან რომელთა  უმრავლესობა ამ მაღაზიებში არც კი იხედება). კენველოში მაგალითად ,მთელი ივლისი 70% იანი ფასდაკლება იყო, და თბილისის ფასებთან შედარებით მართლა კაპიკებში შეგეძლო გეყიდა კაცის  ძალიან სიმპატიური მაიკები. შარშან ზამთარში ბავშვის ზამთრის კურტკაში 200 ლარი გადავიხადე “ვაიკიკიში” ( და მაინც Made in China აწერია :) ) იგივე კენველოში კი  18 ევროდ  იტალიური წარმოების კურტკა ვუყიდე, თან ბევრად უკეთესი . .ახლა შედარება თავად გააკეთეთ.  . თუმაინცდამაინც  ძვირიანი ბრენდები მოინდომეთ, სტარომესტკასთან ახლოში ყველა მიგასწავლით ერთ მყუდრო ქუჩას, სადაც ძვირადღირებული მაღაზიებია განთავსებული, შანელი, დიორი, ვრანგლერი და რავი კიდე მილიონი მაღაზია, მაგრამ რავიცი რავიცი რავიცი :D

      ეს ტანსაცმელი,  სამაგიეროდ ძალიან ძვირია ის რაც შეიძლება ტურისტებს დააინტერესოთ, ძვირია პატარა ბრელოკები, შუშის ნაკეთობები, ბროლის ნაწარმი და ოქროულობა. Kenvelo anywhereყოველშემთხვევაში, თუ ძალიან გინდათ იქიდან ჩეხური ვაზებით ხელდამშვენებული დაბრუნდეთ მაშინ სახარჯად 700 და 800 ევრო ნამდვილად არ გეყოფათ. ეს პატარა თაგვი სურათზე რომ ხედავთ ჩეხური ბროლისგანაა ნაწარმოები, დაახლოებით თქვენი ნეკა თითის ტოლია და 50 ევრო ღირს. მიუხედავად იმისა რომ ძოწის და ოქროს ნაწარმი ჩეხეთიდან საქართველოში მოდის და აქ იყიდება, პრაღაში თავად ძვირია, სავარაუდოდ ტურისტული ზონის მოშორებით ძალიან იაფი ეღირება, მაგრამ წასვლა არ გინდა? ხო. კიდე რა მინდოდა მეთქვა, სასმელი, უხვად წამოიღეთ იქიდან, არავინ არ დაგიშლით, ჩაალაგეთ ჩემოდანში, შეფუთეთ რბილად და ძალიან ბევრი ბეჰეროვკა წამოიღეთ, მე აქ ჩამოტანილი გავსინჯე პირველად და ძალიან ვინანე რომ ბევრი არ წამოვიღე, იმიტომ რომ მართლა ძალიან მაგარი რაღაცა .. …

ერთი სიტყვით, წარმატებებს გისურვებთ ზღაპრული საყიდლების ქალაქში და ძალიან მაღლაც რომ არ მომიწიოს ფრენა, ჩემი ახლობლების სიტყვებით დავამთავრებ ამ პოსტს: ლილოს ფასები კიa პრაღაში მარა, მარშუტკა ჯდება ძვირიო …

კომენტარი (16)

ეხ, KENVELO გამახსენდა….ბევრი რამ მაქვს მანდ ნაყიდი, შენ ის თუ მოგეწონა ნახევრად შიშველი გოგონები რომ ცეკვავენ მაღაზიაში? ;) TESCO-ში არ ყოფილხარ? ან ანდელზე სავაჭრო ცენტრში…..
მოკლედ შენმა ბოლო სიტყვებმა გული მომიკლეს: გზა ძვირია,ძვირიიიი!

სანამ ევროკავშირში შევიდოდნენ ყველაფერი ძალიან ძალიან იაფი ღირდა. ის ბროლის ნაკეთობები რომელშიც 50 ევრო გადაიხადე. 3-5 დოალრად ვიყიდე თანამშრომლებისთვის მაშინ. ახლა კი ახლოსაც ვერ გავეკარე ისეთ ფასები დაადეს. ტანსაცმელი მაინც იაფია და თანაც ხარისხიანი. კენველო კიდევ მაგარი ჩახური ბრენდია :)

– ნახევრად შიშველი გოგონები რომ ცეკვავენ მაღაზიაში? –
თუ ბევრ ფულს დახარჯავ – სულ შიშვლდებიან…

ისე რამაგის პასუხია და ქ.კომ-ის მთელი სასტავი ახლა აქ შეიყრება, ნეტა?
:) :)

ხო,ლორდ,რა გაიკვირვე,მუსიკააა ჩართული და ცეკვავენ….თან იმ პროდუქციას უწევენ რეკლამას რასაც ყიდიან ;) მოკლედ მე კი გავერთე ;) კაი დრო იყო,კაი….
ერთი ჩვენი საერთო ნაცნობი შემპირდა აუცილებლად წავალთ მალეო ;)

ჰო ვაცლავკაზე რომ კენველოა იქ დიჯეი უკრავს და ხანდახან ვიტრინაში ცეკვავენ კენველოს გოგო-ბიჭები, ხან კიდევ მაღაზიის შიგნით სრულდება ისეთი ცეკვები რომ დაცვა თვალებდაპრაწული უყურებს მოცეკვავე გოგოების ირგვლივ შეკრებილ საზოგადოებას :)

მე მაღაზიაში მოცეკვავე გოგოები არ მინახავს.
ისე არც მაღაზიები მინახავს მაინცადამაინც… სადა მქონდა მაღაზიებში პროწიალის დრო – სწავლა-განათლებით ვიყავი დაკავებული!
:)

–ერთი ჩვენი საერთო ნაცნობი შემპირდა აუცილებლად წავალთ მალეო–
ჰო, ვიცი – ნაშოჩკა ჩეხური ავიახაზებიდან…
მეც მეძახის ჩამოო, მარა… :(

dzalian magrad mikvars praga. ukve ramdenjer var namkopi agar vici.

xarisxigan KENVELO dzalian shorsaa :) da zemod xsenebuli SAYVELAPRO magazia TESCO.

—iLo—
შენ გაიხარე, თორე ესთენი ხო გაბოლებენ მარტო :)
ღამე არ მეძინა პრაღაში ვეგდე და მანდ როგორ არ შევედი მეთქი.

ხარსხზე მსჯელობას მას შემდეგ დავიწყებ, როცა შევხედავ როგორ გამომადგება იქ ნაყიდი ტანსაცმელი:) სხვა მხრივ კი, ნამდვილად ძალიან გემოვნებიანი და სიმპატიური რაღაცეები იყიდება, ნამდვილად არ გავს “ლილოს ტოვარს ” :D . .ვნახოთ ვნახოთ .. . .:) ხო ისე, მეც დავწერე იქა, საშუალო დონის ბრენდიათქო, იყო იქ მაღაზიები ისეთი ფასებით პირზეღილიმშემხმარი რომ გამოხვიდოდი გარეთ ცარიელი ჩანთით . .. . … …………….პაჟივომ, უვიძიმ :)

კენველოს ხარისხზე გამახსენდა, პრაღაში პირველად რომ ვიყავი, კენველოს მარკისთვის ყურადღება არც მიმიქცევია, შევაბოტე მაღაზიაში და 500 კრონად კაი გემრიელი სქელი და ლამაზი ჯემპრე ვიყიდე :) ჰოდა მეცვა და მეცვა წლების მანძილზე ეს ჯემპრი, რა თქმა უნდა ზამთარში :) პრაღაში მეორედ მოგზაურობის შემდეგ რომ დავბრუნდი და უკვე კენველოს მარკასაც გავეცანი დავხედე ამ ჩემს კიდევ ცოცხალ ჯემპრს და კენველო არ აღმოჩნდა :) 5 წლის მერეც ფორმაში იყო, ახლაც კი არ გაცვეთილა ისეთი ხარისხიანია :)

მართალი გითხრათ ამხანაგ ILO-ს კომენტარი ვერ გავიგე,რა დაუწუნე შე კაცო ის მაინც გვითხარ, მე მაგალითად რაც მიყიდია ჯერამც ცოცხლები არიან და ფერიც არ გასვლიათ, გინდაც KENVELO – ში ნაყიდი ან TESCO- ში. მაგრამ მაღაზიაში ყველაფერი კი არ უნდა იყიდო, არჩევაზეცაა ალბათ დამოკიდებული ;)
ისე კი ხომ გაგიგიათ ზოგს მღვდელი მოსწონს,ზოგსაც მღვდლის ცოლიოოო ;)
ვინაც პრაღაში იყო და მართლაც კარგი რამე რუმეები იყიდა,იმდენადაა გახარებული და კმაყოფილი რომ უნდა სხვასაც გაუზიაროს თავისი გამოცდილება. ხოლო შენ თუ არ მოგწონს ნუ შეხვალ კაცო იმ მაღაზიაში ;)

me chemi subieqturi azri vtkvi ;) “ამხანაგო Ninusia”
p.s -Lord Vader- TESCOshi mxolod beberi molareebi arian :) ) (me rac vnaxe)

მაშინ NEWYORKERში შედი,აი ნაშობა მანდაა ;)

NEWYORKERში sashineli tansacmelia!!!!

უფრო უხარისხო ვიდრე ვაგზლის ბაზრობა?

დაწერეთ კომენტარი

*
To prove you're a person (not a spam script), type the security word shown in the picture. Click on the picture to hear an audio file of the word.
Click to hear an audio file of the anti-spam word