რუდოლფ II – იმპერატორი, რომელსაც ლუდი ძლიერ უყვარდა

ავტორი: Lord Vader | თემა: სხვადასხვა, ცნობილი პრაღელები | თარიღი: 15-05-2009

2

რუდოლფ მეორე

რუდოლფ მეორე

რუდოლფ მეორე ჰაბსბურგი „საღვთო რომის იმპერიის“ იმპერატორი, ბოჰემიის, გერმანიის, უნგრეთის მეფე და ავსტრიის ერცჰერცოგი ხელოვნების, ალქიმიისა და ლუდის დიდი მოყვარული გახლდათ.

ის 1552 წელს ვენაში დაიბადა, მადრიდში, ბიძამისის, ესპანეთის მეფე ფილიპე მეორის კარზე აღიზარდა და ცხოვრების დიდი ნაწილი პრაღაში გაატარა. რომის საღვთო იმპერიის სამეფო ტახტზე ასვლის შემდეგ, რუდოლფ მეორემ სამეფო რეზიდენიად პრაღა აირჩია და 1583 წლიდან „პრაჟსკი ჰრადში“ დასახლდა.

მისი მმართველობის დროს პრაღა ევროპის კულტურულ და სამეცნიერო ცენტრად იქცა. მხატვრები, მწერლები, მუსიკოსები მთელი მსოფლიოდან მიაწყდნენ პრაღას, სადაც მათ სრული შემოქმედებითი თავისუფლება და იმპერატორის მფარველობა ელოდათ. პრაღას აგრეთვე მიაშურეს ასტრონომებმა, ფილოსოფოსებმა, ქიმიკოსებმა და ალქიმიკოსებმა.

რუდოლფ მეორემ ხელოვნების ნიმუშთა დიდი კოლექცია შეაგროვა – მის კუნტსკამერაში იყო ლეონარდო და ვინჩის, ალბრეჰტ დიურერის, პიტერ ბრეიგელ უფროსის ნახატები.

ამავე დროს მას უძილობა, დეპრესია და ფსიქიური აშლილობა აწუხებდა – იმპერატორი საკუთარ, გამოგონილ სამყაროში იყო ჩაკეტილი სადაც არარეალურ, ხშირად ფანტასტიკურ გეგმებს სახავდა – პრაღის მასშტაბული რეკონსტრუქცია, ახალი ჯვაროსნული ომის წამოწყება ოთომანის იმპერიის წინააღმდეგ, ფილოსოფიური ქვის მიგნება ეს ყველა რუდოლფ მეორეს განუხორციელებელი დარჩა…

სამაგიეროდ, 1583 წელს მან ვინმე ჟირი ბირკასგან შეიძინა 1517 წელს აგებული ლუდსახარში კრუშოვიცე და პირადად დაიწყო ზრუნვა მის განვითარებაზე. აქედან მოყოლებული, ლუდ “კრუშოვიცეს” ჰაბსბურგთა საიმპერატორო გვირგვინი ამშვენებს. რუდოლფ მეორის დამსახურებაა სწირედ, რომ კრუშოვიცეს სამეფო ლუდსახარში დღეს ჩეხეთის ეროვნული სიამაყეა… (მართალია, ახლა ის უკვე ჰოლანდიურ ჰეინეკენს ეკუთვნის, მაგრამ გლობალიზაციას წინაშე მეფეებიც კი უძლურნი არიან).

ასე გამოიყურება შავი კრუშოვიცე :)

ასე გამოიყურება შავი კრუშოვიცე :-)

კრუშოვიცე აწარმოებს ღია და მუქი ფერის, აგრეთვე სამარკო ლუდს: „საიმპერატორო“, „საიუბილეო“, „მუშკეტერი“ (რომელიც, ერთ-ერთი გადმოცემით, პირადად რუდოლფ მეორის გამოვნებით შეიქმნა საგანგებოდ საიმპერატორო გვარდიელთათვის. ამ ლუდის ხელახალი წარმოება ძველი რეცეპტურის მიხედვით, ქარხანამ 1980 წელს განაახლა).

Krusovice video

მთელი ამ გამიდან მე ტრადიციულად შავ Krušovice Černé-ს გირჩევთ. ამ მუქ ლუდს (თუ სწორედ დაისხამთ :) ) მაღალი, თეთრი ქუდი ამშვენებს და არაჩვეულებრივი რბილი გემოთი გამოირჩევა. მიაკითხეთ თბილისის სუპერმარკეტებს ;)

Krusovice.cz

Share and Enjoy:
  • Digg
  • Sphinn
  • del.icio.us
  • Facebook
  • Mixx
  • Google Bookmarks

კომენტარი (2)

ქართველები ამტკიცებენ “კრუშოვიცა”, “კრუშოვიცა”–ო

სამწუხაროდ გვიანაა :) მედია და დისტრიბუტორი თავისას შვრებიან :)

დაწერეთ კომენტარი

*
To prove you're a person (not a spam script), type the security word shown in the picture. Click on the picture to hear an audio file of the word.
Click to hear an audio file of the anti-spam word