ცნობილი ჩეხი პროდიუსერის ვიზიტი საქართველოში
ავტორი: Kakha Mchedlidze | თემა: სიახლეები, სხვადასხვა | თარიღი: 21-09-2011
0
2011 წლის 19-21 სექტემბერს საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოსა და ჩეხეთის საელჩოს მოწვევით საქართველოს ესტუმრება ცნობილი ჩეხი პროდიუსერი და რეჟისორი ვაცლავ მარჰოული, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის ჩეხეთის კინოინდუსტრიის განვითარებაში. მარჰოული 11 წლის განმავლობაში აღმასრულებელ პოზიციებზე მუშაობდა ჩეხეთის ”ბარანდოვი”-ს კინოსტუდიაში და მისი უშუალო ხელშეწყობით მოხდა ”ჰოლივუდის” დაინტერესება ჩეხეთის კინოინდუსტრიით. მარჰოულის ხელმძღვანელობის დროს გახდა ”ბარანდოვი” ქვეყნის წამყვანი კინოსტუდია.
პროდიუსერის ვიზიტის მიზანია შეაფასოს ქართულ კინოინდუსტრიაში არსებული მდგომარეობა და გაუზიაროს კოლეგებს მიღებული გამოცდილება, განსაკუთრებით ქართული კინოინდუსტრიის კონკურენტუნარიანობის ამაღლების კუთხით. პროდიუსერი განიხილავს საქართველოს როგორც სხვადასხვა ფილმების გადასაღებად საინტერესო ადგილს. ვიზიტის ფარგლებში ჩეხი პროდიუსერი შეხვდება კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრს ნიკოლოზ რურუას. შეხვედრები ასევე გაიმართება კინოსტუდია ”ქართული ფილმისა” და სხვადასხვა სტუდიების წარმომადგენლებთან მათ შორის ”სანგუკო” და ”მეტრო”.
მარჰოული მოინახულებს ქ. ბათუმს სადაც დაესწრება ბათუმის მეექვსე საერთაშორისო არტ-ჰაუს კინო ფესტივალს (VI Batumi International Art-House Film Festival (BIAFF)) და შეხვდება ფესტივალის კომიის წევრებს.