1968 წლის მოვლენები ჩეხოსლოვაკიაში
ავტორი: Kakha Mchedlidze | თემა: პრაღის შესახებ | თარიღი: 21-08-2008
8
ბიძინა რამიშვილი, რადიო ”თავისუფლება”, პრაღა
ორმოცი წლის წინათ მსოფლიოს თვალწინ საბჭოთა ტანკები ჩეხოსლოვაკიაში შეიჭრნენ და ბოლო მოუღეს იმედებს, რომ საბჭოთა ბლოკში შესაძლებელი იყო ეგრეთწოდებული “ადამიანური სახის სოციალიზმის” არსებობა. 1968 წლის აგვისტოში ჩაკლეს “პრაღის გაზაფხულის” სახელით ცნობილი რეფორმატორული მოძრაობა. მას მოჰყვა ხანგრძლივი ზამთარი, რომელმაც ორი ათეული წელი გასტანა.
ყველაზე კარგად ალბათ პრაღელებს ესმით, რას ნიშნავს საქართველოში რუსეთის ტანკების თარეში. მრავალი მიმომხილველი და პოლიტიკოსი ავლებს ამ დღეებში პარალელებს დღევანდელ საქართველოსა და 1968 წლის ჩეხოსლოვაკიას შორის.
ჩეხეთის რადიოს ჟურნალისტის, იან ბედნარის თქმით, ძალზე ძნელია, თავი შეიკავო ამ პარალელებისგან. თუმცა განსხვავებებიც დიდია.
[ბედნარის ხმა] “დიდი სხვაობა, რომელიც არ შეიძლება მხედველობიდან გამოგვჩეს, ისაა, რომ შეერთებული შტატები და ევროპის კავშირი ერევიან საქართველოსა და რუსეთს შორის დაძაბულობაში. 1968 წელს კი ჩეხოსლოვაკიაში ამას ვერ იტყოდით. ვაშინგტონი და მთელი დასავლეთი ევროპა შეეგუა ვითარებას. ისინი შეეგუენ იმას, რომ ჩეხოსლოვაკია საბჭოთა გავლენის სფეროს ეკუთვნოდა.”
ჩეხები და სლოვაკები მარტო უნდა გამკლავებოდნენ ვარშავის ხელშეკრულების ქვეყნების ჯარების ინტერვენციას, რომელსაც მოსკოვი მეთაურობდა.
მაშინ არც თანამედროვე მასმედიის საშუალებები არსებოდა. 1968 წლის 21 აგვისტოს, დილით ადრე, ჩეხოსლოვაკიის მოსახლეობამ ინტერვენციის დაწყება რადიოთი შეიტყო.
ამ მოვლენებს კი წინ უსწრებდა რეფორმების პროცესი, რომელსაც ჩეხოსლოვაკიის კომუნისტური პარტია ატარებდა ალექსანდერ დუბჩეკის მეთაურობით. რეფორმების მიზანი იყო რეჟიმის ყველაზე უფრო რეპრესიული ელემენტების გაუქმება და “ადამიანური სახის სოციალიზმის” დამყარება. მალე ამ პროცესს “პრაღის გაზაფხული” ეწოდა.
1968 წლის ზაფხულში გაუქმდა ცენზურა. ჟურნალ-გაზეთებში დაუშვეს ღია დისკუსიები. ზოგიეთმა თავად კომუნისტური რეჟიმის საფუვლებიც კი დააყენა ეჭვქვეშ.
ამ თავისუფალმა დისკუსიებმა, “გლასნოსტის” ჩეხოსლოვაკიურმა ვარიანტმა, ერთობ შეაშფოთა და აანერვიულა მეზობელი ქვეყნები, პირველ რიგში კი საბჭოთა პოლიტბიურო. აგვისტოში მოსკოვშის მოთმინების ფიალა აივსო.
საბჭოთა ბლოკის ჯარისკაცებს, რომლებიც ჩეხოსლოვაკიაში შეიჭრნენ, მათი მეთაურები ეუბნებოდნენ, რომ ისინი მიდიან სოციალიზმის დასაცავად კონტრრევოლუციისგან. ბევრს საერთოდ ეგონა, რომ მესამე მსოფლიო ომი იწყებოდა. მაგრამ ჩეხოსლოვაკიაში შეჭრილ ჯარებს დახვდა უიარაღო მოსახლეობა, რომელიც მათ ძალზე რთულ კითხვებს უსვმადა. თვითმხილველები იხსენებენ, რომ პრაღელების პირისპირ მდგომი ბევრი საბჭოთა ჯარისკაცი უხერხულადაც კი გრძნობდათავს.
მაგრამ მალე ვითარება გაუარესდა. დუბჩეკი და ჩეხოსლოვაკიის კომუნისტური პარტიის მთელი ხელმძღვანელობა დააპატიმრეს და მოსკოვში გადაფრინეს. იქ ისინი მალე დაჰყვნენ მოსკოვის მოთხოვნებს და ხელი მოაწერეს ეგრეთწოდებულ მოსკოვის ოქმებს, რომლებიც საბჭოთა ოკუპაციას აკანონებდა და პრაღის გაზაფხულის ყველა რეფორმას აუქმებდა. ოქმებს ხელი არ მოაწერა მხოლოდ ცენტრალური კომიტეტის წევრმა ფრანტიშეკ კრიგერმა.
1969 წელს დუბჩეკი შეცვალეს გუსტავ ჰუსაკით. საბოლოოდ დუბჩეკი გარიცხეს პარტიიდან და ამის შემდეგ ის მეტყევეობის სამსახურში მუშაობდა. დაიწყო ეგრეთწოდებული “ნორმალიზაციის” პერიოდი, რომელიც საბოლოოდ 1989 წელს, ცნობილი ხავერდოვანი რევოლუციით კომუნისტური რეჟიმის დამხობით დასრულდა.
http://www.tavisupleba.org/special/politics/2008/08/20080821204522.asp

მადლობა სტატიისთვის
გუშინ მიყვებოდნენ, რომ 68 წელს პრაღაში შემავალ ტანკებს ხიდებზე ბავშვები და ქალები დაახვედრეს იმ იდეით, რომ მათ არ გადაუვლიდა რუსული ჯარი და ამით რაღაც ფორმით დაიცავდნენ პრაღას. ტანკები არ შეჩერებულან. მხოლოდ ერთი ეკიპაჟი გაჩერდა, რომლის წევრებიც იქვე დახრიტეს თავად რუსებმა.
ვინმეს რამე მსგავსი ინფორმაცია ხომ არ გაქვთ?
მე ვერაფერი მოვიძიე. იქნებ თქვენ იცოდეთ.
დღეს, 24 აგვისტოს მოსკოვში რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ და საქართველოს მხარდასაჭერად სიმბოლური აქცია გაიმართა – შვიდი ახალგაზრდა გამოვიდა წითელ მოედანზე ტრანსპარანტით: “ჩვენი და თქვენი თავისუფლებისთვის!”.
მათ სიმბოლურად გაიმეორეს 40 წლის წინანდელი აქცია: 1968 წელს საბჭოთა კავშირის ჯარების ჩეხოსლოვაკიაში შეჭრასთან დაკავშირებით, შვიდმა დისიდენტმა წითელ მოედანზე ასეთივე პლაკატით გამოხატა პროტესტი. თუმცა მაშინ მათ პლაკატების გაშლა ძლივს მოასწრეს, ისე დააპატიმრეს შვიდივე, ამჯერად, მილიციამ დემონსტრანტებს თხუთმეტიოდე წუთი მაინც აცალა. შემდეგ აქციის სამი მონაწილე და რამდენიმე ჟურნალისტი დააპატიმრეს. “ნოვაია გაზეტას” ფოტო-კორესპონდენტს კამერა დაუმტვრიეს.
TRINITI
რუსები ვინ არიან ჩეხებმა კარგად იცოდნენ მაშინაც, მანამდეც და ახლაც… ასე რომ მეეჭვება ასე გაერისკათ.
საერთოდ მიუხედავად იმისა რომ ჩეხეთს ყავდა შეიარაღებული ძალები – წინააღმდეგობა რუსებისთვის არ გაუწევიათ. აზრი არ ქონდა. და პრაღისგან რა დარჩებოდა ამ შემთხვევაში – ძნელი წარმოსადგენი არაა.
მაგ აქციის შესახებ მეც წავიკითხე, მაგრამ ეგ თუ საქართველოს მხარდასაჭერად იყო არსად ეწერა.
მე Грани-ში წავიკითხე. იქ ეწერა რომ ზოგადად ეძღვნებოდა რუსეთში ავტორიტარიზმს. ცენზურას, თავისუფლების შეძღუდვას, პოლიტიკურ დევნას და იმ ანალოგიას – რუსეთის ტანკების შეჭრაას ჩეხოსლოვაკიაში 68-ში და 40 წლის შემდეგ – საქართველოში.
სხვათა შორის თემას არ ეხება პირდაპირ, მაგრამ იქ ზედიზედ რამდენიმე კარგი წერილი გამოქვეყნდა საქართველოზე. საინტერესო ანალიზით. ერთ-ერთი ყველაზე კარგი რუსული ინტერნეტ-გამოცემაა.
akciebze gamaxsenda, pragashi kartvelebis bolos akcia 21 shi iyo rusetis saelchos win, rusi “diplomatebi” panjrebidan shehinebuli virtxebivit jer “iwvritebodnen” shemdeg gadawyvites firze agebewdat qartvelebi, belarusebi, igive tavisi dzmebi da debi da aseve chexebiC, es imis imeds idzleva ro wavida “ermorwumeebis” dro.
ILO ერთი ორი სურათი მოგვაწოდე ხოლმე მაგ აქციების შესახებ და რამდენიმე სიტყვაც დაწერე ხოლმე.
suratebi ar mak tu movipove mogawodebt, rac sheexeba akcias pirveli ori akcia “palackeho namesti”_ze iyo, dziritadad kartvelebi iyvnen gamvlelebi 5 jvtian droshas ro xedavdnen xelebs gviwevdnen da amxnevebdnen akciis monawileebs, mankanebidanac gviwerdnen mxars, sakartvelos droshiani maisurit ro vmodzraobdi kalakshi chexebma gamacheres yidva undodat esetive maikis, bolo akciaze qartvelebs ricxobrivad ar chamouardebodnen belarusebi chexebi ukrainelebi rusebic ki iyvnen, chexurma televiziam 3 ive akcia gaachuka, ert erti akciidan pirdapiri chartvac gaaketa, ase tu ise simartlestan miaxloebul informacias ploben adgilobrivebi, RUGBY club _ SPARTA PRAHA_m mxardamweri maisurebic gaaketa specialurad sakartvelostvis dzroshit da warwerit, mokled rom vtkvat simartle ician da daskvnis gamotana matzea.
12 აგვისტოს თქვენს მიერ ჩატარებული აქციის ვიდეო ვიპოვე http://www.novinky.cz/clanek/147056-video-gruzinci-v-praze-protestovali-pred-ruskou-ambasadou.html
სხვა აქციების შესახებ თუ სადმე რამე გეგულება მიმასწავლე