”ჩეხური ავიახაზები” პრაღა-თბილისის პირდაპირ ავიარეისის შეასრულებს
ავტორი: Lord Vader | თემა: სიახლეები, სხვადასხვა | თარიღი: 20-12-2007
18
2008 წლის აპრილში CSA-ს თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაფრინდება.
ევროპის ერთ-ერთი უძველესი, იაფი და სანდო ავიაკომპანია ”ჩეხური ავიახაზები” (”CSA – Czech Airlines”) 1923 წლის 6 ოქტომბერს დაარსდა პრაღაში (დაფუძნებისას მისი ოფიციალური სახელწოდება იყო ”ჩეხოსლოვაკიის სახელმწიფო ავიახაზები”).
იმავე წლის 29 ოქტომბერს ავიაკომპანიის სატრანსპორტო თვითმფრინავმა პირველი საცდელი ფრენა შეასრულა პრაღიდან ბრატისლავამდე – აქედან მოყოლებული რამდენიმე წლის განმავლობაში ავიაკომპანია მხოლოდ შიდა რეისებს ასრულებდა. 1929 წელს “CSA” IATA-ს წევრი გახდა და რეგულარული საერთაშორისო ფრენების შესრულების უფლება მიიღო. 1930 წლის 1 ივლისს განხორციელდა პირველი საერთაშორისო რეისი პრაღიდან ზაგრებამდე.
1947 წელს ავიაკომპანიამ პირველი საკონტინენტთაშორისო ფრენა განახორციელა ყაიროს მიმართულებით, ხოლო 1962 წელს რეისით პრაღა-ჰავანა ტრანსატლანტიკური ფრენების განხორციელებაც დაიწყო.
90-იანი წლები ავიაკომპანიის ახალი ერის დასაწყისია – იცვლება კომპანიის სტრუქტურა, მენეჯმენტი, იწყება ავიაპარკის განახლება: ძველი საბჭოური წარმოების თვითმფრინავებს ახალი ”აირბასები” და ”ბოინგები” ცვლის.
2001 წელს CSA უერთდება SkyTeam-ს (ავიაკომპანიათა საერთაშორისო ალიანსს, რომელიც აერთიანებს Аir France-ს, Alitalia-ს, Aeroflot-ს, Delta Air Lines-ს, KLM-ს და სხვ.).
”ჩეხური ავიახაზები” არაერთგზის უღიარებიათ როგორც საუკეთესო ევროპაში:
ის ორჯერ დასახელდა აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო ავიაკომპანიად ჟურნალ Global Traveler-ის მიერ, ოთხჯერ იქნა აღიარებული აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის საუკეთესო ავიაკომპანიად OAG (Official Airline Guide)-ის მიერ და შვიდჯერ მოიპოვა საუკეთესო ავიაკომპანიის ტიტული TTG Magazine-ს ვერსიით.
ხოლო ევროპელ ავიაგადამყვანთა ასოციაციამ CSA ევროპის ყველაზე პუნქტუალურ ავიაკომპანიად დაასახელა.
ამავე დროს CSA-ს ეკუთვნის ტიტული გენდერულად დაბალანსებული ავიაკომპანიისა – რომელიც ქალებს და მამაკაცებს თავის გამოვლენის თანაბარ საშუალებებს აძლევს (რაც პირადად მე, როგორც მათ პოტენციურ მუდმივ კლიენტს სრულიადაც არ აღმაფრთოვანებს
). ჩემი, როგორც მამაკაცი მგზავრის ფრენა ბევრად უფრო მშვიდი და კომფორტულია, როდესაც თვითმფრინავის შტურვალთან პილოტი-მამაკაცია და სალონში გოგონა-სტიუარდესა. ბოდიში თემატური გადახვევისთვის).
2008 წელს ”ჩეხური ავიახაზები” კვლავ ფართოვდება და 10-მდე ახალ რეგულარულ რეისს იმატებს, მათ შორის ორს – საუკეთესო ღვინის ქვეყნებში: მარტში CSA-ს თვითმფრინავი დაფრინდება ბორდოს აეროპორტში, ხოლო აპრილში – თბილისის საერთაშორისო აეროპორტში.
”CSA – Czech Airlines” იაფ ავიაბილეთებს (არა ყველა მიმართულებით) ყიდის Click4sky.com საიტის მეშვეობით:
© Lord Vader

თბილისში წარმომადგენლობა აქვთ ნეტა? იაფი ბილეთების სისტემა თუ ექნებათ?
ჩეხი სტიუარდესების სურათი კი მქონდა, მარა… აქ არ გამოვაქვეყნებ
მე არასდროს მიმგზავრია ჩეხეთის ავიახაზებით
dzalian kargi ikneba pirdapiri reisi tu dainishneba, erti tslis tsin “natsionalur aviaxazebs “konda, magram male gaaukmes
მანამდე აირზენას ჰქონდა და ჩემმა ცოლმა ორივე მხარეს 330 დოლარად იმგზავრა, სულ ბოლოს კი 200 დოლარამდე გაიაფდა. მერე უცებ გაუგებარი მიზეზებით ფრენა შეწყდა. რაღაც პრობლემა გაჩნდა აირზენასა და ცეხურ მხარეს შორის რომლის შესახებაც კარგად არაფერი ვიცი. არადა 200 დოლარიანი ბილეთი ახლა რომ იყოს თვეში ერთხელ მაინც ვიფრენდი
tu shesadzlebelia rom gamarkviot ikneba aprilidan tu ara pirdapiri nadmvili reisi, da ra ehireba bileti daaxloebit .
ჩემთვის ცნობილია რომ ”ჩეხეთის ავიახაზებმა” უკვე მიმართა საქართველოს საჰაერო მიმოსვლის მარეგულირებელს ნებართვის მისაღებად. ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის ცნობით, 24 აპრილიდან რეისები განხორციელდება კვირაში სამი სიხშირით, აერობუს-319 ტიპის საჰაერო ხომალდით.
აირზენას თითფრინავით ვიმგზავრე მეც და 350 ა.შ.შ დოლარი დამიჯდა, მართლაც რომ იაფი იყო. კარგი იქნება თუ იაფი იქნა ამჯერადაც.
30 ovnisamde biletebis Rirebuleba 370 EUR iqneba, 1 ivlisidan ki 400 EUR. .. . .arc ise iafia me da Cemma RmerTma .. ..
, samsagierod airzenasagan gansxvavebiT SeRavaTebia bavSVebze bileTIs Rirebulebis 67% -s ixdi . .egec kaia. .. .
რა ღირს თბილისი პრაღის პირდაპირი რეისი? ან ფასდაკლება თუ აქვთ?
რა ღირს და 375 ევროდაქნ ზევით. ფასდაკლებების სისტემა მეც მაინტერესებს მაგრამ ჯერჯერობით არაფერია ცნობილი
erTaderti fasdakleba bavSvebisTvisaa, tarifis 67%, rac Seexeba fass, 1-li ivlisakn 400 EUR xdeba . ..
sad unda shevizino 375 evrod bileti?
ტურისტული კომპანიები ამ საიტზე რეკლამას არ აკეთებენ და გამოდის რომ ჩვენ უფასო რეკლამას ვუკეთებთ. ბერიკას ექნება პრაღის ბილეთები და ალბათ სხვა ტურსააგენტოებსაც.
round trip bileti 375 evro girs?
pragis sastumroebze ratom arafers werT?
იყიდება – და შეიძლება აეროფლოტმა იყიდოს…
თბილისიდან ფრენები ყოველდღეა პრაღისკენ? (არა ტრანზიტული ოღონდ ) და იქიდან გამოფრენა როგორაა?