პრაღაში ვარდისფერი ტანკი დაცურავს
ავტორი: Kakha Mchedlidze | თემა: პრაღის შესახებ, სიახლეები | თარიღი: 24-06-2011
1
პრაღაში გამოჩნდა ტანკი, თანაც ვარდისფერი, თანაც ორლულიანი (უცნაური მეორე ლულით) და თანაც მდინარე ვლტავაზე. ასე გადაწყვიტა საბჭოთა ჯარებისგან ჩეხოსლოვაკიის განთავისუფლების და ვარშავის ბლოკის დაშლის აღნიშვნა ჩეხეთის რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ.
ჩეხეთში თავისუფლების კვირეული აღინიშნება და ვარდისფერი ტანკი ამ კვირეულის სიმბოლოს წარმოადგენს. ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, რომ ის უცნეური მოქანდაკის დევიდ ჩერნის შემოქმედებაა. ჩერნის თავის თანამოაზრეებთან ერთად პრაღის “განმანთავისუფლებელი” საბჭოთა ტანკი ვარდისფრად, პროტესტის ნიშნად, ჯერ კიდევ 1989 წელს შეუღებია და ახლაც ამგვარად გამოხატავს საკუთარ და ზოგადად საღად მოაზროვნეთა დამოკიდებულებას “განმანთავისუფლებელი: საბჭოთა–რუსული ტანკების მიმართ.
საღამო მშვიდობისა.
შეკითხვა მარტივია.
ვაპირებ რამოდენიმე დღე პრაგაში გაჩერებას.
დრო არ მინდა ტყვილად ხეტიალში გავატარო .
არის ვინმე ვინც მეგზურობას გამიწევს და ქალაქს დამათვალირებინებს?