ლუდსახარში
ავტორი: Kakha Mchedlidze | თემა: გასეირნება პრაღაში, პრაღის შესახებ | თარიღი: 20-04-2009
10
რა შეიძლება აქ დაიწეროს, პაღაში უამრავი და ერთმანეთისგან განსხვავებული ლუდსახარშია. ჩვენთან ლუდსახარშს ლუდის ქარხანას ეძახიან. პრაღაში კი ლუდსახარში უფრო ლუდის რესტორნებს და ბარებს ჰქვია. ჩვეულებრივ რესტორანში ლუდის სახარში ქვაბები დგას, ნედლი ლუდის სუნი ტრიალებს და იქვე ჩამოსხმული ლუდის დაგემოვნებას არაფერი სჯობს
ტურისტებისთვის ადვილად საპოვნი ლუდსახარშია ”ნოვომესტსკი პივოვარი”. ვაცლავის მოედანთან ახლოს მდებარეობს და მას ძირითადად, სწორედ ტურისტები სტუმრობენ. რესტორანი სიძველის შთაბეჭდილებას ინტერიერის დეტალებით, ჭერზე ჩამოკიდებული სვიის სურნელითა და ლუდსახარში ქვაბებით აღწევს.
განსაკუთრებით საინტერესოა ქვაბის ვიწრო ფანჯარა, სადაც მოთუხთუხე ლუდი მოსჩანს. ამ ყველაფრზე უფრო გემრიელ შეგრძნებას ლუდის არომატი ტოვებს. აქ ორნირ ლუდს ხარშავენ, ნეთელს და მუქს თეთრს და შავს). ის ძალიან წააგავს პლზენ ურქუელს, ოღონდ უფრო მომწარო და თავისებურად გემრიელია.
კიდევ ერთი ლუდსახარში, რომელიც ამ დღეებში მოვინახულე არის სტრახოვის მონასტერის ლუდსახარში. ამ მონასტერზე ადრე დავწერე, იქაური მინიატურების მუზეუმის მონახულების შემდეგ.
ამ მონასტერში შემორჩენილია მეთოდი, რომლის მიხედვითაც ლუდს მონაზვნები ხარშავდნენ. აღდგომამდე 2 დღით ადრე სპეციალური ლუდი ”სააღდგომო” მივირთვით, ფანტასტიური იყო…
სტრახოვის მონასტერში ჩამოსხმულ ლუდს ჰქვია ”წმინდა ნორბერტი” – ის გაუფილტრავია და არ არის პასტელიზებული. ჩვენ ლუდში ვტოვებთ ყველაფერს რასაც ლუდი შეიცავსო – ამბობენ სტრახოველი ლუდისმხარშველები.
რესტორანში ყველანაირი კერძია რაც ლუდს მოუხდება, თუმცა განსაკუთრებით დამამახსოვრდა იქაური გულიაში, რომელიც სასმელზე არანაკლებ გემრიელი მომეჩვენა, შეიძლება ეს თავად სასმელის დამსახურება იყო
ოოო რა ყოფილა ეს ნორბერტის ლუდი
ვერაფრით გავძეხი მისი სმით. რამდენი ლუდი მომინდებოდა სულ მანდ ავდიოდი დასალევად.
გაუფილტრავი და არაპასტელიზებული ლუდი ძალიან გემრიელი აღმოჩნდა. დიდება სვეტოი ნორბერტს

ოო, წმ. ნორბერტი ნამდვილად ცხონებაა. დღეს 3 კათხა დავლიე. საქორწინო მოგზაურობაში პრაღა რომ არ ჩამესვა, ისე როგორ იქნებოდა? ჰოდა რამდენიმე დღე აქ ვარ. შავი ლუდი ჯერ არ მიცდია. გულიაში არა, მაგრამ რაც ვჭამე, იმანაც ფრიად აღმაფრთოვანა. აშკარად ესმით საგანი.
ნოვომესტსკი პივოვარში შევივლი აბა ერთი… ვაცლავის მოედნიდან ორიოდე წუთის სავალზე ვცხოვრობ. ვფიქრობ, მაგის მიგნება არ უნდა გამიჭირდეს.
გილოცავ მიშა!
კაი დროსტარებას გისურვებ, თუ რამე ახალს ნახავ აქაც დაწერე. ესე 1 კვირით ადრე რომ ჩამოსულიყავი პრაღაშივე მოგილოცავდი დაოჯახებას
ცნობისთვის, ნორბერტის ლუდი ჯობია ნოვომესტსკი პივოვარს
ერთი ეს მითხარი სვეტოი ნორბერტს ჩემი სტატიის შემდეგ მიაგენი?
დიდი მადლობა
ფეისბუკზე ვბლოგავ ჯერჯერობით. მერე თუ გინდა მოგაწვდი ერთიანად, დღიურების სახით
თუ გაქვს ფეისბუკის ანგარიში, დამამატე.
წმ. ნორბერტს სტრახოვსკის მონასტრის დათვალიერების მერე მივაგენი და მერე სპეციალურად ავედი მის გასასინჯად. ეს სტატია მერე ვნახე. აი ნოვომესტსკი პივოვარის ამბავში ნამდვილად შენ დამეხმარე.
აუ ისე, ჩრდილოელებს მიაქვთ იქაურობა. კარგი ლუდი რომ არ იყოს, სადღეგრძელოების ამოუწურავი თემა იქნებოდა
მაგ ლუდით კიდევ როგორ უნდა დალოცო ეგენი?
ხოოო ეგ ჩრდილოელები მეც ძალიან მიშლიდნენ ნერვებს და წყევლა-კრულვას დავეჩვიე ამზელა კაცი, გინება მაგათთვის სიამოვნებაა და აბა სხვა რა უნდა მექნა?
ისე შარშანდელთან შედარებით გაცილებით შემცირებულია მაგათი რაოდენობა.
ფეისბუკი არ მაქვს და ალბათ მალე გავაკეთებ…
სამაგიეროდ ოდნოკლასნიკები ხო გაქვს
ლორდ მე და ოდნოკლასნიკები?
რა ამბებია ისე?
აღარ ჩანხარ რაღაც…
გუშინ კრუშოვიცე დავლიე და გამახსენდა, რო კაი ხანია ამ ბლოგზე არაფერი დამიწერია
როგორ თუ არ ვჩანვარ, ნახე რამდენი სტატია დავწერე. შენ კი მართლა დაიკარგე
აქ კი გხედავ… რადიოდან გაქრი და ელექტრონული კავშირის საშუალებებიდან
რადიოში ჩემი მუშაობის განრიგი შეიცვალა, ძირიტადად ვებსაიტზე ვმუშაობ, სიუჟეტებსაც ვაკეთებ დღეგამოშვებით