ფისი-ფისი ბიჭები

ავტორი: Kakha Mchedlidze | თემა: გასეირნება პრაღაში, პრაღის შესახებ | თარიღი: 05-11-2008

4

ყველანაირი ფანტანი გამიგია მაგრამ ასეთი… :)

კაფკას მუზეუმს რომ მივადექი იქ უცნაური ფანტანი დამხვდა. ორი რკინის კაცი მოძრავი პენისებით ჩეხეთის ტერიტორიას ”რწყავენ”. თან უწესივროდ კი არა, არამედ გუბედ ქცეულ ჩეხეთის რესპუბლიკაში ცნობილი ჩეხების გამონათქვამებს წერენ. თუ მის ახლოს დადგებით და მობილურით SMS-ს გააგზავნით, ფანტანი ჯერ თქვენს ნომერს დაწერს, შემდეგ კი მოკლე ტექსტური შეტყობინების შინაარსს :)

ეს ქმნილება დევიდ ჩერნის ეკუთვნის, რომელიც ცნობილია თავისი “განსხვავებული” შემოქმედებით.

ფისი-ფისი ბიჭების ფანტანი პრაღაში 2004 წელს აღმართეს. ამასწინათ პრაღაში ნაცისტების აქციები ჩატარდა და რადიკალმა ბიჭებმა ფანტანისკენ გაიწიეს, მაგრამ პრაღის პოლიციამ მათ ჩერნის შემოქმედების წაბილწვის საშუალება არ მისცა.ესეც ვიდეო:

Share and Enjoy:
  • Digg
  • Sphinn
  • del.icio.us
  • Facebook
  • Mixx
  • Google Bookmarks

კომენტარი (4)

[...] უნდა გაიარონ რეგისტრაცია. « ფისი-ფისი ბიჭები [...]

–ორი რკინის კაცი მოძრავი პენისებით ჩეხეთის ტერიტორიას ”რწყავენ”. –

ეს აშკარად აკაკის “ფურთხის ღირსი ხარ შენ საქართველო”-ს პოსტ-მოდერნისტული გააზრებაა :)

სწორი მიგნებაა :)

[...] მისახვედრი არა რის რომ ეს ჩვილებიც დევიდ ჩერნის [...]

დაწერეთ კომენტარი

*
To prove you're a person (not a spam script), type the security word shown in the picture. Click on the picture to hear an audio file of the word.
Click to hear an audio file of the anti-spam word