პრაღაში სამხედრო აღლუმი ჩატარდა

ავტორი: Kakha Mchedlidze | თემა: პრაღის შესახებ, სიახლეები | თარიღი: 28-10-2008

8

ინტერნეტის უქონლობის გამო ამ დრომდე ვერაფერი დავწერე. ჯერაც დაუმთავრებელი მრჩება პრაღაში გასეირნების თემა. 

მანამდე კი ჩეხოსლოვაკიის დამოუკიდებლობის 90 წლისთავი. პრაღაში ამ დღის აღსანიშნავად სამხედრო აღლუმი ჩატარდა, ეს იქ დიდი იშვიათობაა, ბოლო დიდი აღლუმი 1989 წელს გაიმართა, 2005 წელს კი ძველი სამხედრო ტექნიკის გამოფენა მოაწყვეს.

ამჟამად სამხედრო აღლუმზე გამოყვანილი იყო 196 ერთეული სამხედრო ტექნიკა, მათ შორის ტანკები და ჯავშანტრანსპორტიორები. აღლუმში მონაწილეობა მიიღო 2000-ზე მეტმა სამხედრო პირმა. ცერემონიის დაწყების წინ ჩეხეთის პრეზიდენტმა ვაცლაუვ კლაუსმა განაცხადა, რომ ჩვენ არ ვართ ფორმალურისაჩვენებელი გამოსვლების ქვეყანა, ჩვენ არ გვსურს სამხედრო სიძლიერის დემონსტრირებაო.

პრაღაში ჩეხოსლოვაკიის დამოუკიდებლობის 90 წლისთავის აღსანიშნავად სხვა საზეიმო ღონისძიებებიც გაიმართა.

პრაღაში იმყოფებოდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ეკატერინე ტყეშელაშვილი. იგი ჩეხ კოლეგას კარელ შვანცერბერგს შეხვდა და მისგან კიდევ ერთხელ მოისმინა საქართველოს მხარდამჭერი სიტყვები. ის რომ ჩეხეთი მომხრეა საქართველოსთვის ”მაპის” მინიჭების…  უფრო მეტი იხ: http://tavisupleba.org/special/politics/2008/10/20081028154208.asp

კომენტარი (8)

გაუმარჯოს!
კარგად დაისვენე, ასე ჩანს.

არჩევნებსაც დაესწარი ალბათ დამკვირვებლად. :)

ინტერნეტს კიდე ნუ ახსენებ – მარილს ნუ აყრი ხალხს ჭრილობაზე. მაგას ტირის ნახევარი თბილისი. :(

ისე პრაღაში თუ მუშაობს ნეტა ინტერნეტი? :)

წინა საარჩევნო კონცერტს დავესწარით ძალაუნებურად ;) ჩვენი აპარტამენტების წინ გაშალეს სცენა და მთელი საღამო ბაგაბუგი გაუდიოდათ ;)
ინტერნეტი იქ ძალიან კარგად მუშაობს,უბრალოდ პირველ დღეს რაღაც გაუგებრობას ჰქონდა ადგილი….
მერე თბილისშიც გვასიამოვნა ინტერნეტმა…კახას მინი ინფაქტი დამართეს ;)
ისე კი საერთო ჯამში კარგი იყო….ჩემი ვოიაჟიც და პრაღაც!

არა არჩევნებისთვის ვის ეცალა, მხოლოდ პლაკატებს ვადევნებდი თვალყურს და წამოსვლისას სტარომესტკაზე გამართულ საარჩევნო კონცერტს შევავლე თვალი. როკ ჯგუფი უბერავდა. მაგ კონცერტის რეპეტიციის ვიდეო ვიპოვე: http://www.myvideo.ge/?video_id=301832

როკ ჯგუფზე გამახსენდა. ერთ სავაჭრო ცენტრში ისეთ როკ კონცერტს გადავაწყდი რომ… U2-ს ფილმის პრეზენტაცია იყო სავაჭრო ცენტრის ბოლო სართულზე კინო დარბაზში და ფილმის დაწყებამდე U2-ს ცოცხალი მუსიკა გუგუნებდა :) ამ ვიდეოს ბოლოშია მაგ კონცერტის ფრაგმენტი: http://www.mypraha.info/day-3/

მერე როგორაა პლაკატების საქმე? იქაც ეგრე ხევენ ერთმანეთის პლაკატებს და ერთმანეთზე აკრავენ ზედ? :)

მიუნხენის შეთანხმება მაინც თუ ჩამოიტანეთ? კახა მპირდებოდა უნდა მოვიპაროო.

U2 დიდი მოყვარული არ ვარ…
ისე რა მაგის პასუხია და მაკარტნი ჩამოდის ტიფლისს…

ხელშეკრულების ადგილსამყოფელს ვერ მივაკვლიე, დაზვერვამ ვერ იმუშავა კარგად.

პლაკატებს ერთმანეთზე არ აკრავენ და ძირითადად მხოლოდ განცხადებების დაფაზე ჩანს პოლიტიკოსების სახეები.

ლინკს არ გამიცვლით? ;)

კარგი გავცვალოთ :)

Sweet Baby Girl
ოღონ ერთი 10 ლარი დაგვიმატე :)

დაწერეთ კომენტარი

*
To prove you're a person (not a spam script), type the security word shown in the picture. Click on the picture to hear an audio file of the word.
Click to hear an audio file of the anti-spam word