თუ პრაღის ტურისტულ ნაწილში ხეტიალი მოგბეზრდება და დასვენებას გადაყვეტ, აუცილებლად ვიშეჰრადს უნდა მიადგე. ამ უძველეს ციხესიმაგრეში, პრაღის შემაღლებულ ადგილას, ისტორიულ ძეგლებთან ერთად უზარმაზარი პარკიცაა, რომლიდანაც პრაღის საუკეთესო ხედები გადაიშლება. აქვია გაშენებული ვენხები და ჩეხურ ღვინის რესტორანში ცხელი ღვინითაც გაგიმასპინძლდებიან. ვიშეჰრადში ინახება ”კარლოსის ხიდის” ძეგლების ორიგინალები, რამდენიმე ათეულ კრონად მათი დათვალიერებაც შეიძლება. თუმცა პრაღის ხედები და მყუდრო და ლამაზი პარკიც არანაკლებ სასიამოვნოა.
ამ ბოლო დროს ბევრი წერილი მივიღე კითხვებითა და სურვილებით. მათი უმრავლესობა პრაღაში მოგზაურობასთან დაკავშირებულ საკითხებს შეეხება. ამჟამად მსურველებს ვთავაზობთ შემდეგ ტურს:
საახალწლოდ ”პრაღაში გასეირნება” იქნება რაც შეიძლება იაფი და მეგობრული ხასიათის. ეს იმას ნიშნავს, რომ შესაძლებელია სასტუმროს ნაცვლად ”აპარტამენტებში” დაბინავება (სახლში სადაც არის რამდენიმე საძინებელი ოთახი, სამზარეულო, ბარი…). კომფორტის დონით სასტუმროებს არ ჩამოუვარდება, ეგაა რომ დილის საუზმის მომზადება საკუთარ მარიფათზეა დამოკიდებული. ასევე მნიშვნელოვანი ეკონომია გაკეთდება თვითმფრინავის ბილეთებზეც.
ვისაც სასტუმროში დაბინევების სურვილი აქვს მათი მოთხოვნაც დაკმაყოფილდება
ამიტომ პრაღაში გასეირნების მსურველებმა იჩქარეთ სანამ სასტუმროებში ჯერ კიდევ მოიძებნება თავისუფალი ნომრები.
საახალწლო ტური 7 დღე და 6 ღამე – სავარაუდო ღირებულებაა 900 ევრო.
ფასი იცვლება ექსკურსიების რაოდენობისა და სასტუმროს კლასის მიხედვით, ასევე ერთ ნომერში დაბინავების რაოდენობის მიხედვით.
ტურში მონაწილეობის მსურველებმა ტელეფონის ნომრები და სხვა ინფორმაცია გამოგზავნეთ შემდეგ მისამართზე: mchedlidze@gmail.com
პრაღის ქუჩებში ხეტიალისას წვიმამ მომისწრო. ერთხანს გავუძელი, მაგრამ წვიმის წვეთების ნაკადმა სერიოზულად რომ მოიმატა თავშესაფრის ძიება დავიწყე. ამ დროს თავის გადარჩენის ერთადერთი საშუალება კაფე-რესტორანია. გზად ქართული რესტორანი ”ირმასთან” შემხვდა, მაგრამ ქართული სამზარეულოს ნოსტალგია არ მაწუხებდა, ამიტომ გვერდი ავუარე. ეროვნული თეატრისკენ მიმავალ სანაპიროს ქუჩას გავუყევი და კუთხეში რომ დიდფანჯრებიანი რესტორანია იქ შევირბინე.
პრაღაში ოთხი წლის შემდეგ მორიგი გასეირნებისას პირველი ცვლილება რომელიც თვალს მოხვდა გაფართოებული აეროპორტი და მის წინ ავტობუსების შემინული დიდი გაჩერებაა ეს ქალაქის ბუნებრივი განვითარების ნაყოფია და არა ისეთი დიდი ნახტომისა რისი მომსწრეც ამ ოთხი წლის მანძილზე თბილისში გავხდით, მაგალითად ქალაქის უცებ განათება, ან გადაღებვა. პრაღაში ასეთი გრანდიოზული ცვლილებები ძნელი აღმოსაჩენია. ცვლილებები ალბად უფრო შესამჩნევი კომუნისტური წეს-წყობილების შეცვლის შემდეგ პერიოდში იყო.
მაგრამ უცვლელი მაინც არაფერია, მთავარია ისინი სასიკეთო იყოს და არა უკან გადადგმული ნაბიჯი. ამჟამინდელ პრაღაში კი ორივე დავინახე, თითქოს ფარული, მაგრამ მაინც შესამჩნევი დადებითი და უარყოფითი ცვლილებები.
rent a car bulgariaფისი-ფისი ბიჭების შადრევანმა პრაღის სხვა ცნობილი სკულპტურა გამახსენა – მას „ბიწიერების მერხი“ ეწოდება და ვისოჩანი რაიონის ჟიჟკოვის ქუჩაზე, ცნობილი ჩეხური კომპანიის Sazka-ს (პრაღის მთავარი სპორტული და საკონცერტო O2/Sazka არენის მფლობელი კომპანია) ოფისის წინ მდებარეობს. თუმცა, თავდაპირველად, მისი დადგმა დვორჟაკის რაიონში იგეგმებოდა, მაგრამ რაიონის მცხოვრებთა პროტესტის შემდეგ ადგილი შეიცვალა – დვორჟაკელებს ქანდაკების სკანდალურობა არ მოეწონათ. არადა, დიდად სკანდალური აქ არც არაფერია: კომპოზიცია წარმოადგენს მამაკაცს, რომელიც მერხზე ზის ნეტარი სახით, გვერდით ფულის დასტა დევს, მის წინ კი გოგონაა მუხლებზე დამხობილი და მამაკაცს ეხუტება… მართალია, გოგონას მეცნიერულის ენით რომ ვთქვათ ტრუსი (ანუ მადაბიური ენით რომ ვთქვათ ნიფხავი) არ აცვია… და რა მერე? შენ თავად თუ კულტურული ადამიანი ხარ, თანაც დიდი კომპოზიტორის ქუჩაზე ცხოვრობ, მამაძაღლი – რა მაინცადამაინც „იქ“ უნდა მიაჩერდე?
კაფკას მუზეუმს რომ მივადექი იქ უცნაური ფანტანი დამხვდა. ორი რკინის კაცი მოძრავი პენისებით ჩეხეთის ტერიტორიას ”რწყავენ”. თან უწესივროდ კი არა, არამედ გუბედ ქცეულ ჩეხეთის რესპუბლიკაში ცნობილი ჩეხების გამონათქვამებს წერენ. თუ მის ახლოს დადგებით და მობილურით SMS-ს გააგზავნით, ფანტანი ჯერ თქვენს ნომერს დაწერს, შემდეგ კი მოკლე ტექსტური შეტყობინების შინაარსს
ეს ქმნილება დევიდ ჩერნის ეკუთვნის, რომელიც ცნობილია თავისი “განსხვავებული” შემოქმედებით.
ფისი-ფისი ბიჭების ფანტანი პრაღაში 2004 წელს აღმართეს. ამასწინათ პრაღაში ნაცისტების აქციები ჩატარდა და რადიკალმა ბიჭებმა ფანტანისკენ გაიწიეს, მაგრამ პრაღის პოლიციამ მათ ჩერნის შემოქმედების წაბილწვის საშუალება არ მისცა.
ავტორი: Lord Vader | თემა: სიახლეები | თარიღი: 05-11-2008
1
მილოშ ფორმანი და ვაცლავ ჰაველი მიუნხენის შეთანხმების შესახებ ფილმის გადაღებას აპირებენ. ფილმი დაეფუძნება ფრანგი მწერლის ჟორჟ-მარკ ბენამუს რომანს “მიუნხენის აჩრდილი” (“Le fantome de Munich”). ვაცლავ ჰაველი, რომელმაც რომანის ჩეხურ თარგმანს წინასიტყვაობა დაურთო, ამჯერად მას კინოსცენარად გადააკეთებს.
რომანის ავტორისგან ნებართვა უკვე მიღებულია.
ჰაველი და ფორმანი ძველი მეგობრები არიან – ისინი ნაციზმის მსხვერპლთა სკოლა-პანსიონატში სწავლობდნენ ერთად. ერთობლივი მუშაობის სურვილი მათ ადრეც ჰქონდათ, თუმცა, როგორც ჩანს, საერთო თემა დღემდე ვერ გამოძებნეს.
როგორც ფრანს-პრესი იტყობინება, ვაცლავ ჰაველს გადაწყვეტილი აქვს გარკვეული პარალელები თანამედროვეობასთანაც გაავლოს (კერძოდ, საქართველოში რუსეთის აგრესია იგულისხმება).
ჰაველმა ამგვარი შედარება არაერთხელ გააკეთა საჯაროდ. პრეზიდენტ სააკაშვილის შეცდომებზე საუბრისას, ჰაველმა რუსულ პროვოკაციაზე მიუთითა და აღნიშნა, რომ მიუნხენის აჩრდილი კვლავ ცოხალია.
ჟორჟ-მარკ ბენამუს რომანის გმირია ჩეხური წარმოშობის ამერიკელი ჟურნალისტი, რომელიც მიუნხენის შეთანხმების რეალური ისტორიის გარკვევას ცდილობს და ამ მიზნით ესაუბრება საფრანგეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრ დალადიეს.
სიმბოლურია, რომ ფრანგი მწერალი ნიკოლა სარკოზის აქტიური მხარდამჭერი და მისი საარჩევნო შტაბის წევრიც კი იყო.
ფილმი ეკრანებზე (იმედია, აგრეთვე – საქართველოშიც) 2009 წელს გამოვა.
ინტერნეტის უქონლობის გამო ამ დრომდე ვერაფერი დავწერე. ჯერაც დაუმთავრებელი მრჩება პრაღაში გასეირნების თემა.
მანამდე კი ჩეხოსლოვაკიის დამოუკიდებლობის 90 წლისთავი. პრაღაში ამ დღის აღსანიშნავად სამხედრო აღლუმი ჩატარდა, ეს იქ დიდი იშვიათობაა, ბოლო დიდი აღლუმი 1989 წელს გაიმართა, 2005 წელს კი ძველი სამხედრო ტექნიკის გამოფენა მოაწყვეს.
ამჟამად სამხედრო აღლუმზე გამოყვანილი იყო 196 ერთეული სამხედრო ტექნიკა, მათ შორის ტანკები და ჯავშანტრანსპორტიორები. აღლუმში მონაწილეობა მიიღო 2000-ზე მეტმა სამხედრო პირმა. ცერემონიის დაწყების წინ ჩეხეთის პრეზიდენტმა ვაცლაუვ კლაუსმა განაცხადა, რომ ჩვენ არ ვართ ფორმალურისაჩვენებელი გამოსვლების ქვეყანა, ჩვენ არ გვსურს სამხედრო სიძლიერის დემონსტრირებაო.
პრაღაში ჩეხოსლოვაკიის დამოუკიდებლობის 90 წლისთავის აღსანიშნავად სხვა საზეიმო ღონისძიებებიც გაიმართა.
ქანცგამოცლილმა პრაღაში გასეირნების ბოლო დღე საყვარელი ადგილების ”ლაითად” მონახულებას და სუვენირების შეძენას მოვახმარე. მაგრამ ამ დღესაც, ისევე როგორც, წინა დღეებში ხანგრძლივი დროით გავჩერდი ქუჩის მუსიკოსებთან და სიამოვნებით მოვუსმინე მათ შემოქმედებას. მათი მუსიკა ისეთ ატმოსფეროს ქმნის სტარომესტკის ქუჩებში, ანდაც კარლოსის ხიდზე როგორსაც არღანი ან თუნდაც ზურნის კვნესა ქმნის თბილისის აბანოთუბანში. საერთოდ პრაღა ძალიან მუსიკალური ქალაქია და ამას ყოველ ფეხის ნაბიჯზე მიხვდები, მთავარია გაისეირნო
ფანტასტიური ამინდია, სითბო და მოწმენდილი კამკამა ცა, საუკეთესო ვითარებაა პანორამული ფოტოების გადასაღებად. პეტრინის კოშკზე (ეიფელის მსგავს კოშკზე) ასვლა გადავწყვიტე, მაგრამ ფუნიკულიორი სარემონტო სამუშაოების გამო, დახურული დამხვდა და გორაზე ფეხით ასვლას უკან გაბრუნება ვარჩიე. ”უეზდიდან” ფეხით გავუყევი ”ლეგიონის ხიდისკენ” (Most Legií) მიმავალ ქუჩას. ხიდის ამჟამინდელი სახე 1901 წელს ჩამოყალიბდა. საშენ მასალად ძირითადად გამოყენებულია ქვა. ეს ”ლეგიონის ხიდი” ვლტავის შუაგულში მოთავსებულ ”შტრელეცკი კუნძულს” მდინარის ორივე ნაპირთან აკავშირებს. სწორედ ამ შტრელეცკის კუნძულზე ჩასვლა და შესვენება გადავწყვიტე, თუმცა შესვენება ნაკლებად გამომივიდა რადგან უამრავი ლამაზი კადრი აღმოვაჩინე.
ერთ დროს შტრელეცკის მსგავსი ”მადათოვის კუნძული” მტკვარსაც ამშვენებდა და მას თბილისის მარჯვენა სანაპიროსთან ახლანდელი მშრალი ხიდი აკავშირებდა.