დევიდ ჩერნი და ჩეხეთის შემოქმედებითი საზოგადოების ნაწილი, დაახლოებით 100 ადამიანი, ”პრაღის ჰრადზე”, პრეზიდენტ ვაცლავ კლაუსის რეზიდენციასთან შეიკრიბა და თეატრალიზებული აქცია ”რატომ?” მოაწყო. ”ფისი-ფისი ბიჭების” და სხვა ორიგინალური ნამუშევრის ავტორს და მის თანამოაზრეებს არ მოსწონთ ჩეხეთის პრეზიდენტის ნამეტანი ”პრორუსულობა”.
ელცინის შემდგომ რუსეთთან კლაუსის ხანგრძლივი და განსაკუთრებული ურთიერთობებზე ამასწინათ ექსპრეზიდენტმა ვაცლამ ჰაველმაც მიანიშნა.
საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ჩეხეთის პრეზიდენტი ევროკავშირთან ცუდი ურთიერთობისა და ლისაბონის ხელშეკრულების მიმართ მისი დამოკიდებულების გამო გააკრიტიკეს. კლაუსს ასევე უსაყვედურეს მირეკ ტოპოლანეკისnonlinear distortion მთავრობის კრახის ხელშეწყობისა და მემარჯვენე ძალების დაქუცმაცების გამო.
რუდოლფ მეორე ჰაბსბურგი „საღვთო რომის იმპერიის“ იმპერატორი, ბოჰემიის, გერმანიის, უნგრეთის მეფე და ავსტრიის ერცჰერცოგი ხელოვნების, ალქიმიისა და ლუდის დიდი მოყვარული გახლდათ.
ის 1552 წელს ვენაში დაიბადა, მადრიდში, ბიძამისის, ესპანეთის მეფე ფილიპე მეორის კარზე აღიზარდა და ცხოვრების დიდი ნაწილი პრაღაში გაატარა. რომის საღვთო იმპერიის სამეფო ტახტზე ასვლის შემდეგ, რუდოლფ მეორემ სამეფო რეზიდენიად პრაღა აირჩია და 1583 წლიდან „პრაჟსკი ჰრადში“ დასახლდა.
მისი მმართველობის დროს პრაღა ევროპის კულტურულ და სამეცნიერო ცენტრად იქცა. მხატვრები, მწერლები, მუსიკოსები მთელი მსოფლიოდან მიაწყდნენ პრაღას, სადაც მათ სრული შემოქმედებითი თავისუფლება და იმპერატორის მფარველობა ელოდათ. პრაღას აგრეთვე მიაშურეს ასტრონომებმა, ფილოსოფოსებმა, ქიმიკოსებმა და ალქიმიკოსებმა.
იმ დროს, როდესაც თბილისში 10 ათასამდე კაცი პარლამნტის წინ პრეზიდენტის გადადგომას მოითხოვდა და ამაში ხედავდა საკუთარი პრობლემების გადაწყვეტას, პრაღაში დაახლოებით ამდენივე ადამიანი, ძირითადად ახალგაზრდობა შეიკრიბა. იქაურებმა პრეზიდენტს რას ვერჩითო და მარიხუანის ტოტალური ლეგალიზება მოითხოვეს.
პრაღულ დაბოლილ ოპოზიციურ მოძრაობაში ჩაერთო ჩემი კარგი ნაცნობი ”ჯღარო”. ის ოლემოუციდან მატარებლის კოლონას შეუერთდა და პრაღაში ცელოფნის საკანში არა, მაგრამ კაი მწვანე ფერდობზე კი ამოჰყო თავი. სწორედ მან მომაწოდა მარიხუანის სურნელით შებოლილი ეს ფოტოები და ვიდეოს გადაღებაც მოახერხა
პრაღაში ”აღმოსავლეთის პარტნიორობის” სამიტი დასრულებულია. ევროკავშირის ”აღმოსავლეთის პარტნიორობის” დეკლარაციას საქართველო, აზერბაიჯანი, თურქეთი, ბელორუსი, მოლდოვა და უკრაინა შეუერთდნენ.
ევროკომისიის ხელმძღვანელმა ჟოზე მანუელ ბაროზომ განაცხადა, რომ ”აღმოსავლეთის პარტნიორობა” საუკეთესო იარაღია ევროკავშირის მეზობელ ქვეყნებთან დაახლოებისთვის.
”ეს პროგრამა დაეხმარება 6 ქვეყანას რეფორმების გატარებაში, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ მათ საჭირო სტანდარტები დააკმაყოფილონ”, – აღნიშნა ბაროზომ.
”პრაღის გაზაფხული” მოეწყობა ივნისის ბოლომდე. ტური იქნება რაც შეიძლება იაფი და მეგობრული ხასიათის. ეს იმას ნიშნავს, რომ შესაძლებელია სასტუმროს ნაცვლად ”აპარტამენტებში” დაბინავება (სახლში სადაც არის რამდენიმე საძინებელი ოთახი, სამზარეულო, ბარი…). კომფორტის დონით სასტუმროებს არ ჩამოუვარდება, ეგაა რომ დილის საუზმის მომზადება საკუთარ მარიფათზეა დამოკიდებული. ასევე მნიშვნელოვანი ეკონომია გაკეთდება თვითმფრინავის ბილეთებზეც.
ვისაც სასტუმროში დაბინევების სურვილი აქვს მათი მოთხოვნაც დაკმაყოფილდება.
ამიტომ პრაღაში გასეირნების მსურველებმა იჩქარეთ სანამ სასტუმროებში ჯერ კიდევ მოიძებნება თავისუფალი ნომრები.
საგაზაფხულო ტური 7 დღე და 6 ღამე – სავარაუდო ღირებულებაა 900 ევრო.
ფასი იცვლება ექსკურსიების რაოდენობისა და სასტუმროს კლასის მიხედვით, ასევე ერთ ნომერში დაბინავების რაოდენობის მიხედვით.
ტურში მონაწილეობის მსურველებმა ტელეფონის ნომრები და სხვა ინფორმაცია გამოგზავნეთ შემდეგ მისამართზე: mchedlidze@gmail.com
რა შეიძლება აქ დაიწეროს, პაღაში უამრავი და ერთმანეთისგან განსხვავებული ლუდსახარშია. ჩვენთან ლუდსახარშს ლუდის ქარხანას ეძახიან. პრაღაში კი ლუდსახარში უფრო ლუდის რესტორნებს და ბარებს ჰქვია. ჩვეულებრივ რესტორანში ლუდის სახარში ქვაბები დგას, ნედლი ლუდის სუნი ტრიალებს და იქვე ჩამოსხმული ლუდის დაგემოვნებას არაფერი სჯობს
ამ დღეებში მეტი არაფერი მსმენია ობამა უზარმაზარი დაცვით ჩამოვიდაო და კაი დიდი ნაწილი წინასწარვე დაბანაკდა პრაღაშიო… მაგრამ რაც არ უნდა ბევრი დამცველი ჩამოეყვანა, პრაღის ჰრადზე, საიდანაც მთელი ქალაქი ხელის გულზე იშლება და რომელიც პრაღის ნებისმიერი კუთხიდან მოსჩანს, ტრიბუნის მოწყობა და გრძელი სიტყვით გამოსვლა დაცვის გარდა სიმამაცესაცმოითხოვს.
ობამამ სიმამაცე მხოლოდ პრაღაში შემაღლებულ ადგილზე სიტყვით გამოსვლით არ გამოიჩინა. ის ატომური იარაღის შემცირების ინიციატივით გამოდის და მთელს მსოფლიოს ჰპირდება, რომ პირად მაგალითს აჩვენებს. ობამამ უკვე კარგად ისწავლა საქართველოს კუთხეების სახელები, ყოველ შემთხვევაში ორი მათგანი და ეს დღეებია სულ იმეორებს და პრაღაშიც აღნიშნა, რომ აშშ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობას არასოდეს აღიარებს.
ვრცელი სიტყვით გამოსვლის შემდეგ ობამა ჰრადის შესასვლელთან შეკრებილ ხალხში გაერია და დიდი სიამოვნებით მოიკითხა პირველ რიგებში მდგარი თაყვანისმცემლები.
ძლივს დრო გამოვნახე და მაშინაც პოლიტიკაზე უნდა ვწერო
მოკლედ საქართველოს დიდი მეგობარი და მხარდამჭერი კაცი მირეკ ტოპოლანეკი და მისი მთავრობა შეავიწროვეს. პარლამენტმა გასულ კვირაში უნდობლობის ვოტუმი გამოუცხადა. ალბად ბევრი მკითხაობა არ უნდა იმას ვისი დამსახურებაა ეს, მაგრამ მაინც: ცხადია რომ სოციალ-დემოკრატები და კომუნისტები კატა-ძაღლივით ვერ იტანენ მემარჯვენე პოლიტიკოსებს, თუნდაც ცენტრისტი იყოს. და თუ ამ ყველაფერს პუტინის ინტერესები და ფულიც დაემატა, მაშინ პრაღაში ტანკების შემოჯლიგინება სულაც არაა საჭირო, ისე ხერხდება ”რეჟიმის შეცვლა”.
ჩეხეთის რესპუბლიკის დედაქალაქში პრაღაში მიმინარეობს დოკუმენტური ფილმების მეცხრე საერთაშორისო ფესტივალი ”ერთი მსოფლიო”. ეს ფესტივალი მსოფლიოს სხვა კინოფორუმებისგან ერთი მნიშვნელოვანი ასპექტით გამოირჩევა, საკონკურსო და კონკურსგარეშე პროგრამაში წარმოდგენილი ფილმების თემატიკა ადამიანის უფლებებია. კინოკრიტიკოსებისა და კინოს მოყვარულების გარდა, ფესტივალს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული აქტივისტებიც ესწრებიან. წელს ”ერთი მსოფლიოს” კინოფესტივალზე საქართველო წარმოდგენილია სალომე ჯაშის ფილმით ”დადუმებულნი”, რომელიც მოკლემეტრაჟიანი ფილმების კონკურსში მონაწილეობს.
სტრახოვის მონასტერიდან პრაღის მშვენიერი ხედები იშლება. თავად მონასტერიც ძალიან საინტერესოა, ბიბლიოთეკაც, მაგრამ უფრო საინტერესოდ ამ მონასტრის ეზოში, ერთ პატარა შენობაში მოწყობილი მინიატურების მუზეუმი მომეჩვენა.
ნემსის ყუნწში მოთავსებული აქლემების ქარავანი, ადამიანის თმაზე განლაგებული მატარებლის ვაგონები, მარცვლის გულში ჩახატული პუშკინი, მამონტის ძვალზე შესრულებული მინიატურული ნახატები და ასე შემდეგ – ციმბირელი მხატვრის ანატოლი კონენკოს ნამუშევრებია. მათი უმრავლესობის ნახვა მხოლოდ მიკროსკოპითაა შესაძლებელი. შეუარაღებელი თვალით პატარა მარცვალი ან მხოლოდ თმა ჩანს.