ვაჟა კიკნაველიძემ პრაღაში საცხოვრებელი უბანი – “ვაკე” ააშენა

ავტორი: Kakha Mchedlidze | თემა: ქართველები პრაღაში 2004 | თარიღი: 20-11-2004

0

(კახა მჭედლიძე, რადიო თავისუფლება, პრაღა) ვაგრძელებთ რეპორტაჟების ციკლს პრაღაში მცხოვრებ ქართველებზე და ამჯერად ვაჟა კიკნაველიძეს გაგაცნობთ. იგი 19 წლის იყო, როდესაც საქართველო დატოვა და, აგერ უკვე 21 წელია, სამშობლოდან მოშორებით ცხოვრობს, აქედან 17 წელი – პრაღაში. ჩეხეთის დედაქალაქში ვაჟა კიკნაველიძე, როგორც თვითონ ამბობს, მცირე ბიზნესს ეწევა – საამშენებლო საქმითაა დაკავებული და, ჩეხური ტექნოლოგიების საზღვარგარეთ გატანის მცდელობასთან ერთად, აქ, პრაღაში, საქართველოს პოპულარიზებასაც ცდილოს. უფრო მეტს პრაღაში მცხოვრები ამ ერთი ქართველი პიროვნების შესახებ პირადად მასთან ჩემი საუბრიდან შეიტყობთ.

კოტე მიქაბერიძის “ჩემი ბებია” პრაღაში… ამერიკული მუსიკის თანხლებით

ავტორი: Kakha Mchedlidze | თემა: სხვადასხვა | თარიღი: 19-11-2004

4

დავით კაკაბაძე, რადიო თავისუფლება, პრაღა

ხუთშაბათს პრაღაში მცხოვრებ ქართველებს დღესასწაული მოუწყო კინოთეატრმა “ოკომ”: აქაურ კინოს მოყვარულთა შორის ერთ-ერთმა ყველაზე პოპულარულმა, არაკომერციულმა კინოთეატრმა თავის პროგრამაში ჩართო ქართული მუნჯი კინოს შედევრი, კოტე მიქაბერიძის “ჩემი ბებია”. 1929 წელს გადაღებული ეს ფილმი, რომელიც საბჭოთა კავშირში თითქმის ნახევარი საუკუნის მანძილზე აკრძალული იყო და რომლის ახალგაზრდა ავტორი ბოლშევიკებმა საერთოდ ჩამოაშორეს კინემატოგრაფს, დღეს მსოფლიო კინოს ოქროს ფონდშია შესული. თუმცა, ჩვენებაც არის და ჩვენებაც. როგორც დავით კაკაბაძისგან შეიტყობთ, პრაღაში მოწყობილი სეანსი ჩვეულებრივი სეანსი არ ყოფილა.

ბაჩა ზარდალიშვილი პრაღაში საკონსულტაციო-საშუამავლო საქმიანობას ეწევა

ავტორი: Kakha Mchedlidze | თემა: ქართველები პრაღაში 2004 | თარიღი: 18-11-2004

0

(კახა მჭედლიძე, რადიო თავისუფლება, პრაღა) ვაგრძელებთ რეპორტაჟების ციკლს ”ქართველები პრაღაში” და ამჯერად ბაჩა ზარდალიშვილს გაგაცნობთ. იგი პრაღაში 1993 წელს 1 თვით ჩამოვიდა და ისე მოხდა, რომ დღემდე აქ ცხოვრობს. ახლა ბაჩა ზარდალიშვილი საკონსულტაციო კომპანიას ხელმძღვანელობს და ჯერჯერობით არ აპირებს სამშობლოში ანალოგიური ბიზნესის გამართვას. რატომ არ აპირებს და, საერთოდ, როგორ შეძლო მან ჩეხეთის დედაქალაქში საკუთარი საქმის წამოწყება? დღეს სწორედ ამის შესახებ მინდა მოგითხროთ.

რა წარმატებებს მიაღწია ჩეხეთში აფხაზეთიდან ლტოლვილმა 14 წლის ლევან ბოკერიამ

ავტორი: Kakha Mchedlidze | თემა: ქართველები პრაღაში 2004 | თარიღი: 13-11-2004

2

(კახა მჭედლიძე, რადიო თავისუფლება, პრაღა) როგორც იცით ”რადიო თავისუფალი ევროპა – რადიო თავისუფლების” შტაბ-ბინა ჩეხეთის დედაქალაქში პრაღაშია დაფუძნებული. გადავწყვიტეთ აქ პრაღაში მცხოვრებ ქართველებზე რეპორტაჟების ციკლი მოვამზადოთ და გაგაცნოთ თუ რის მიაღწევა შეძლეს საქართველოდან ემიგრირებულმა ქართველებმა. პირველ გადაცემას 14 წლის ლევან ბოკერის ვუძღვნით. ის 1 წლის იყო როდესაც მშობლებთან ერთად აფხაზეთი დატოვა ცნობილი მოვლენების გამო და ოდნავ მოგვიანებით ჩეხეთის რესპუბლიკის დედაქალაქში, პრაღაში გადმოვიდა საცხოვრებლად. სწორედ აქ მიაღწია ლევანმა გამორჩეულ წარმატებებს.