მინიატურების მუზეუმი

ავტორი: Kakha Mchedlidze | თემა: გასეირნება პრაღაში, პრაღის შესახებ | თარიღი: 08-03-2009

0

სტრახოვის მონასტერიდან პრაღის მშვენიერი ხედები იშლება. თავად მონასტერიც ძალიან საინტერესოა, ბიბლიოთეკაც, მაგრამ უფრო საინტერესოდ ამ მონასტრის ეზოში, ერთ პატარა შენობაში მოწყობილი მინიატურების მუზეუმი მომეჩვენა. 

ნემსის ყუნწში მოთავსებული აქლემების ქარავანი, ადამიანის თმაზე განლაგებული მატარებლის ვაგონები, მარცვლის გულში ჩახატული პუშკინი, მამონტის ძვალზე შესრულებული მინიატურული ნახატები და ასე შემდეგ – ციმბირელი მხატვრის ანატოლი კონენკოს ნამუშევრებია. მათი უმრავლესობის ნახვა მხოლოდ მიკროსკოპითაა შესაძლებელი. შეუარაღებელი თვალით პატარა მარცვალი ან მხოლოდ თმა ჩანს.

მუზეუმის მფლობელიც ეროვნებით რუსია, რომელმაც როგრც კი გაიგო რომ ქართველი ვიყავი იმწამსვე გაიხსენა, რომ ბებიამისი ბათუმში ცხოვრობდა. ქართველ კაცზე ყოფილა გათხოვილი და 90-იან წლებში მარტოხელა დარჩენილი რუსის ბაბო, იმ დროინდელი პოლიტიკური ვითარების გამო, იძულებული გაუხდიათ ბინა იაფად გაეყიდა და რუსეთში გადაბარგებულიყო. მე კი ვუმტკიცე რომ ახლა ჩვენთან ეგრე აღარ ხდება და რომ ეგრე მხოლოდ რუსეთში იქცევიან, მაგრამ გაფუჭებულ საქმეს რაღა უშველის?

მიუხედავად ყველაფრისა მინიატურები მაინც ძალიან საინტერესო სანახავია.

დაწერეთ კომენტარი

*
To prove you're a person (not a spam script), type the security word shown in the picture. Click on the picture to hear an audio file of the word.
Click to hear an audio file of the anti-spam word