პრაღის მეტრო

ავტორი: Kakha Mchedlidze | თემა: პრაღის შესახებ | თარიღი: 12-11-2007

4

ნამესნი მირუმეტროში პრაღაში ჩაფრენისთანავე მოვხვდი, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი კოლეგა აეროპორტში ავტომობილით დამხვდა. ქალაქში როგორც კი შევედით სადღაც კუთხეში მანქანა გააჩერა და მეუბნება ახლა მეტროში უნდა ჩავიდეთო. გამიკვირდა, ასე მითხრა სამსახურშიც მეტროთი დავდივარ, რადგან ქუჩები ყოველთვის გადატვირთულია და მანქანის გაჩერებაც ძალიან ძვირი ღირსო.

მოკლედ ჩავედით მეტროში, შესვლისთანავე კოლეგა ავტომატთან მივიდა და ჩემთვის ბილეთი იყიდა და მითხრა ესკალატორამდე რომ პატარა ყვითელი ყუთია იმაში ჩადე, დაარეგისტრირე და მერე ამოსვლამდე თან იქონიეო.

ცოტა რამ ბილეთების შესახებ, ისინი სხვადასხვა ღირებულებისაა და იმის მიხედვით უნდა შეარჩიო რამდენ სადგურს გაივლი და რამდენ ხაზზე გადაჯდები. ამის გამოთვლა ბილეთების ავტომატებთან გამოკრული დიდი რუკის მეშვეობითაა შესაძლებელი. ბილეთების გარდა არის აბონემენტები, რომლითაც პრაღელების უმრავლესობა სარგებლობს. თვეში ორჯერ მეტროს ადმინისტრაცია რეიდებს აწყობს და ბილეთებს ამოწმებს. ვაიდა არ გექნა ან ზედმეტი გაიარე, კაი დიდი ჯარიმა არ აგცდება.

მეტროს ვაგონიმიწისქვეშეთში მიმავალი ესკალატორი მოკლე აღმოჩნდა და უცებ ჩავედით სადგურში. სადგური უბრალო და ფერადი, სუფთა და განათებული დამხვდა. მატარებელიც მალე გამოჩნდა, ჩვენებურს გავდა, ოღონდ შეღებილ გასუფთავებული. მერე მითხრეს ”მიტიშინსკის” ქარხნის ვაგონები, აქ სიმენსის ქარხანაში აღადგინესო და თითო ვაგონი 700 ათასი ამერიკული დაჯდაო.

ვაგონი თეთრ და წითელ ფერებშია გადაწყვეტილი, ლამაზია :) აგე სურათი თუ არ გჯერათ. დისპლეებით და რუკებით აღჭურვილი და კიდევ სასიამოვნო ხმა აცხადებს გაჩერებებს. (მოუსმინე: ი.პ. პავლოვა)

ვაგონი ხმაურობს მაგრამ ისე არა როგორც ჩვენთან. მშვენიერი რბილი სკამები აქვს და შიგნიტ კონდენცირებული ჰაერი შემოდის.

მოკლედ ვაგონიდან გამოსვლის შემდეგ მიწისქვეშა სადგურიდან ამოსასვლელად რამდენიმე გასასვლელია, მათ შორის ლიფტიც. თუმცა ლიფტი ინვალიდებისთვისაა არც ზარმაცები ამბობენ უარს ლიფტით მგზავრობაზე.

და რაც ყველაზე მთავარია მეტროს მატარებლები დადიან გრაფილის მიხედვით. ანუ იცი რომელ საატზე, რომელ წუთსა და რომელ წამზე იქნები პრაღის ამა თუ იმ ადგილზე. 

მეტროს ახალი მატარებელიმეტრო დაყოფილია, წითელ, მწვანე და ყვითელ ხაზებად და თბილისის ზომის ქალაქს (პრაღაში ოფიციალურად 1.2 მილიონი კაცი ცხოვრობს) თითქმის მთლიანად ფარავს. აქვე შეგიძლიათ ნახოთ პრაღის მეტროს რუკა.

მთავარი მავიწყდებოდა, პრაღის მეტროს ერთ ხაზზე, წითელ ხაზზე დადის მატარებლების ახალი ძალიან ლამაზი და კომფორტული შემადგენლობა. ეს არის სიმენსის მატარებლები, რომლებით მგზავრობა ერთი სიამოვნებაა :)

Share and Enjoy:
  • Digg
  • Sphinn
  • del.icio.us
  • Facebook
  • Mixx
  • Google Bookmarks

კომენტარი (4)

პრაღაში არ ვარ ნამყოფი, მაგრამ რათქმა უნდა დიდი სიამოვნებით დავათვალიერებდი. ულამაზესი ქალაქია ჭეშმარიტად არაფრით არ არის არც პარიზე და ლონდონზე ნაკლები. შენარჩუნებული აქვს თავისი იერი და ხიბლი. მეტროს რაც შეეხება რატომღაც ახლად გარემონტებულ თბილისის მეტრო სადგურებს და ვაგონებს მივამსგავს. რაც არ უნდა იყოს ნიუ იორკის მეტროს ალბათ ბევრი სხვა ჯობია. საშინელი ადგილია 2 ჯერ ვიყავი და ის კოშმარი სიცოცხლის ბოლომდე გამყვება. თბილი მოკითხვები ყველა ჩეხეთში მყოფ ქართველს ამერიკიდან გისურვებთ წარმატებებს და აქვე მოგილოცავთ გიორგობას

კეთილი იყოს შენი მობრძანება :) პრაღა მართლა სასიამოვნო დასათვალიერებელია და უამრავი საინტერესო ადგილია, ციხე-კოშკები, ტაძრები, სასახლეები, კულტურული ცენტრები, ოპერა, კინო… საუკეთესო უნივერსიტეტები…

მეტროს რაც შეეხება, ზევითაც დავწერე, ეგ ჩვენებმა მიამსგავსეს პრაღის მეტროს ვაგონებს. მიშამ პირდაპირ თქვა 2005-ში ჩვენი მეტრო პრაღისას უნდა გავდესო, მაგრამ დამიჯერე გარემონტებულ სადგურებს და მატარებლებს ბევრი უკლია პრაღამდე.

კი სააკაშვილს ძალიან ამბიციური განცხადებები აქვს, იმედია მეტროს მაინც მიხედავენ სხვა დანარჩენში სერიოზულად მეპარება ეჭვი. ზოგადად პრაღაში მყოფ ქართველობაზე რას იტყოდი? როგორი მდგომარეობაა

[...] ოდნავი მატებაა. მაგალითად თუ მეტროს ესკალატორზე ოთხი წლის წინ მხოლოდ [...]

დაწერეთ კომენტარი

*
To prove you're a person (not a spam script), type the security word shown in the picture. Click on the picture to hear an audio file of the word.
Click to hear an audio file of the anti-spam word