მარიხუანის ლეგალიზება

ავტორი: Kakha Mchedlidze | თემა: სიახლეები | თარიღი: 10-05-2009

2

იმ დროს, როდესაც თბილისში 10 ათასამდე კაცი პარლამნტის წინ პრეზიდენტის გადადგომას მოითხოვდა და ამაში ხედავდა საკუთარი პრობლემების გადაწყვეტას, პრაღაში დაახლოებით ამდენივე ადამიანი, ძირითადად ახალგაზრდობა შეიკრიბა. იქაურებმა პრეზიდენტს რას ვერჩითო და მარიხუანის ტოტალური ლეგალიზება მოითხოვეს.

პრაღულ დაბოლილ ოპოზიციურ მოძრაობაში ჩაერთო ჩემი კარგი ნაცნობი ”ჯღარო”. ის ოლემოუციდან მატარებლის კოლონას შეუერთდა და პრაღაში ცელოფნის საკანში არა, მაგრამ კაი მწვანე ფერდობზე კი ამოჰყო თავი. სწორედ მან მომაწოდა მარიხუანის სურნელით შებოლილი ეს ფოტოები და ვიდეოს გადაღებაც მოახერხა :)

ვიდეო - http://www.facebook.com/video/video.php?v=79310184871&ref=mf

პრაღაში მარიხუანის მოწევა არავის უკვირს. მე რასაც ვხედავდი სიგარეტზე მეტად არსად ებრძვიან (სიგარეტის მოწევა ტრამვაის მოსაცდელებშიც კი აკრძალულია). დაბოლილი ოპოზიცია ამბობს, რომ საჭიროა მარიხუანის გლობალური ლეგალიზება – დათესვა, მოყვანა, დაფასოება და გაყიდვა… ისე ქვეყანაში სადაც აბსენტი არავის უკვირს და მარიხუანის არაყი ვაცლავკაზეც იყიდება – დაბოლილების მოთხოვნა სრულებით სამართლიანად მეჩვენება :)

   

ბმულები:
http://video.novinky.cz/video/doporucujeme/?videoId=5875

http://www.youtube.com/watch?v=jXSgz1djgRo

Share and Enjoy:
  • Digg
  • Sphinn
  • del.icio.us
  • Facebook
  • Mixx
  • Google Bookmarks

კომენტარი (2)

ვა, რა კაი სტატიაა… სასიამოვნო, თბილი, კეთილი, პოზიტიური.. თემასავით :) პატარა ჯღაროს რესპექტები დიდი ჯღაროსგან :)

ამსტერდამსში არაა მგონიი ასე :D მთელი პრაგა პლანს ეწევა. tu moxvdebit pragashi aucileblad naxeet bari Chapeua rouge ! an bongo bongo da naxaavt ra xdeba aq :)

დაწერეთ კომენტარი

*
To prove you're a person (not a spam script), type the security word shown in the picture. Click on the picture to hear an audio file of the word.
Click to hear an audio file of the anti-spam word