ლინდა ვოიტოვა – პრაღელი ლამაზმანი
ავტორი: Lord Vader | თემა: ცნობილი პრაღელები | თარიღი: 20-03-2008
5
ევროპის ერთ-ერთ უმშვენიერეს ქალაქად პრაღას არა მხოლოდ ულამაზესი არქიტექტურა აქცევს, არამედ მის ქუჩებში მოსეირნე ლამაზი ქალებიც.
შემთხვევითი არაა, რომ მსოფლიოს ყველა კუთხეში კარგად ცნობილ სუპერმოდელთა შორის, ბევრი ჩეხური წარმოშობის ლამაზმანია – ძნელია ისეთი ადამიანის მოძებნა, ვინც არ იცის დანიელა პესტოვას, პეტრა ნემცოვას, ევა ჰერციგოვას, კაროლინა კურკოვას სახელები, თუმცა, ვინაიდან ამათგან არც ერთი არ არის პრაღაში დაბადებული, მინდა ახალგაზრდა, მაგრამ უკვე კარგად ცნობილი მოდელი ლინდა ვოიტოვა (Linda Vojtova) გაგაცნოთ.
ლინდა ვოიტოვა 1985 წლის 22 ივნისს დაიბადა პრაღაში. დედამისი – იურისტია, მამა კი – მასწავლებელი. 15 წლის იყო, როდესაც Elite Model Look ჟენევაში მოწყობილ კონკურსში მიიღო მონაწილეობა და გაიმარჯვა. აქედან მოყოლებული მისი სამოდელო კარიერა დიდი წარმატებით ვითარდება. მომდევნო წელს ფრანგული Elle-ს გარეკანზე გამოჩნდა. 2002 წლის გაზაფხულზე შედგა მისი დებიუტი პოდიუმზე – წარმოადგინა “ჟივანშის”, “ლუი ვიტონის” და “სონია რაიკელის” კოლექციები.
დღესდღეობით ლინდა ვოიტოვა პრაქტიკულად ყველა ცნობილ სამოდელო სახლთან და დიზაინერთან მუშაობს, გამორჩეულად კი ”არმანისა” და ”პრადასთან” (რომელსაც საყვარელ ბრენდად ასახელებს), მაგრამ განსაკუთრებით წარმატებული მაინც ლინდა ვოიტოვასა და თეთრეულის მწარმოებელი ფირმების ”ვიქტორიას სეკრეტის” და ”პალმერსის” თანამშრომლობაა და ამ წარმატების საწინდარი, რა თქმა უნდა, მოდელის იდეალური ფიგურაა.
მოდის სამყაროში მოღვაწეობის პარალელულად სწავლობს ეკონომიკას.
უყვარს ყველაფერი ჩეხური – ლუდი (რომლის დალევაც წონის მომატების შიშის გამო ეკრძალება), ჩეხური სამზარეულო, პრაღა და მილან კუნდერა.
ალბათ, ძალიან უყვარს ქართველი მამაკაცებიც (თუმცა ჯერ ეს არ იცის
).
© Lord Vader

ძალიან საინტერესო ახალგაზრდაა, თან პოდიუმი და თან ეკონომიკა
ბენდუქიძემაც პოდიუმით დაიწყო… მარა მერე წონაშო მოიმატა და ეკონომიკაში გადავარდა.
არა წონაში მას მერე მოიმატა რაც ეკონომიკის გემო იგემა
saintereso tendenciaa: ekonomisti modelebi, istorikosi da finansisti fexburtelebi (mag. kaxi kalaze) ……
[...] ლუდის, ვაჟკაცური ჰოკეისა და ლამაზი ქალების ქალაქი – ის კარგი მუსიკის [...]