ჰაველი და ფორმანი “მიუნხენის შეთანხმებას” კინოეკრანზე გადაიტანენ

ავტორი: Lord Vader | თემა: სიახლეები | თარიღი: 05-11-2008

1

HavelFormanმილოშ ფორმანი და ვაცლავ ჰაველი მიუნხენის შეთანხმების შესახებ ფილმის გადაღებას აპირებენ. ფილმი დაეფუძნება ფრანგი მწერლის ჟორჟ-მარკ ბენამუს რომანს “მიუნხენის აჩრდილი” (“Le fantome de Munich”). ვაცლავ ჰაველი, რომელმაც რომანის ჩეხურ თარგმანს წინასიტყვაობა დაურთო, ამჯერად მას კინოსცენარად გადააკეთებს.

რომანის ავტორისგან ნებართვა უკვე მიღებულია.
ჰაველი და ფორმანი ძველი მეგობრები არიან – ისინი ნაციზმის მსხვერპლთა სკოლა-პანსიონატში სწავლობდნენ ერთად. ერთობლივი მუშაობის სურვილი მათ ადრეც ჰქონდათ, თუმცა, როგორც ჩანს, საერთო თემა დღემდე ვერ გამოძებნეს.

როგორც ფრანს-პრესი იტყობინება, ვაცლავ ჰაველს გადაწყვეტილი აქვს გარკვეული პარალელები თანამედროვეობასთანაც გაავლოს (კერძოდ, საქართველოში რუსეთის აგრესია იგულისხმება).
ჰაველმა ამგვარი შედარება არაერთხელ გააკეთა საჯაროდ. პრეზიდენტ სააკაშვილის შეცდომებზე საუბრისას, ჰაველმა რუსულ პროვოკაციაზე მიუთითა და აღნიშნა, რომ მიუნხენის აჩრდილი კვლავ ცოხალია.

Le fantome de Munichჟორჟ-მარკ ბენამუს რომანის გმირია ჩეხური წარმოშობის ამერიკელი ჟურნალისტი, რომელიც მიუნხენის შეთანხმების რეალური ისტორიის გარკვევას ცდილობს და ამ მიზნით ესაუბრება საფრანგეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრ დალადიეს.

სიმბოლურია, რომ ფრანგი მწერალი ნიკოლა სარკოზის აქტიური მხარდამჭერი და მისი საარჩევნო შტაბის წევრიც კი იყო.

ფილმი ეკრანებზე (იმედია, აგრეთვე – საქართველოშიც) 2009 წელს გამოვა.

კომენტარი (1)

როგორ ვიზარმაცე და ეგ ხელშეკრულება არ მოვძებნე :(

დაწერეთ კომენტარი

*
To prove you're a person (not a spam script), type the security word shown in the picture. Click on the picture to hear an audio file of the word.
Click to hear an audio file of the anti-spam word