კარლოსის ხიდი

ავტორი: Kakha Mchedlidze | თემა: პრაღის შესახებ | თარიღი: 17-12-2007

7

კარლოსის ხიდიკარლოსის ხიდზე (Karlův most) ხშირად ვსეირნობდი. არარომანტიული ადამიანი ვარ, მაგრამ იქაურობის რომანტიკა, განსაკუთრებით დაბინდების შემდეგ, თავისით მიზიდავდა. ერთხელაც ზლაზვნით სიარულის დროს ქართველების ხმა შემომესმა. ”ზღაპარში ვართ, ზღა-პა-რშიიი!!!…” იმეორებდა აღტაცებული ქალბატონი ქართველების დიდი ჯგუფიდან. წამოვეწიე, მივესალმე და აღმოჩნდა, რომ ჯანდაცვის სამინისტროს დელეგაცია იყო. სურათის გადაღება მთხოვეს, გადავუღე, დავემშვიდობე და კარლოსის ხიდის ქანდაკებებით შექმნილ ზრაპარულ აურაში დამოუკიდებლად სამოგზაუროდ დავტოვე. 

წელს პრაღა კარლოსის ხიდის მშნებლობის დაწყებიდან 650 წლისთავს აღნიშნავს. ეს არის ყველაზე უძველესი ხიდი მდინარე ვლტავაზე და პრაღის სიმბოლოდაა ქცეული. ხიდის აშენება ჩეხმა მეფე კარლოს IV გადაწყვიტა და ასტროლოგების რჩევის მიხედვით ხიდის საფუძვლის პირველი ქვა 1357 წლის 5 საათსა და 51 წუთზე ჩაადუღაბეს.

ხიდის სიგრძეა 520 მეტრი და სიგანე 9,5 მეტრი. ის ერთმანეთთან აკავშირებს პრაღის რაიონებს, ”სტარო მესტო” და ”მალა სტრანა”. ხიდის მშენებლობისას ეს რაიონები დამოუკიდებელი ქალაქები იყვნენ. ”კარლოსის ხიდის” აშენებამდე მდინარე ვლტავაზე ამავე ადგილზე 1170 წლიდან იუდიფეს ხდი ფუნქციონირებდა, რომელიც 1342 წლის წყალდიდობამ დაანგრია. კარლოსის ხიდი ისეთი გამძლე აღმოჩნდა, რომ წყალდიდობას საუკუნეების შემდეგაც (2002 წელს) გაუძლო.

ხიდის ორივე თავს კოშკები ამშვენებს. აღმოსავლეთის კოშკი შუა საუკუნეების არქიტექტურის საუკეთესო ნიმუშად ითვლება. კოშკზე გამოსახულია სხვადასხვა სკულპტურები, ჩხეთის მიწების გერბები და სხვა. მეორე მხარეს აღმართულ კოშკზე კი ხიდის მფარველის ”ვიტას”, კარლოს IV-სა და ვაცლავ IV-ის სკულპტურებია.

იან ნეპონუცკისკულპტურა და ქანდაკება არ აკლია თავად ხიდს. ხიდის ყოველ ბურჯზე აღმართულია სხვადასხვა საკულტო ქანდაკება, სულ 30. ისინი ბაროკოს ხანაში შექმნეს ცნობილმა მხატვრებმა.

კარლოსის ხიდს მაგიურსაც უწოდებენ, რადგან მასზე ოცნების ჩაიფიქრების რიტუალი სრულდება. ხშირად მინახავს ტურისტები რომლებიც იან ნეპონუცკის სკულპტურაზე ხელით შეხებას ცდილობენ. თუმცა ეს არ ყოფილა საკმარისი იმისთვის რომ ოცნება აგიხდეთ. ამის შემდეგ უკან, ჩუმად, უნდა გაიაროთ ასი მეტრი და წმინდანის ხიდიდან მდინარეში გადაგდების (ხიდიდან ვაცლავ IV-ს გადაუგდია) ადგილზე, ხელებისა და ფეხის შეხებით თქვენი ოცნება დაამაგროთ. ამ ადგილზე ხიდის მოაჯირზე ამოკვეთილია ჯვარი.

სხვა ქანდაკებების აღწერაც მალე იქნება :)

ფოტოები:

131842533_b8f5719a68_o.jpg 190809083_94aa230d03_b.jpg 82543726_c70939170f_o.jpg 469734485_2e142d2b33_b.jpg

ვიდეო: 

კარლოსის ხიდი – Karlův most

კარლოსის ხიდის მუსიკოსები

Share and Enjoy:
  • Digg
  • Sphinn
  • del.icio.us
  • Facebook
  • Mixx
  • Google Bookmarks

კომენტარი (7)

[...] გულში, მისამართზე: Karoliny Světlé 35, Prague 1. კარლოსის ხიდისა და უდიდესი დისკოთეკის კარლოვი [...]

[...] ერთი-ორი მაღაზიის მონახულების შემდეგ სადც ბევრი ვერაფერი ვნახე საკბილო კარლოსის ხიდს მივადექი. ამ ხიდის ისტორიის მოყოლას აღარ შევუდგები, მის შესახებ ამ ბლოგის გახსნისას დავწერე: http://www.mypraha.info/karlov-most/ [...]

[...] მქონდა აღებული როდესაც შევამჩნიე ”კარლოსის ხიდის” ერთერთი კოშკის ღიად დარჩენილი [...]

[...] ვიშეჰრადში ინახება ”კარლოსის ხიდის” ძეგლების ორიგინალები, რამდენიმე [...]

Praga dzalian lamazia!Ramdenjerac vikavi isev ik minda dabruneba,menatreba kidec ikauri arkitektoruli silamaze da xalxmravloba ulamazes kuchebze-turistebi kamerebit agchurvilebi,karlov mostikze naxatebis datvaliereba da vltavaze gaseirneba!

[...] შევეცდები. ერთერთი მთავარი ხიდის ”კარლოსის ხიდის” (კარლოვ მოსტი) შესახებ ამ ბლოგის [...]

[...] ჩვეულებრივ დღეს, 7 დეკემბერს, პრაღაში კარლოსის ხიდზე სიცივით მობუზული ტურისტების დიდ [...]

დაწერეთ კომენტარი

*
To prove you're a person (not a spam script), type the security word shown in the picture. Click on the picture to hear an audio file of the word.
Click to hear an audio file of the anti-spam word