იან პალახი
ავტორი: Lord Vader | თემა: ცნობილი პრაღელები | თარიღი: 04-08-2008
9
2008 წლის აგვისტოში საბჭოთა კავშირისა და „ვარშავის ბლოკის“ ჯარების ჩეხოსლოვაკიაში ინტერვენციის 40 და ამ ინტერვენციის ყველაზე ცნობილი მსხვერპლის იან პალახის დაბადების 60 წელი სრულდება, რომელმაც ინტერვენციის მიმართ პროტესტის ნიშნად თავი დაიწვა.
როგორც თვითმხილველნი ყვებიან, 1969 წლის 16 იანვარს, დაახლოებით დღის ოთხ საათზე ჩეხი სტუდენტი იან პალახი ვაცლავის მოედანზე ეროვნულ მუზეუმს მიუახლოვდა, პლატო გაიხადა, პლასტმასის ბოთლიდან, რომელიც თან ჰქონდა მოტანილი, ბენზინი გადაისხა და ასანთს გაჰკრა.
აალებულ ახალგაზრდას გამვლელები მიცვივდნენ და თავიანთი პალტოები, ქურთუკები ზედ დააყარეს და ცეცხლის მოგუდვა და ჩაქრობა მოახერხეს. მიუხედავად ამისა, მისი გადარჩენა უკვე შეუძლებელი იყო – სამი დღის შემდეგ იგი მრავალრიცხოვანი მძიმე დამწვრობების გამო საავადმყოფოში გარდაიცვალა.
იან პალახი 1948 წლის 11 აგვისტოს დაიბადა. ბევრი მისი თანატოლისგან განსხვავებით, ის ანტიკომუნისტი არ ყოფილა, მეტიც, თანაკურსელები (პალახი კარლის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე სწავლობდა) მას „ბოლშევიკსაც“ კი უწოდებდნენ. მაგრამ ის გულწრფელი ადამიანი იყო და მით უფრო მძიმედ განიცდიდა, მისი შეხედულებით, „მოძმე“ ქვეყნების ქმედებას. ინტერვენციის დაწყებამ მისი იდეალები დაანგრია. პროკლამაციებში, რომლებიც ვაცლავის მოედანზევე პალახის მიერ მოტანილ პორტფელში აღმოაჩინეს, ეწერა, რომ ის საიდუმლო ჯგუფის წევრი იყო, რომელსაც მიზნად თვითშეწირვით თავისუფლების შეზღუდვისა და უუფლებობის წინააღმდეგ პროტესტის გამოხატვა დაესახა.
მიუხედავად ამ წერილებისა, ჩეხოსლოვაკიის უშიშროების სამსახურმა და საბჭოთა კა-გე-ბეს აგენტებმა რაიმე ორგანიზაციის კვალი ვერ აღმოაჩინეს. თავად პალახმაც საავადმყოფოში მისულ თანაკურსელებს უთხრა, რომ არ სურდა, მისი ნაბიჯი სხვებსაც გაემეორებინათ. ლუბოშ კოლეჩეკმა, იან პალახის ერთ-ერთმა თანაკურსელმა, ასე გადმოსცა პალახის სიტყვები: „ჩემმა ნაბიჯმა მიზანს მიაღწია. დაე, მას ნურვინ გაიმეორებს. სტუდენტები უნდა ეცადნონ, თავს გაუფრთხილდნენ, რათა თავიანთი სიცოცხლე ჩვენი მიზნების აღსრულებას მიუძღვნან“.
მაგრამ პალახის ნაბიჯმა მაინც გამოიწვია ჯაჭვური რეაქცია. 25 თებერვალს ვაცლავის მოედანზე სტუდენტმა იან ზაიცმა დაიწვა თავი. როგორც გაირკვა, ის პალახს პირადად არ იცნობდა. რამდენიმე თვის განმავლობაში, პროტესტის ნიშნად თავის დაწვას 26 ადამიანი შეეცადა. ზოგიერთი მათგანის გადარჩენა მოხერხდა. იყვნენ ისეთებიც, ვისი პროტესტის დამალვაც უშიშროების სამსახურმა მოახერხა – მაგალითად, დიდი ქარხნის პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილის, ეუჟენ პლოცეკის ნაბიჯი, მხოლოდ ოციოდ წლის შემდეგ გახდა ცნობილი. პლოცეკმა ჩეხეთის ქალაქ იიგლავას ქალაქკომის შენობის წინ დაიწვა თავი, თან საპროტესტო წერილები დატოვა, სადაც ბოროტების წინააღმდეგ ბრძოლისკენ მოუწოდებდა.
იან პალახისა და იან ზაიცის ხსოვნის საპატივცემულოდ ვაცლავის მოედნის ქვაფენილს, ეროვნული მუზეუმის წინ ბრინჯაოს ჯვარი ამშვენებს. პალახის მემორიალი ევროპის სხვა ქალაქებშიცაა. პალახის სახელს ატარებს ჩეხი ასტრონომის კოჰუტეკის მიერ აღმოჩენილი ასტეროიდიც და ხორვატულ ქალაქ რიეკას პოპულარული როკ-კლუბიც.
1991 წელს იან პალახს ტომაშ მასარიკის პირველი ხარისხის ორდენი მიენიჭა.
იან პალახის სახელი – ჩეხი ხალხის გაუტეხელი სულის და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის სიმბოლოა.
P.S.
ვინაიდან 11 აგვისტოს აქ არ ვიქნები, წერილს წინასწარ, ასე ვთქვათ, ავანსის სახით ვაქვეყნებ ![]()
და, ჯერ არ ვიცი რამდენი ხნით, მაგრამ Lord Vader გემშვიდობებათ.
იმედია, თუ ინტერნეტში არა, სადმე პრაღაში მაინც შევხვდებით

საით გაგიწევია ლორდ?
Something is rotten in the state of Denmark
magrebi arian ra es Cexebi ………………
rusulad kaciSvili ar laparakobda, gana ar ciodnen . .prosta ra. ………………..etyoba palaxis nairebis pativsacemad
მე მაგალითად რუსულად დამელაპარაკნენ
mteli qartuli samtavrobo saitebi daixaka. kaxa tavis mxriv cdilobs da tavis saitze awkobs informacias
http://www.tbilisiweb.info/
ახლა ამ კაცის საქციელი ქართულ რეალობაშიც აქტუალურია
მაინც იმედი მაქ მაგ დონემდე არ მისულა სიტუაცია… ამწუთას ვუსმინე ბუშის გამოსვლას და ცოტა დააკლდა რა… თან აშშ უშიშროების საჭოსთან მართავს კონსულტაციებს… არც საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ან პრეზიდენტი ჩასულა პრაღაში ან მოსკოვში მაშინ…
მაინც იმედიმაქვს…
ტალეირანმა წაგებული ომი ამოქაჩა დიპლომატიით. ყველაფერი ხდება ამ ქვეყნად…
როცა მე ეს დავწერე მაშინ დასავლეთი ხმას არ იღებდა, ახლა რაღაც იმედები გაჩნდა.
მე იმედი მაქვს რომ რუსეთს სამშვიდობო მანდატს აახევენ. ამას მე მგონი გერმანიაც ვერ შეეწინააღმდეგება. რუსები არ გავლენ – ეგეც აშკარაა, მაგრამ დარჩებიან უკვე ყველა ნორმის დარღვევით, რასაც მოყვება ჩვენი პარლამენტის მიერ მათი ოკუპანტებად გამოცხადება. საერთაშორისოები ამას დაეთანხმებიან. შეიძლება სანქციებიც შემოიღონ რამე… ასე თუ ისე… ყოველ შემთხვევაში ეს არის ერთადერთი რაც შეიძლება ამ სიტუაციაში დადებითი მოხდეს, რომ დიპლომატიურად მოვიგოთ… დაკარგულ სიცოცხლეს ვერ დაიბრუნებ ეგაა საშინელება… დანგრეულის აშენება შეიძლება ისევ.