არის თუ არა საახალწლოდ პრაღის სასტუმროებში თავისუფალი ნომრები

ავტორი: Kakha Mchedlidze | თემა: სიახლეები | თარიღი: 19-11-2007

0

Hotel Europeამ დღეებში ჩეხეთის საინფორმაციო საშუალებებმა გაავრცელეს ცნობები, რომ ახალი წლის დღეებისთვის პრაღაში თითქმის ყველა სასტუმროს ნომერი დაჯავშნულია. იგივეს ამბობენ ტურისტული სააგენტოებიც. რადიო ”პრაღის” კორესპონდენტებმა მცირე კვლევა ჩაატარეს და დარწმუნდნენ, რომ სასტუმროების დიდ ნაწილში ნომრის შოვნა შესაძლებელია. მათი აზრით პრობლემას მცირე ზომის ტურისტული სააგენტოები ქმნიან, რომლებიც ცდილობენ ძვირად გაასაღონ სასტუმროს ნომრები. 

საახალწლოდ პრაღაზე დიდი მოთხოვნილებაა, მაგრამ როგორც დიდი ტურისტული კომპანიები ირწმუნებიან სამ ვარსკვლავიან, დაბალფასიან სასტუმროებში თავისუფალი ნომრები, ასევე 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების ლუქსები, მაინც იქნება.

პრაღა საახალწლოდ ძირითადად რუს ტურისტებს იზიდავს და ამის მიზეზი ის საახალწლო ატმოსფეროა რომელსაც ამ ქალაქის მთავრობა ქმნის. რუსი ტურისტების ზღვა მეც ვნახე ახალი წლის დრეებში როდესაც ქალაქის ცენტრში რუსულის მეტი არაფერი მესმოდა. ეს ყველაფერი იწყება სადრაც 26-27 დეკემბრიდან, 25 მკვდარი დღეა. 31 დეკემბრისტვის ტურისტების რიცხვი პიკს აღწევს და საახალწლო ღამის გასატარებლად ყველა რესტორანი სასტიკად ძვირდება. საშუალოდ 100-დან 200 ევრომდე კაცი. ამ თაბხაში რაღაცეები შედის მაგრამ აზრი არ აქვს ჩამოწერას რადგან სხვადასხვა რესტორანში სხვადასხვა სერვისი იქნება. ასევე განსხვავებული ფასებია სასტუმროებშიც.

აი სასტუმროების კატალოგების რამდენიმე ლინკი:

http://www.prague-spot.com/
http://www.hotels-of-prague.com/
http://www.hotels.ltd.ge/europe.php  

დაწერეთ კომენტარი

*
To prove you're a person (not a spam script), type the security word shown in the picture. Click on the picture to hear an audio file of the word.
Click to hear an audio file of the anti-spam word