რეპრესირებული ჩეხური ჰოკეი
ავტორი: Lord Vader | თემა: სხვადასხვა | თარიღი: 26-03-2008
7
ვინ არ იცის სვეტიცხოვლის ტაძრის ამგები არსუკისძის ამბავი:
”დამიჭირეს, მკლავი მომჭრეს -
რატომ კარგი აგიგია…”
რაღაც ამის მსგავსი რამ გადახდათ თავს 1950 წელს ლეგენდარულ ჩეხ ჰოკეისტებს.
40-იან წლებში ჩეხოსლოვაკიურ ჰოკეიში საოცრად ნიჭიერი თაობა შეიკრიბა: აუგუსტინ ბუბნიკი, ბოჰუმილ მოდრი, სტანისლავ კონოპასეკი, ვლადიმირ კობრანოვი… იმ დროის მსოფლიოში საუკეთესო ჰოკეისტთა შორის მოიხსენიებოდნენ.
1947 წელს ისინი მსოფლიოს ჩემპიონები გახდნენ, 1948 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე მხოლოდ კანადელებთან დამარცხდნენ და ვერცხლის მედლები მოიპოვეს.
1948 წლის თებერვალში ჩეხოსლოვაკიის ნაკრები მოსკოვში მიიწვიეს, როგორც საბჭოთა ჰოკეის ნაკრების სპარინგ-პარტნიორები. მათ ჯერ ერთობლივი წვრთნები გამართეს, შემდეგ კი ხუთი მატჩი ითამაშეს. პირველი მატჩი ჩეხების გამარჯვებით დასრულდა. მეორე მატჩი – ფრით. საბჭოთა ნაკრებმა ტიტულოვანი მეტოქის დამარცხებაც მოახერხა, თუმცა, როგორც ბუბნიკი იგონებს, ადგილობრივი მსაჯი ჩეხოსლოვაკიის ჰოკეისტებს განუწყვეტლად აძევებდა მოედნიდან, ხოლო საბჭოთა ჰოკეისტები დაუსჯელად უხეშობდნენ. ეს ყველაფერი მოედანზე ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა და ჩეხმა და სლოვაკმა ჰოკეისტებმა მეორე პერიოდის შემდეგ მოედანზე გასვლაზეც კი უარი განაცხადეს და მხოლოდ ჩეხოსლოვაკიის ელჩის თხოვნის შემდეგ დათანხმდნენ მატჩის დასრულებას.
ეს ის პერიოდია, როდესაც ჩეხოსლოვაკიაში ხელისუფლება შეიცვალა – საბჭოთა კავშირის მხარდაჭერით ადგილობრივმა კომუნისტებმა სახელმწიფო გადატრიალება მოაწყვეს და პრეზიდენტ ბენეშის ხელისუფლება დაამხეს. მაგრამ, მიუხედავად ქვეყანაში შექმნილი სიტუაციისა, ჩეხოსლოვაკიის ჰოკეისტთა ნაკრები აგრძელებდა საერთაშორისო ასპარეზზე ტრიუმფალურ გამოსვლას – 1949 წელს მათ კვლავ მოიპოვეს მსოფლიოს ჩემპიონის ოქროს მედლები.
1950 წლის მსოფლიოს ჩემპინატის მასპინძლობა ლონდონს ხვდა წილად. 11 მარტს ჩეხოსლოვაკიის ნაკრები ინგლისში გასამგზავრებლად აეროპორტში შეიკრიბა. ჰოკეისტები საუკეთესო სპორტულ ფორმაში იმყოფებოდნენ და განწყობაც შესაბამისი იყო – გუნდი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის დასაცავად მიემგზავრებოდა. ამ დროს აეროპორტში კა-ენ-ბეს (ჩეხოსლოვაკიური ”კაგებეს”) წარმომადგენლები გამოცხადნენ და ჰოკეისტებს საპროტესტო ნოტაზე ხელმოწერა მოთხოვეს – თითქოს იმის გამო, რომ ბრიტანეთის საკონსულომ ჩეხოსლოვაკიის რადიოს ჟურნალისტებს ვიზაზე უარი უთხრა, გუნდი პროტესტის ნიშნად ჩემპიონატში აღარ მიიღებდა მონაწილეობას. ჰოკეისტებმა ამ განცხადებაზე ხელის მოწერაზე უარი თქვეს, მაგრამ ჩემპიონატზე ისინი მაინც არ გაუშვეს.
მეორე დღეს ბრიტანეთის საკონსულომ ხელმოწერილი ვიზები პირდაპირ საელჩოს ფანჯრებში გამოფინა – ამდენად, ვიზების ვითომცდა არგაცემის ისტორია ჩეხოსლოვაკიის უშიშროების გამოგონილი აღმოჩნდა.
ამის შემდეგ, პრაღის ერთ-ერთ ბარში უკმაყოფილო გულშემატკივრები და ჰოკეისტები შეიკრიბნენ. მათ თავს დაადგნენ უშიშროების აგენტები – დაიწყო გაწევ-გამოწევა, ჩხუბი. ამ დროს იქაურობას პოლიციელთა დიდი რაზმი მიადგა და ყველანი დააკავეს. ჩეხოსლოვაკიური და მსოფლიო ჰოკეის 11 ვარსკვლავი გაასამართლეს და სხვადასხვა ვადით (15, 14, 12, 10, 6… წლით) ”ლაგერში” – იახიმოვის ურანის საბადოზე ”გაამწესეს”.
მიუხედავად იმისა, რომ 5 წლის შემდეგ ყველა მათგანი შეიწყალეს, ეს ტრაგიკული ისტორია მათ, უმძიმეს პირობებში გატარებული წლების გარდა, დანგრეული სპორტული კარიერისა და შერყეული ჯანმრთელობის ფასი დაუჯდათ.
ბოჰუმილ მოდრი – იმ დროის მსოფლიო ჰოკეის საუკეთესო მეკარე – ”ლაგერში” მაღალი რადიაციის გამო დაავადდა და 47 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ამ უაზრო და დაუნდობელი ”ოპერაციის” დაგეგმვის რეალური ავტორები და მიზეზები დღემდე უცნობია. თავად ბუბნიკის აზრით, ყველაფერი საბჭოთა უშიშროების შეკვეთილი იყო – მათ უბრალოდ გადაწყვიტეს მსოფლიო და ევროპულ ასპარეზზე მთავარი კონკურენტების ჩამოშორება. იმის გათვალისწინებით, რომ საბჭოთა კავშირში სპორტი ყოველთვის იყო პოლიტიკის ნაწილი და, ვთქვათ, საბჭოურ ფეხბურთში ”კაგებეც” და ზოგადად სხვა ძალოვნებიც აქტიურად ერეოდნენ (თუნდაც ძმებ სტაროსტინების თუ სტრელცოვის საქმეები რომ გავიხსენოთ) – ეს ვერსია სრულიადაც არ ჩანს უსაფუძვლო.
”კაგებეს” ძალისხმევით წართმეული დიდების დაბრუნებისთვის ჩეხოსლოვაკიურ ჰოკეის 22 წელზე მეტი ხნის ლოდინი მოუწია – 1972 წლის მსოფლიო ჩემპიონატამდე, როდესაც მათ კვლავ მოიპოვეს ოქროს მედლები და ფინალში სწორედ საბჭოთა ნაკრები დაამარცხეს.
© Lord Vader

ვენაცვალე, კიდევ იტყვიან ჩეხებზე კომფორმისტები და კომუნისტები არიანო
ვინ ამბობს მაგას?
კონფორმისტები ვინ არიან კი ვიცი მე
ჩეხებს, ხორვატებს, პოლონელებს, ბალტიელებს ბევრი რამ შეიძლება დააბრალოს ადამიანმა, მხოლოდ არა კონფორმიზმი.
არა, შეიძლება კონფორმისტები არ არიან აშკარად, თუმცა რუსულ გაზზე რომ არიან მაინც შემჯდარები ეგაა საწყენი.
თორემ კონფორმიზმის მაგალითები თუ გინდა, აგერ ბატონო სლოვაკები და ბერძნები
ეს რა საინტერესო ბლოგი აღმოვაჩინე.
[...] არის მხოლოდ უბადლო ლუდის, ვაჟკაცური ჰოკეისა და ლამაზი ქალების ქალაქი – ის კარგი [...]
არ ვიცოდი ეს ამბავი…ახლა გასაგებია, რატომ არის ჩეხეთის და საღორის ჰოკეის გუნდების შეხვედრა ასეთი დაძაბული ხოლმე
ჰეჰე, გახსოვთ, ნაგანოში როგორ მოუგეს ჩეხებმა?
და ის გახსოვთ, გოჩა ესებუა თავისი მძევლებიანად (ერთი ჩეხი იყო) როგორ გულშემატკივრობდა ჩეხეტის ნაკრებს?
Чемпионат мира по хоккею 1969 года планировалось провести в Праге. Но 21 августа 1968 года в Чехословакию вошли советские войска, и Международная хоккейная федерация благоразумно перенесла мировое первенство в Стокгольм, лишив пражан возможности выражать свои эмоции не только перед танками и бронетранспортерами, но и перед хоккейной сборной СССР.
Согласно формуле турнира, ведущие команды встречались по два раза. Беспорядков и провокаций на матчах СССР—ЧССР опасались даже в Швеции. Перед началом чемпионата поступило предложение провести эти две игры без зрителей, а болельщикам показать их запись в стокгольмских кинотеатрах. Но организаторы сообразили, что беспорядки можно устроить не только на стадионе, но и в кино.
В декабре 1968 года на традиционный Приз “Известий” чехи в Москву не приехали. А в Стокгольм вторую по силе хоккейную сборную мира отправляли с напутствием: “Занять хоть последнее место, но при этом победить русских”.
21 марта 1969 года команды вышли на лед стадиона “Йоханнесхов”. Как описывал ход матча один из очевидцев, “чехам впору было давать вместо клюшек пулеметы — с такой ненавистью они бросились на наших”. Матч закончился фиаско советского хоккея — сборная СССР потерпела первое в истории чемпионатов мира поражение с сухим счетом 0:2. Пожимать соперникам руки отказались хоккеисты обеих команд. Вместо этого капитан сборной ЧССР Йозеф Голонка взял клюшку наперевес и дал из нее воображаемую очередь по советским хоккеистам.
Фото: ВАЛЕРИЙ ШИСТОВ
28 марта 1969 года состоялся второй матч. Чехи опять выиграли — 4:3. Эмоции били через край даже в Советском Союзе. Совместный просмотр матча в советских общежитиях заканчивался побоищами между поклонниками наших и болельщиками чехов, в роли которых выступали, как правило, уроженцы прибалтийских советских республик.
В Праге, на Вацлавской площади, начал собираться народ. Принесли плакаты “Получите за август”, “Чехословакия против оккупантов — 4:3″ и “Победа без танков”. На площади располагалось представительство “Аэрофлота”. Против 25 тыс. находящихся в эйфории чехов офис советской авиакомпании продержался недолго. Вынутыми из мостовой булыжниками толпа разбила витрину и ворвалась внутрь, круша все на своем пути. Стены офиса были изрисованы антисоветскими лозунгами.
Но Советский Союз быстро взял реванш. Во-первых, сборная СССР по хоккею все-таки стала чемпионом мира, тогда как чехословацкая заняла только третье место. А во-вторых, в день возвращения сборной ЧССР на родину, когда ее собралась встречать восторженная толпа, на советскую военную базу в Чехословакии прибыл министр обороны СССР маршал Андрей Гречко. Партия и правительство приказали начать борьбу с контрреволюцией, и маршал сообщил чехословацкому руководству, что в случае повторения беспорядков советским войскам разрешат стрелять на поражение.
Уже через день пражские газеты клеймили за неспортивное поведение своих хоккеистов, отказавшихся пожать руки советским товарищам. А еще через несколько дней был освобожден от занимаемой должности генсек компартии ЧССР Александр Дубчек. Его место занял верный ленинец Густав Гусак. Советский Союз победил контрреволюцию на всех фронтах!