თხილამურებით ბოჰემიის მთებში
990 ევროდ!
ევროპული კომფორტი და საქართველოზე დაბალი ფასები – ევროპის გულში ბოჰემიის მთებში – ჩეხეთის რესპუბლიკა, სამთო-სათხილამურო კურორტი ჰარაჩოვი
კურორტი მდებარეობს პრაღიდან 130 კილომეტრის მოშორებით, გერმანიისა და პოლონეთის საზღვარზე, ზღვის დონიდან 650-1020 მეტრის სიმაღლეზე, სადაც სათხილამურო სეზონი იწყება დეკემბერში და აპრილის ბოლომდე გრძელდება.
მოთხილამურეების განკარგულებაშია 8 სათხილამურო ტრასა. მათ შორის 6 დამწყებთათვის, 3 საშუალო სირთულის და 1 რთული ტრასა. აგრეთვე ერთი ტრასა მთელი ღამის მანძილზე განათებულია ღამით სრიალის მოყვარულთათვის. ჰარაჩოვის ერთერთი ტრამპლინი თავისი სიდიდით მთელს მსოფლიოში მეექვსეა. აქ 1983, 1992 წლებში ჩატარდა საერთაშორისო შეჯიბრებები ტრამპლინიდან ხტომაში.
ჰარაჩოვში არის თხილამურების, სნოუბორდებისა და სხვა აქსესუარების გაქირავების ცენტრები და თხილამურებით სრიალის შემსწავლელი სკოლები, როგორც უფროსებისთვის ასევე ბავშვებისთვის.
კურორტის ცენტრში მდებარეობს ბროლის ქარხანა ”ბოჰემიის კრისტალი”, რომელიც მეჩვიდმეტე საუკუნის დასაწყისიდან დღემდე მუშაობს. აქვეა ბროლის ნაკეთობათა მუზეუმიც.
ჰარაჩოვში მოგემსახურებათ 40 რესტორანი და ბარი, 4 დისკოთეკა, საბილიარდოები, ბოულინგცენტრები და კინოთეატრები.
სათხილამურო სპორტის მოყვარულებს და თხილამურებით სრიალის შესწავლის მსურველებს, მთაში მოგზაურობისა და სუფთა ჰაერის მოყვარულებს ვიწვევთ ჰარაჩოვში სამ ვარსკვლავიან სასტურმოში.
10 დღიანი ტურისტული პაკეტი 2 ადამიანისთვის – 1980 ევრო
• ავიაბილეთი თბილისი-პრაღა თბილისი
• დაზღვევა
• ვიზა
• ტრანსპორტირება პრაღის აეროპორტიდან კურორტამდე და უკან
• სასტუმრო (ერთჯერადი კვება, აუზი, ავტოსადგომი და გადასახადები)
დაგვიკავშირდი: ელ ფოსტა: mchedlidze@gmail.com ტელ: 421810
კურორტის ფოტოგალერეა
ვიდეო
[youtube=http://www.youtube.com/watch?v=B3hK0Kj8ztw]
[youtube=http://www.youtube.com/watch?v=TzvakBHDohM]




