გარდაიცვალა ვაცლავ ჰაველი
ავტორი: Kakha Mchedlidze | თემა: სიახლეები | თარიღი: 18-12-2011
0
ჩეხეთის საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, 75 წლის ასაკში გარდაიცვალა ვაცლავ ჰაველი – ამ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი, საზოგადო მოღვაწე, დრამატურგი და ესეისტი.
ჰაველი ჩეხოლოვაკიის ბოლო (1989-1992 წწ.) და ჩეხეთის რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტი იყო (1993-2003).
კომუნისტურ ჩეხოსლოვაკიაში ჰაველი აქტიურად იყო ჩართული პოლიტიკურ საქმიანობაში და დისიდენტური მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერად გვევლინებოდა. ის იყო ადამიანის უფლებათა მანიფესტის, „ქარტია 77“-ის ერთ-ერთი ავტორი და ხელმომწერი – დოკუმენტისა, რომელიც ჩეხოსლოვაკიის ოპოზიციური მოძრაობის წარმმართველ ძალად იქცა. ჰაველი ფილტვის კიბოთი იყო ავად და ბოლო წლებში რამდენიმე ოპერაცია გადაიტანა.
http://www.radiotavisupleba.ge/content/article/24425652.htmlikoni