გაგისინჯავთ ჩეხური ნაყინი?
ავტორი: qate | თემა: პრაღის შესახებ, სხვადასხვა | თარიღი: 26-07-2008
17
მოკლედ, ქართველს კაცს რომ კითხო, ჩეხეთში რა მოეწონა ყველაზე მეტად, ანდა რისთვის მიდის იქ, 80% უპასუხებს ჩეხური ლუდიო, პრინციპში მართლები არიან, იქაური ლუდი განთქმულია და უამრავი ადამიანი მიდის იქ, მის საწრუპავად. აი მე კი. რომ მკითხოთ, ჩეხური ნაყინი არანაკლებ პოპულარული უნდა იყოს. არ ვიცი რისგან და როგორ ამზადებენ გემოს ამ პატარა ჯადოქარ ბურთულებს, მაგრამ ვისაც იგი გაუსინჯია დამეთანხმება რომ თითოეულ მათგანს შეუძლია ჩეხური გემოს ის არომატი გაგრძნობინოს, რომელიც შემდგომ, შენს სამშობლოში დაბრუნებულს, აუცილებლად მოგანატრებს თავს. ეს ჩეხებმაც არჩვეულებრივად იციან, და აფასებენ კიდევაც ჩეხურ კიდევ ერთ კოლორიტს.
პრაღაში ბევრგან შეხვდებით, პატარა მყუდრო კაფეებს, სადაც ზაფხულის გრილი წვიმის დროს თავს შეაფარებ, ჭიქა კაპუჩინოზე რამდნიმენაირ ხილის ნაყინს შეუკვეთავ და წვიმის გადაღებას ისე “გემრიელად” დაელოდები, რომ ოდნავადაც არ დაგენანება ნაირ-ნაირ ფერად ნაყინის ბურთულებზე შეტანებული კალორიები
ფასიც არაა ძვირი, ერთი ბურთულა 12 კრონა (1.15 ლარი) ღის, ყველაზე ძვირი, ცენტრის კაფეებში მაქსიმუმ 30 კრონა ღირდეს .. .ერთი სიტყვით, ჩემი რჩევა იქნება ჩეხეთში ყოფნისას ნუ დაინანებთ დროს და ფულს, აუცილებლად შეიარეთ რომელიმე კაფეში და გაუსინჯეთ გემო შოკოლადის და ბანანის ნაყინს. ..
P.S ხო .. . მარწყვი და კივიც არ დაივიწყოთ . .. .გთხოვთ ![]()

ნიამ ნიამმ
ლუდი
ნაყინი
ქალები
ნაყინი მინდა,პრაღაშიც მინდა!
ჩემი სახელით ნეტა ვინ შემოიპარა?
aucileblad gavsinjav tanac maleeeeeeeeeee
))
შენი ნიკით შევარდა პირდაპირ,თანაც ჩემი აღარ მახსოვდა…;) ახლა თავიდან დავრეგისტრირდი
მოკლედ იმის თქმას ვაპირებდი რომ: ნაყინი არ მიჭამია და ეს როგორ მომივიდა ნეტა ჰაა?
ისე შე კაი ადამიანო,მაცივარი რომ გქონდა გამოტენილი ლუდით,გეყიდა ნაყინი რა მოხდებოდა…
netai aq ar iyideba sadme a? .. eh ras gaasworebda . .. da beherovka kide . . ehh yevla boTli carielia
ბეჰეროვკა აქვთ ვაჟაზე რომ ჩეხური რესტორანია იქ
ბეჰეროვკა მე არ მომეწონა, თითქოს ადეკოლონს სვამო,ახლა რომ ჩავალ,სპეციალურად ვიყიდი
ra Temis pasuxia da vaJaze romaa “PRAGUE”, mand ra pontia? normaluri situaciaa? tu Ripiani kacebis pivnoia?
.. beherovka iyideba, ki magram absinti ar iSoveba sadme daxlqveSidan?
. . ..
ვაჟაზე რომ პრაღაა ის ჩვეულებრივზე ოდნავ კარგი სახინკლეა ჩეხური ლუდით. აი ვაჟას ძეგლთან რომ ჩეხური რესტორანია იქ გაცილებით უკეთესი სიტუაციაა, ჩეხურ რესტორანს გავს და ბეჰეროვკაც ბლომად აქვთ
აბსენტი ბოლოს კოლმეურნეობის მოედანთან რომ ”პოპულია” იქ ვნახე,მინდოდა მეყიდა მარა კახამ ვისკი ამჯობინა
მე პირადად “პრაღა” მირჩევნია.
ჯერ ერთი – სამზარეულოა უკეთესი.
მეორეც – კლოცკი აქვთ.
მესამეც – ლუდიც პრეროვისა მირჩევნია.
კნედლიკების გაკეთება საქართველოში მაინც არ იციან და ნიკორას ნეკნები კი ყველგან ერთნაირია…
chem qmars veCaliCebi da ar momyveba, ra mindao mandao
ჩვენ საბოლოოდ გადავწყვიტეთ შემოდგომაზე წასვლა
წამოდით ჩვენთან ერთად
აბა ერთი ვნახო რა ნაყინია ამისთანა