ფრანც კაფკა

ავტორი: Kakha Mchedlidze | თემა: ცნობილი პრაღელები | თარიღი: 17-11-2007

7

Franz Kafkaფრანც კაფკა, მე-20 საუკუნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გერმანულ-ენოვანი მწერალი და ნოველისტი, რომლის ნაშრომთა უმრავლესობის გამოქვეყნება მხოლოდ ავტორის გარდაცვალების შემდეგ მოხერხდა. მისი უნიკალური წერის სტილი დღემდე იპრყობს კრიტიკოსთა და მკითხველთა განსაკუთრებულ ინტერესს.

ფრანც კაფკა დაიბადა 1883 წლის 3 ივლისს ქალაქ პრაღაში. მამა – ჰერმან კაფკა ებრაელი წარმოშობის ჩეხი. დედა – იულია კაფკა. ჰყავდა ორი ძმა და სამი და. ორივე ძმა გარდაიცვალა მანამ, სანამ მწერალს შეუსრულდებოდა 6 წელი. 1889–1993 წლებში კაფკა სწავლობდა გერმანულენოვან დაწყებით სკოლაში, ამის შემდეგ იგი გადავიდა გიმნაზიაში, რომელიც 1901 წელს დაამთავრა. პრაღის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, კაფკა ღებულობს სამართლის დოქტორის ხარისხს და მუშაობას იწყებს სადაზღვევო ფირმაში, რომელშიც ცხოვრების ბოლომდე მუშაობდა.

კაფკას მონუმენტი პრაღაში1917 წელს, ფილტვებში სისხლჩაქცევის შედეგად, კაფკას განუვითარდა ტუბერკულოზი, რის გამოც 1924 წლის 3 ივნისს მწერალი გარდაიცვალა ვენის სანატორიუმში. ცხოვრების განმავლობაში, კაფკამ გამოაქვეყნა სულ რამდენიმე მოთხრობა. სიკვდილის წინ მწერალმა თავის მეგობარ მწერალ მაქს ბროდს დაავალა მის მიერ შექმნილი ყველა ნაწარმოების განადგურება, მაგრამ მეგობარმა არ შეასრულა დავალება. თითქმის ყველა ნაწარმოები გამოქვეყნებულ იქნა მწერლის გარდაცვალების შემდეგ.

pragayy.jpgფილმი კაფკას შესაზებ იხილეთ მისამართზე: http://www.gol.ge/index.php?cat=movies&details=1533&order=1.1&search=kafka

კომენტარი (7)

ეს ადამიანი თავს მთელი შეგნებული ცხოვრება ავსტრიელად თვლიდა და გერმანულად წერდა, თუმცა ჩეხები მაინც ვერ ელევიან. და თუ იტყვი სადმე ავსტიელი მწერალი კაფკაო – შეიძლება ქუჩის მეორე მხრიდან დაგედევნოს ვინმე – ჩეხია, ჩეხია!-ს ძახილით.

არადა ებრაელია გენეტიკურად

ორივე ცნობილ პრაღელს ძალიან დიდ პატივს ვცემ.

ერთი ფრიად რომ ვსთქვათ განსაკვირვებელი ამბავი აღმოვაჩინე სრულიად შემთხვევითა – თურმე რომა ეს ჩვენი კაფკა პორნოგრაფიასაც სთხზავდა თუ სწერდა…
:)
http://virtualcollector.blogspot.com/2008/08/franz-kafkas-porn-brought-out-of-closet.html

არადა ჩეხები საყვედურობდნენ, ცუდი ჩეხიაო, იმავეს ამბობდნენ გერმანელებიც და ავსტრიელებიც :D მგონი ებრაელებიც, თუ არ ვცდები

ახლა კი ძალიან ამაყობენ, რომ ფრანც-კაფკა პრაღის მკვიდრი იყო. სხვათაშორის, კაფკა ჩეხეთში საკმაოდ გავრცელებული გვარია. ერთერთ ავტოსახელოსნოს ”კაფკას პროფილაქტიკა”-ც კი ჰქვია :)

არადა მე ჩეხად ვერ აღვიქვამ, რა ერსაც აკუთვნებდა თავს, იმ ენოვანია.. თორემ მასე, რამდენადაც მახსოვს, მოდილიანი სულ არ თვლიდა თავს იტალიელად, არადა წარმოშობით იტალიელი იყო, მაგრამ რომ დატოვა, უკან აღარც მოუხედავს : )

დაწერეთ კომენტარი

*
To prove you're a person (not a spam script), type the security word shown in the picture. Click on the picture to hear an audio file of the word.
Click to hear an audio file of the anti-spam word