სად ვაცლავკა და სად სოსისიო
ავტორი: Kakha Mchedlidze | თემა: სიახლეები | თარიღი: 10-12-2007
2
მომავალი წლის მანძილზე, პრაღის ვაცლავის ცენტრალური მოედნიდან, სწრაფი კვების ჯიხურებს აიღებენ. ასეთი გადაწყვეტილება პრაღის ადმინისტრაციამ მიიღო და ის მოიმიზეზა, რომ არ არის დაცული საზოგადოებრივი სივრცის სისუფთავის ნორმები და სწრაფი კვების ჯიხურები ”ბომჟებს” იზიდავსო. ამას არ ეთანხმებიან ჯიხურების მფლობელები და ამტკიცებენ, რომ ევროპის ბევრი ქალაქის ცენტრებში სწრაფი კვების ჯიხურები ერთგვარი ტრადიციაა. ამასთან დაკავშირებით, ჩეხეთის დედაქალაქის მერის მოადგილემ რუდოლფ ბლაჟეკმა განაცხადა, რომ ვაცლავის მოედანი და ჯიხურები შემწვარი ძეხვეულით ერთმანეთთან შეუთავსებელია.
არადა, პრაღის ქუჩებში ნახეტიალები ტურისტისთვის, პირდაპირ მისწრებაა, იაფი და კარგად შემწვარი გემრიალი სოსისი თუ სარდელი.

არა უშავრს წახვალ რესტორანში და იქ შეჭამ!
არა უბრალოდ ძალიან ტკბილად დამამახსოვრდა და… პირველად რომ ჩავედი ანტიგლობალისტების გამოსვლები იყო, საომარ ველს დაემსგავსა ქალაქი. ჩემი სახლი ვაცლავკიდან მარცხნივ შესახვევში იყო და ამ ნაცისტებით და კომუნისტებით გავსებულ მოედანზე, მაგ ჯიხურში კაი შეტკუცული სოსისები ვიყიდე. ჰოდა ამ დროს ზევიდან პოლიციამ შეუტია და ერთი რომ დაიხუვლეს, მეც ჩემი სოსისებიან მდოგვიანად მოვკურცხლე ქვევით, თან არცერთს ხელს არ ვუშვებდი და ასე გმირულად მივიტანე სახლამდე, იქ კი…