ექსჩეინჯი

ავტორი: Kakha Mchedlidze | თემა: გასეირნება პრაღაში, პრაღის შესახებ | თარიღი: 18-08-2010

3

სად გადავცვალო დოლარი და ევრო ჩეხურ კრონაზე?

ამ კითხვას პრაღაში გამგზავრების წინ უამრავი ტურისტი სვამს. ხელსაყრელი კურსით ფულის გადაცვლის გარდა ზევით დასმულ კითხვაზე პასუხი თავიდან აგაცილებთ არასასიამოვნო პრობლემებსაც, რომლებიც ბევრ ჩემს ბაცბობს შეემთხვა.

პრაღაში ფულის გადაცვლიდსას და ერთხელ მეც ვიზარალე მაცდური სარეკლამო აბრების გამო.

ვალუტის გადამცვლელი უამრავი ჯიხური ოფიციალურ კურსზე საკმაოდ მაღალ კურსს აქვეყნებს, თუმცა სარეკლამო აბრის კუთხეში მცირე ასოებით წერია მომსახურების საკომისიო. რომელიც ხშირად საკმაოდ მაღალია და თუ ასეთ რეკლამას წამოეგებით მაგალითად 100 ევროდან შეიძლება 30 ევროც კი დაკარგოთ.

ყველას გირჩევთ მიაკითხეთ ვაცლავის მოედნის პარალელურ ქუჩაზე, ”პოლიტპატიმრების ქუჩაზე” არაბების ჯიხურებს აქ ოფიციალურზე ოდნავ მაღალი კურსიცაა და თან საკომისიოს არავინ წაგართმევთ. რაც თავი მახსოვს სულ მანდ ვახურდავებ და არასდროს გავწბილებულვარ.

მისამართი: 14 Politických vězňů, Prague, Prague, Česká republika

რუკაზე: http://maps.google.com/?ie=UTF8&ll=50.082298,14.430054&spn=0.001361,0.003433&t=h&z=19

კომენტარი (3)

გეთანხმებით :) )

სულ მანდ ვახურდავებ, ყველაზე კარგი კურსი ამ ქუჩაზეა.

რამდენიმე კვირაში პრაღაში მივდივარ. ხომ ვერ მეტყვით, მუზეუმების ბილეთები რა ღირს და 50 ევროდ რამდენ მუზეუმს დავათვალიერებ?

თუ შეგიძლიათ ზუსტი მისამართი დაწეროთ ამ ვალუტის გადასახურდავებელი პუნქტის :) მადლობა

დაწერეთ კომენტარი

*
To prove you're a person (not a spam script), type the security word shown in the picture. Click on the picture to hear an audio file of the word.
Click to hear an audio file of the anti-spam word