ჩეხეთი ევროკავშირის მეზობლებთან ურთიერთობის გაღრმავებას აპირებს

ავტორი: Kakha Mchedlidze | თემა: სიახლეები | თარიღი: 27-05-2008

1

EU-CZმომავალი წლის იანვრიდან ჩეხეთი ევროკავშირის თავმჯდომარე ხდება. ამ თითქოს სიმბოლური ცვლილებისთვის პრაღაში სერიოზულად ემზადებიან, რადგან ჩეხეთს გადაწყვეტილი აქვს ახალი ევროპული პოლიტიკის ლოკომოტივად იქცეს. კერძოდ პრაღა მხარს უჭერს შვედეთ-პოლონეთის გეგმას, რომელიც მიზნად ისახავს ევროკავშირისა და მისი აღმოსავლელი მეზობლების თანამშრომლობის გაღრმავებას. ამის შესახებ განაცხადა ევროპის საკითხებში ჩეხეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერმა ალექსანდრ ვინდრამ. ”ჩვენ მივისწრაფით იმისკენ, რომ მომდევნო წელს გაძლიერდეს აღმოსავლეთის ასპექტი, ამჟამად არსებული ხმელთაშუა ზღვის მიზიდულობის ცენტრის დასაბალანსებლად”, – აღნიშნა ვინდრამ (ამ ინიციატივიტ წლის დასაწყისში ჩეხეთის ყოფილი პრეზიდენტი ვაცლავ ჰაველი გამოვიდა).

ჩეხეთის რესპუბლიკის თავმჯდომარეობის დროს ევროკავშირმა უნდა გააძლიეროს თანამშრომლობა, აზერბაიჯანთან, საქართველოსთან, სომხეთთან, მოლდავეთთან და უკრაინასთან. ამ ქვეყნებთან პარტნიორობის პროგრამის ფარგლებში ევროკავშირი იმსჯელებს უვიზო რეჟიმის შესაძლებლობის შესახებ, ეკონომიკურ შეთანხმებებზე და მეცნიერებისა და სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობაზე.

კომენტარი (1)

საინტერესო წერილია ჩეხეთზე. ნატოში და ევროკავშირში მყოფი ქვეყანა ჯერ ისევ საბჭოთა მენტალიტეტს ებრძვის და რუსეთისსაც ისევ უფრთხის და ჩვენ რომ არხეინად არ უნდა ვიყოთ ეს ნათელია.
http://virtualcollector.blogspot.com/2008/07/blog-post.html (რუსული თარგმანია).

დაწერეთ კომენტარი

*
To prove you're a person (not a spam script), type the security word shown in the picture. Click on the picture to hear an audio file of the word.
Click to hear an audio file of the anti-spam word